და, ჰა, როგორც იქნა, გადადებული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალი მოახლოვდა და სამწუხაროდ, მაყურებელთა გარეშე ჩატარდება. უეფას რეკომენდაციით, "დინამო არენაზე" 18 ათასი გულშემატკივრის დასწრება შეიძლებოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ სხვაგვარად განსაჯა და საკუთარი მოედნის უპირატესობა დავკარგეთ. სახლიდან უქომაგეთო, გვიბრძანეს, მაგრამ ეს საქართველოს ნაკრებს როგორ მიეხმარება, ცოტა არ იყოს და, ძნელი გასაგებია.
შეიძლებოდა სტადიონზე მაყურებელთა 30%-ის შეშვება თუ არა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა - სოციალური დისტანციისა და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით. თუმცა, ამას სათანადო ორგანიზება სჭირდებოდა, რაც რაღაც რთულ ამოცანას არ წარმოადგენდა. ხალხს მაინც ვერ დააკავებ და რა მნიშვნელობა აქვს, არენაზე შეიკრიბებიან თუ მის გარშემო?
ვერ გეტყვით, ფეხბურთის ფედერაციამ საკითხის განხილვისას რა პოზიცია დაიჭირა, მაგრამ ფაქტია, უეფას "ძღვენი" ვერ შევირგეთ. ფედერაციის მუშაობის ძირითადი განმსაზღვრელი ქვეყნის პირველი ნაკრებია. ის ერთგვარი აისბერგია და ღმერთმა არ ქნას და, ბელარუსებთან რომ წავფორხილდეთ (ამის გაფიქრებაც დაუშვებელია, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება), სფფ-ს ამას მწარედ წამოაძახებენ და არავინ ჩაეძიება, ჰკითხეს თუ არა მათ საერთოდ აზრი.
და ამას გარდა, ცას შიშით შევყურებ, რომ არ გაწვიმდეს და ისევე, როგორც ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრაში, კვლავ არ გაატაროს სტადიონის დრენაჟმა მოსული ნალექი და არ დაიტბოროს მოედანი. ამან იმ თამაშში ძალიან ცუდი სამსახური გაგვიწია. თუმცა, თუ ამინდის პროგნოზს ვენდობით და დავუჯერებთ, 8 ოქტომბერს წვიმიანი ამინდი არ იქნება, მაგრამ ბუნებისას რას გაიგებ - ის ხომ ჩვენს მთავრობას არაფერს დაეკითხება.
შეხვედრის მნიშვნელობაზე ლაპარაკიც ზედმეტია. ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა თქვა, რომ ეს სიკვდილ-სიცოცხლის მატჩია. მან მშობლიური სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და ახლა შეუძლია "ჯვაროსნებთან" ერთად ევროპირველობის საგზური მოიპოვოს.
ფეხბურთელებიც არნახულად მონდომებულები არიან. უქმეები ისე გავა ხოლმე, ლეგიონერთაგან ვერავინ გაიტანს გოლს, გასულ შაბათ-კვირას კი ქართული გოლების "წვიმა წამოვიდა". ნაკრებმა ლამის 30-წლიანი ისტორიის მანძილზე ვერ მოახერხა დიდ ტურნირზე გაღწევა, რასაც თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ეს ვერ შეძლო გაცილებით ძლიერმა წინა თაობებმა და ამის შანსი ამჟამინდელებს აქვთ. ეს თაობა გაცილებით უფრო მოტივირებულია, რაც შეუძლია, მაქსიმუმს აკეთებს.
მათ არ სჭირდებათ მომავალი დაპირისპირების თაობაზე ახსნა-განმარტება და იმედია, ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებენ. ვიქნები კატეგორიული და ვიტყვი - ეს ის მატჩია, რომელიც აუცილებლად უნდა მოიგონ. ისინი ფავორიტები არიან, რასაც მეტოქეც აღიარებს და ჩვენს ფავორიტ გუნდს ყველა ქართველი უქომაგებს, ვისაც სპორტის ნომერი პირველი სახეობა სიგიჟემდე უყვარს და ვისაც საერთოდ არ ესმის. ეს მთელი ერის მატჩია, რომელშიც ჩვენს გუნდს, სამწუხაროდ, მხოლოდ ცისფერი ეკრანებიდან ვუგულშემატკივრებთ.
ღმერთო, შენ გაუმართლე ჩვენს ბიჭებს!
tngh
არ გვინდა წინასწარი "ბაქი-ბუქი"... ვაშაძე-აღმაშენებელი, ხომ არა ვართ. მაქსიმალური მონდომებით, ყურადღებით და სიფრთხილით სასურველი შედეგი დადგება.
mikhael
https://www.televizia.org/pirveli-arxi-hd/
dima
პოლონეთშიც უმაყურებლოდ ჩაივლის და იქაც ეშინიათ?!))) რაღაც დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე,მეცოცხეებო(((აქეთ არ ჩაგქოლოთ ხალხმა ,თქვე ერის მოღალატეებო!
ასეა ეს
ყოველ დღე უამრავი ხალხი ტრანსპორტით გადაადგილდება,მაღაზიებში ვაჭრობს,ეკლესიებში დადის და რა გახდა 18 ათასი კაცი სტადიონზე.თითო სექტორში ორი კაცი საკმარისი იქნებოდა იდიალური წესრიგის დასამყარებლად მაგრამ მაგათ თავისი გამდიდრების გარდა არაფერი ანაღვლებთ.
źaza
ხალხის ეშინიათ არა ტოროლა ვისაც ხალხის ეშინოდა კია ეგერ უკრაინაში.მაკედონიაშიც ხალხის შეეშინდათ ალბათ.დდ და ფედერაციას რო უნდა ამ ორი თამაშის მოგება ისე არავის არუნდა.მიტინგებს რაც შეეხება წინასაარჩევნოდ ვინ აგაკრძალიებს მიტინგს.ასე პატარები და მიამიტები ხართ ზოგიერთები აქედან ნაცები და ევრო ნაცები იქედან ეგ.წ .არასამთავრობოები და ის ჟღარიანი ამერიკის ელჩი რა ამბავს დაათევენ წარმოდგენა თუ გაქვთ.სრულიად დამოუკიდებელი ხოარ გგონიათ ეს ქვეყანა.დარწმუნებული ვარ მოიგებენ ბიჭები ორივე თამაშს და გაახარებენ ხალხს.
ჰაჰა
რა 30 წუთი? ეგეთ სისულელეს ვაისი არ გააკეთებს. თუ არ გამოგივიდა იმ 30 წუთში, მაშინ ბელორუსებს მეტი შანსი ექნებათ. მაგათ კონტრშეტევა მაღალ დონეზე აქვთ, ამიტომ უნდა აირჩიო დაბალანსებული ტაქტიკა. ასე მოვუგეთ ადრე 1;0 თბილისში ოქრის გოლით. თან ეგეთი გუნდი თუ გამოიყვანა სადაც ორად ორი ნახევარმცველია, საერთოდ გაგვანადგურებენ.
ჰაჰა
ლოკომოტივის მაგალითი მაინც გაიხსენეთ. როდესაც არ იყო წინასწარ ურა-ვაშა და მრავალჟამიერ ანუ ბიჭებს მაქსიმალურად მოუხსნეს სტრესი, მოახერხეს და დააკოზირეს მოსკოველები. არ არის საჭირო ზედმეტი აურზაური. ბიჭებმა მხოლოდ თამაშზე უნდა იფიქრონ.
ოტტო
აი ასეთი ვაი ჟურნალისტები რატომ არსებობენ საერთოდ? ნუ ქმნით ასეთ განწყობებს ხალხში. ჯერ ერთი, რომ თამაშის წინ ნებისმიერი გუნდი გამარჯვებისთვის ემზადება, მერე მეორე აქედან გამომდინარე, ბელარუსი სხვა რამეს აპირებს? ეს ხომ დამატებითი წნეხია მოთამაშეებისათვის? ისტორიულად ყოველთვის გვიჭირდა ისეთ თამაშებში გამარჯვება, სადაც წყდებოდა რაღაცის ბედი და იმის ნაცვლად, რომ ზედმეტი წნეხი მოხსნათ, აქეთ უმატებთ კიდევ?
ozeki
შორი ხომ არა არის ისტორიულ მატჩამდე. გერმანიას უგებთ ფინალს თუ საფრანგეთს.
იაგო
რის მიხედვით სწერთ წონა თაობები გაცლებით ძლიერი იყო დღევანდელზეო? რაღაც არ მგონია ასე იყოს.
G.LA
მე არ მაქვს იმედი რომ არ დაბლოკავენ. უკეთესია საიტმა დადოს ლინკი როგორც აკეთებს ჩემპიონატის თამაშების დროს. გთხოვთ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინოთ. სპორტალს წიმასწარ მადლობას ვუხდით.
buba
არ გვინდა ახლა ჰოპლას ძახილი!! ჯერ გადავხტეთ!!
ლაშა
ლორია კაკაბაძე კაშია კვერკველია ტაბიძე კანკავა კიტეიშვილი შენგელია ვაკო ხვიჩა ოქრი მგონი საუკეთესო შემადგენლობა იქნება. ყველა მოძრავია და გაწელავენ დაცვას, თავით თამაში კარგად შეუძლია შენგელიას კარგი დარტყმაც აქვს. ხვიჩა მარჯვნიდან.. ყველა ინდივიდუალურად ძლიერია, ფლანგები სწრაფი.. ჩემი აზრით ბურთი უნდა იყოს დაბლა და არა მაღალ ბურთებზე გავაკეთოთ აქცენტი.. სისწრაფეების ჩართვის დროს შეიძლება ყვითლებით დაიტვირთოს, ან სახიფათო სტანდარტი/პენალტი მოვიპოვოთ. სტანდარტების დროს არიან თავით მოთამაშეებიც: კაშია კვერკველია, ტაბიძე შენგელია.. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ადვილად გადაწყობა.. გვილია,კვეკვესკირი, ჩაკვე, ქვილითაია.. ჩემი აზრით პირველ 30 წუთში თამაში გაკეთებული უნდა იყოს.. წარმატებები ბიჭებო.. მე მჯერა თქვენი და იმედია ვაისი "ჩვენსკენ" იქნება :)))
Luk
ხო სულ რო ბლოკავს ეს ვითომ საწოგადოებრივი მაუწყებელი!!!
მიხაელ
ტელევიზია.ორგ (ლათინური ასოებით) დაწერე და უყურებ ქართულ არხებს , არ იბლოკება. ასევე შეგიძლია უყურო სილქგო (ლათინური ასოებით) და მან არის ასევე . მე პირადად ვუყურებ ისრაელში უპრობლემოდ.
ემიგრანტი
ძალიან გთხოვთ, იქნებ პირველ არხს მიაწვდინოთ ხმა სიგნალი არ დაბლოკოს და მოგვცეს საშუალება საზღვარგარეთ ვუყუროთ ჩვენი ნაკრების თამაშს. პ.ს იმედია საერთოდ აჩვენებს პირველი არხი ამ თამაშს
გიორგი
იქნება
სიმართლე
იქნება აუცილებლად - დაადასტურა უეფამ რომ პლეი-ოფებში ვარ-ი იმოქმედებს
max
აქ სხვარამეშია საქმე. ამათ ავადმყოფურად ეშინიათ ხალხის შეკრება. ყველაფერი ჩა...ლია ქვეყანაში და ეს თამაში რო წააგონ იქნება ბოლო წვეთი დაეს 60 ათასია მასა მიადგება პარლამენტს და ფედერაციას
WAR
არ იქნება
beqa
კი იქნება
ხაშურელი
კი
ვარი
WAR იქნება ხალხნო?
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
20 წ. | ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძელი - საქართველო
27 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალური მატჩები გაიმართება
თბილისის "დინამომ" გვინეის ნაკრების თავდამსხმელი დაიმატა
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] განსხვავებული ტაიმები - საქართველოს ნაკრებმა ბაჰრეინს მოუგო
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]