ბელარუსთან საქართველოს ნაკრების მატჩის წინ football.by-ს ინტერვიუ ბელარუსის გროდნოს "ნემანის" მცველმა გიორგი ქანთარიამ მისცა და გუნდების შანსები შეაფასა.

- რა თქმა უნდა, მე ვთვლი, რომ ფინალში საქართველოს ნაკრები გავა. ახლა ჩვენთან ძალიან კარგი გუნდი შეიკრიბა. ბევრი ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში თამაშობს და დიდი გამოცდილება გააჩნიათ. ყველას ესმის, რომ ბელარუსი საქართველოსთვის ყველაზე ადვილი მეტოქე არ არის და რთული მატჩი იქნება. ყველა ჩვენი ფეხბურთელი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება მომავალ შეხვედრას, ჩვენ ხომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ჩვენმა გუნდმა იცის, რომ ბელარუსს ისეთი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ამიტომ დაცვაში ფრთხილად უნდა ითამაშონ.

- ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს. ვფიქრობ, რომელიმეს გამოყოფა არ შეიძლება. არის სწრაფი და ტექნიკური ოქრიაშვილი, რომელსაც შეუძლია თქვენს დაცვას ბევრი პრობლემა შეუქმნას. აგრეთვე - შესანიშნავ ფორმაში მყოფი ახალგაზრდა კვარაცხელია... საერთოდაც, მთელი გუნდი კარგად ბალანსირებულია და ძლიერ ჩემპიონატებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ.

- სამწვრთნელო შტაბს ყოველ პოზიციაზე მდიდარი არჩევანი გააჩნია. ჩვენი გუნდის ძლიერი მხარეები - პასით თამაში და ტექნიკა. ფეხბურთელები შესანიშნავად არიან შეთამაშებულები, ყველამ იცის, რას უნდა ელოდნენ ერთმანეთისგან. ამიტომ ბელარუსებს გაუძნელდებათ.

- გაუმკლავდებიან თუ არა ქართველი მცველები ტანმაღალ ბელარუსებს? რა თქმა უნდა. ჩვენ ძალიან გამოცდილი და ტანმაღალი მცველები გვყავს.

- ბიჭებს ველაპარაკე და მათი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. მატჩისათვის ყველა მორალურად მზად არის და ჩვენს წარმატებაში დარწმუნებულია.

"საქართველოს ნაკრების დამარცხების შანსი გვაქვს" - რა თქვა ფარერების მწვრთნელმა წილისყრის შემდეგ
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
[VIDEO] დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო
სტამბოლში ლომი დასეირნობს - ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეიძლება ჩაიშალოს
"ბარსელონამ" პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება განიზრახა - საქმეში ლუის ენრიკე ჩაერია
პსჟ-მ კვარაცხელიას და დუეს ტრავმების გამო მნიშვნელოვანი სატრანსფერო გადაწყვეტილება მიიღო
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"რასინგი" ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა საუკეთესო თავდამსხმელი, ვის გვერდითაც უთამაშია
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
"ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მხარი ამოიგდო" - ილია თოფურია ალექსანდრეს მარცხს გამოეხმაურა
უღიმღამო "ქართული დერბი" ბელარუსში უგოლოდ დასრულდა
გიორგი ქანთარიას კორონავირუსი არ აღმოაჩნდა
გიორგი ქანთარია ბელარუსში ლეგიონერად აღარ ჩაითვლება
ქართველმა მცველმა "ზიდანის ფინტით" მეტოქე ეფექტურად ჩამოიცილა [VIDEO]
ბელარუსული კლუბის ფანები: ვხვდებით, რომ "ვიღაც" გვატყუებს!
sovsport: უნივერსალი ქანთარია და ტექნიკური გაბრიელ რამოსი უკეთეს გუნდებში თამაშს იმსახურებენ