ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ექიმები ქართველი ნახევარმცველის მუხლის ტკივილის მიზეზს ვერ ადგენენ
ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" 26 წლის ქართველი ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა, რომელმაც მუხლის ტრავმის შემდეგ ვარჯიში ახლახან განაახლა, თავის გუნდს ვერც დღეს, 10 ივნისს დაეხმარება სამარის "კრილია სოვეტოვთან" და ვერც "კრასნოდართან", რომელსაც ომარ თეთრაძის გუნდი 14 ივნისს დაუპირისპირდება.

"ვოლგაში" ეჭვობენ, რომ გოჩა 18 ივნისამდეც ვერ შეძლებს მწყობრში ჩადგომას, როდესაც გუნდს "ზენიტთან" მოუწევს თამაში.

- სამწუხაროდ ზუსტად ვერ დავადგინეთ, რა უშლის გოჩას მოედანზე დაბრუნებაში ხელს, - განაცხადა "ვოლგას" პრეზიდენტმა ალექსეი გოიხმანმა ქართველთან დაკავშირებით საუბრისას. - მუხლის ტრავმა თითქოს მოიშუშა და თანაგუნდელებთან თანასწორად ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ როგორც კი დატვირთვებს უმატებს, ტკივილი უმალ თავს ახსენებს.

მიზეზის არცოდნის გამო ვერც მისი მოედანზე დაბრუნების ვადას ვაცხადებთ. არადა, გოჩას არყოფნა ჩვენი გუნდისთვის უდიდესი დანაკლისია. ალბათ მოგვიწევს გამოსაკვლევად მისი გერმანიაში გაგზავნა, რათა ზუსტად დავადგინოთ პრობლემის მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ "ვოლგას" ქართველმა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში მხოლოდ ხუთ მატჩში ითამაშა, მეტოქის კარი ორჯერ დალაშქრა და ერთიც საგოლე პასი მიითვალა.

მომზადებულია sport-express.ru-ს მიხედვით

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე