ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში სომხეთის ეროვნული ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს. განვილილი ორი მატჩის შემდგომ საკმაოდ საინტერესო ვითარებაა. 4-4 ქულით ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებები ლიდერობენ, ერთი მოგებით კი შემდეგ პოზიციაზე სომხეთია. შესაბამისად, ყველა სხვა დანარჩენთან ერთად, აღნიშნულ დაპირისპირებას სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

სომხეთი

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობას რაც შეეხება, სომხებმა წაგებათა ზედიზედ 4 მატჩიანი სერია ესტონეთთან დაასრულეს და მეტოქეს 2 უპასუხო გოლი გაუტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს კარაპეტიანმა კორიანის გადაცემით ისარგებლა, 20 წუთში კი ანგულომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ხოაკინ კიპაროსის ფორმაციის გუნდი, როგორც წესი, 4-2-3-1 სათამაშო სტრატეგიით თამაშობს. დაცვის ცენტრში კალისირთან ერთად აროიანი დგას, თუმცა არც თუ სტაბილურად. აშკარაა, რომ გუნდს დაცვით ფაზაში თამაში უჭირს და საკმაოდ ბევრ გოლს უშვებს. აღნიშნულის საილუსტრაციოდ, ეროვნულმა ნაკრებმა უკანასკნელი 9 შეხვედრიდან მხოლოდ ესტონეთთან მოახერხა ისე, რომ კარი მშრალად შეინახა. სომხეთმა ბოლო 20 მატჩში ჯამში 36 გოლი გაუშვა, რაც საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია.

საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ძირითადი მარჯვენა მცველი ჰოვჰანეს ამბარძუმიანი, რომელიც აღნიშნულ დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შეხვედრათა განმავლობაში, სომეხთა შეტევების 44% სწორედ მარჯვენა ფლანზე მოდის, რაც "ანორთოსისის" ფლანგის მცველს უნდა დავუკავშიროთ. შესაბამისად, მისი არ ყოფნა, კიპაროსისთვის არც თუ კარგი ვარიანტია.

მიუხედავად ამისა, გუნდს დაუბრუნდა გამორჩეული ფეხბურთელი ჰენრიკ მხითარიანი, რომელმაც ტრავმა მოიშუშა და ამჟამად ოპტიმალურ ფორმაშია. სომხეთის შეტევითი პოტენციალი, რომელიც ამ დრომდე არც თუ ცუდი იყო, "რომას" ნახევარმცველის ფონზე უფრო გაიზრდება.

საინტერესოა, რომ სტატისტიკურად, სომხეთი ყველა მეორე შემთხვევაში კარისკენ საჯარიმოს გარედან არტყამს.

საქართველო

ვლადიმერ ვაისის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალურ რაუნდში ბელარუსი მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ჩრდ. მაკედონიას უნდა დაუპირისპირდეს. "ჯვაროსნებმა" მე-7 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ აქცენტი, აშკარად, პრაგმატულ ფეხბურთზე გააკეთეს და გულშემატკივარს შედეგზე ორიენტირებული ფეხბურთი შესთავაზეს.

გუნდმა ბელარუსის წინააღმდეგ ძალიან დიდი ენერგია დახარჯა. ყველაფერთან ერთად, ქართველთა ემოციური მდგომარეობა აღნიშნული მატჩის წინ მეტოქისგან განსხვავებით რადიკალურად განსხვავებულია.

წინა შეხვედრიდან გამოჩნდა, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დაცვაში თამაში შეუძლია, თუმცა ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბელარუსთა შეტევა არც თუ დიდი კრეატივით გამოირჩეოდა. შესაბამისად, სომხეთთან დიდი კონცენტრაცია და ყურადღებაა საჭირო.

რაც შეეხება გუნდის შემტევ ფაზაში პროდუქტიულობას, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდიალურად საკმაოდ ტექნიკური მოთამაშეები გვყავს, რეზულტატის სახით კომბინაციურ ფეხბურთს ვერ ვაჩვენებთ. სამაგიეროდ, კვარაცხელიას, ოქრიაშვილისა და ვაკო ყაზაიშვილის შემხედვარე, მეტოქეთა დაცვით ხაზსს არც თუ იოლი მატჩის ჩატარება მოუწევს.

მეტოქის მსგავსად, "ჯვაროსნები" სავარაუდოდ 4-2-3-1 ტაქტიკით ითამაშებენ და სავარაუდოდ, ვაისი მნიშვნელოვან გადაადგილებებს არ განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო გიორგი ჩაკვეტაძე არ ითამაშებს. ასევე იუქმებს დავით ხოჭოლავაც.

საინტერესო ფაქტები

ხოაკინ კიპაროსმა სომხეთის თავკაცის რანგში უკვე ორი შეხვედრა ჩაატარა. მისმა გუნდმა ერთი შეხვედრა მოიგო, ერთიც კი ჩრდ. მაკედონიასთან დათმო. ყველაფერთან ერთად, სომხეთმა 3 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.

ოფიციალური მატჩების ეგიდით, საქართველოს ეროვნული ნაკრები აგერ უკვე 7 შეხვედრაა დაუმარცხებლად ასპარეზობს.

საინტერესოა, რომ უკვე 238 წუთია საქართველოს გოლი თამაშიდან არ გაუტანია. ბოლო ორ მატჩში ვაისის შეგირდებმა თავი ორჯერ გამოიჩინეს და ორივე შემთხვევაში ეს თერთმეტმეტრიანით მოახერხეს.

ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ 5-ჯერ აქვთ ნათამაშები. 3 შემთხვევაში ქართველებმა გაიმარჯვეს, ერთ შემთხვევაში სომხებმა ივარგეს, ერთხელ კი გუნდები საყაიმო ანგარიშს დასჯერდნენ. საინტერესოა, რომ აღნიშნულ ნაკრებთა პირველი მატჩი საქართველოს გამარჯვებით, 7:0 დასრულდა.

საყურადღებოა სომხების თავდამსხმელი ალექსანდრ კარაპეტიანი, რომელმაც ესტონეთთან გატანილ გოლთან ერთად, პირად ანგარიშზე ასისტიც მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ ტიხში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

KUTAISELI
somxetis nakrebs tu ver mouget evropis cghempionatze arapeli gvesakmeba.
საქართველო
სომხეთში ომია,დარწმუნებული ვარ ძალიან მაგარი მოტივაციით გამოვლენ თამაშზე სომხები,რათა საკუთარი ხალხი გაახარონ.ამიტომ ორმაგი მონდომება იქნება ჩვენგან საჭირო,იმისათვის რომ ეს წარმატებული სვლა გავნაგრძოთ
შოთა
12 კაცით ვითამაშოთ?))) ისე შენს შემადგენლობას არაუშავს, მაგრამ კვარას მაინც ვათამაშებდი. პ.ს. კაშიას ტრამვა აქვს და არ იქნებაო.
ეჰ
ნავალოვსკის და ჯიღაურის ადგილი როგორ ვერ მოძებნე მეორე შემადგენლობაში მაინც ? :)
გადასარევი გიორგი
მე წამყვან ფეხბურთელებს დავზოგავდი ამ ორ მატჩში, განსაკუთრებით მომდევნოში. ჯერ ერთი კარტების გახსნა არ ღირს მაკედონიისთვის და მეორეც სათადარიგოები არც თუ ურიგო ფეხბურთელები გვყავს. ხვიჩას, ჩაკვეს და ოქრის დავასვენებდი. აი ჩემი შემადგენლობა სომხებთან: მაკარიძე, მალი, კვირკველია, კაშია, ტაბიძე, აბურჯანია, კიტეიშვილი, გვილია, ლობჟანიძე, შენგელია, ყაზაიშვილი, კაჭარავა. და ბოლოს სომხები თავს მოიკლავენ! ამიტომ ჯობია მეორე შემადგენლობა, რომ არ დაგვამტვრიონ და ამათაც დასამტკიცებელუ მეტი ექნებათ. ხვიჩას და ოქრუს რომ მოარტყან, მერე ფინალში ვის ამარა ვრჩებით შეტევაში
ziko
ნაკრებს შეტევის პოტენციალი აშკარად მეტი აქ ვიდრე ბელორუსთან აჩვენა,ბელორუსზე ოდნავ მაღალი კლასის გუნდი ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდებდა ისეთი თამაშით.საქართველოს ნაკრებმა კობინაციური და გაცილებით შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშოს, გუნდში არის ამის რესურსი, ბელორუსთან ჩანდა რომ ფეხბურთელები ინერციით თამაშობდნენ თითქოს მწვრთნელი არც ყავთო,შემადგენლობაც არ იყო ჩემი აზრით სწორად შერჩეული,ქვილითაიას,ლობჟანიძის და იგივე შენგელიას მეტად დატვირთვა შეიძლებოდა.გასგებია რო შედეგს დიდი მნიშვნელობა ქონდა ამ თამაშში მაგრამ, იგივე ესტონეთან და მაკედონიასთან ნაკრებს ძალიან ბევრი წუნი ქონდა თამაშში.მაგარია რო ბელორუსთან მოიგო ნაკრებმა და იმედია ფინალსაც მოიგებს.ჩემი აზრით სამომავლოდ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ჭირდება თუნდაც არველაძე ან ცხადაძე,ვაისი აშკარად დაბნეული ჩანს.სომხეთი კი მე ბელორუსზე გაცილებით ძლიერი გუნდი მგონია თან ძლიერი მწვრთნელი ყავთ.კიდევ ვიძახი საქართველოს გაცილებით უკეთესი ფეხბურთის თამაში შეუძლია თუნდაც შემადგენლობიდან გამომდინარე.არიან ფეხბურთელები ვისაც მეტი შეუძლიათ მაგალითად ყაზაიშვილს, თავის კლუში კიდევ ბევრი უნდა იმუშაოს ფიზიკურად უნდა მოძლიერდეს და საერთოდ ამერიკიდან თუ ევროპაში წამოვა სადმე ნორმალურ ჩემპიონატში ითამაშებს მისთვისაც კარგი იქნება და ნაკრებისთვისაც.
ვვვ
და რო არ ვიცოდეთ, ბრაატ?!
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
გიორგი ლორია გადაცემა "სპორტალში"
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
ლუკა ზარანდია: ნაკრებში გამოძახება ჩემთვის გაათმაგებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს
"ჰოლანი? ჩვენ კაშია გვყავს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენას მთების გადადგმა შეუძლია - წინასამატჩო მოთელვა
საახალწლო რეფორმები ძიუდოში - დავით ქევხიშვილი ნოვაციებს აგრძელებს
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა