კიეველმა სოციოლოგებმა გამოკვლევა ჩაატარეს, რომლის მიზანი ფეხბურთში ყველაზე გავრცელებული ცრურწმენების გამოვლენა იყო

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა სოციოლოგიური გამოკვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი ფეხბურთში ყვეალზე გავრცელებული ცრურწმენების გამოვლენა იყო.

ყველაზე გავრცელებული ცრურწმენა თამაშის წინ წვერის გაპარსვასა და თმის შეჭრას უკავშირდება, რასაც თურმე დათარსვა მოსდევს. საფეხბურთო ფორტუნის წყალობისთვის კი გეტრებში მონეტის ჩადება ყოფილა კარგი.

თურმე, პირველად ბუცის ჩაცმა ყოველთვის იმ ფეხზე სჯობს, რომელიც მოთამაშეს კარგად აქვს დაცდილი და ასეთ დროს მოედანზე შებიჯებაც იმავე ფეხითაა საჭირო. თანაც, ეს ფეხბურთელმა ისე უნდა გააკეთოს, რომ ფეხი აუტის თეთ ხაზზე არ დადგას. გავრცელებული ჟესტია მოედანზე შესვლადმე ბალახზე ხელის შეხება და პირჯვრის გადაწერა.

ფეხბურთელები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან მაისურზე 13 ნომრის გამოსახვას. ხშირად ფეხბურთელები მოგებულ მატჩში ნაცვამ მაისურს არ არეცხინებენ, რათა წარმატება მომდევნო თამაშშიც თან სდევდეთ.

ძალიან მნიშვნელოვანია საშინაო არენაზე თამაშის მოედნის "ამოჩემებული" ნახევრიდან დაწყება. მეკარეებს ასევე ურჩვეენ თამაშის დაწყებამდე ხელი ზედა ძელს შეეხონ. ასევე "კარგია" თამაშის დაწყებამდე კარის უკან მონეტის ჩამარხვა. გაშვებული გოლის შემდეგ კი დაუშვებელია მრისხანების გამო ბურთის კარში მეორედ შეგდება - შეიძლება ყველაფერი განმეორდეს.

პენალტის ან საჯარიმოს დარტყმის დროს ბურთის გასაბერი ნახვრეტით წინ დადებაა აუცილებელი. მიიჩნევენ, რომ ბურთი ასე უფრო სწორად მიფრინავს. თურმე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თერთმეტმეტრიანის დარტყმის წინ მეკარეს თვალებში შევხედოთ.

საფეხბურთო ცრურწმენებში განსაკუთრებულ ადგილს ქალები იკავებენ. ფორტუნა რომ არ დააფრთხოს, მოთამაშემ მატჩის წინ სუსტი სქესის წარმომადგენლებთან ყოველგვარ სიახლოვეზე უარი უნდა თქვას. კიდევ უკეთესია, თუ ფეხბურთელი თამაშის წინ საერთოდ არ ილაპარაკებს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...