ოსლოში ბრილიანტის ლიგის მორიგი ეტაპი გაიმართა და მძლეოსნობის მოყვარულებს მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანის ხილვის საშუალება კვლავ მიეცათ
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ბრილიანტის ლიგის მორიგი ეტაპი გაიმართა და მძლეოსნობის მოყვარულებს კვლავ მიეცათ სარბენ ბილიკზე მსოფლიოს უსწრაფესი ადამიანის უსანი ბოლტის ხილვის საშუალება. ოღონდ ამჯერად, იამაიკელმა "გრძელ სპრინტში" გამოსვლა გადაწყვიტა და გაცილებით მაღალი შედეგი დააფიქსირა, ვიდრე 100 მეტრზე გარბენებისას ჰქონდა.

ბოლტის დრო იყო 19,86 წამი, რაც სეზონის საუკეთესო შედეგია. უსაინმა მინიმუმ ხუთი მეტრით ჩამოიტოვა უახლოესი მდევარი და ერთადერთი იყო ფინალის რვა მონაწილიდან, ვინც დისტანცია 20 წამზე ნაკლებ დროში დაფარა.

200 მ

1. უსაინ ბოლტი (იამ) - 19,86

2. უეისუმა ნდურე (ნორ) - 20,43

3. მარიო ფორსაიტი (იამ) - 20,49

წლევანდელ სეზონში ბოლტის მთავარი მეტოქე ამერიკელი ტაისონ გაი იქნება, რომელიც ჯერჯერობით 100 მეტრზე სეზონის საუკეთესო დროის მფლობელია. თუმცა ამერიკელისა და იამაიკელის დაპირისპირება მხოლოდ "მოკლე სპრინტში" შედგება, რადგან ტაისონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წელს არ აპირებს 200 მეტრზე სირბილს. გაიმ ეს არასაკმარისი ფიზიკური ფორმით ახსნა.

"თითქმის დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ 200 მეტრს არ გავირბენ. წელს ბარძაყის არეში ტკივილების გამო ბევრი ვარჯიში გამოვტოვე, თუმცა 100 მეტრზე შემიძლია სერიოზული კონკურენცია გავუწიო ბოლტს", - ამბობს გაი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "მოკლე სპრინტი" 9,79-ში გაირბინა.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს