ჯორდან ჰენდერსონმა 8 წლის ასაკშივე იცოდა, რომ დიდობაში პრემიერლიგის ვარსკვლავი გახდებოდა
ჯორდან ჰენდერსონმა 8 წლის ასაკშივე იცოდა, რომ დიდობაში პრემიერლიგის ვარსკვლავი გახდებოდა. დღეს, 20 წლის ნახევარმცველი „ლივერპულის“ წევრია.

მასში მერსისაიდელებმა „სანდერლენდს“ 20 მილიონი ფუნტი გადაუხადეს და ხელფასად კვირაში 60 ათასი დაუნიშნეს. სხვა სიტყვებით, „ენფილდ როუდის“ ლეგენდა, კენი დალგლიში მას თავისი დიდი რეორგანიზაციისა თუ „რევოლუციის“ საკვანძო წევრად აღიქვამს.

არადა, სანდერლენდში დაბადებული ბიჭუნა სულ ორი წელიწადია, რაც ასპარეზზე გამოჩნდა. ინგლისის ამ რეგიონში, რომელსაც უიერსაიდი ჰქვია, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი კუთხის შვილი ასე უცბათ აიჭრებოდა ცის კაბადონზე. ვერავინო რომ ვამბობთ, ამ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით ვგულისხმობთ. დიახ, თავად ჰენდერსონიც კი ვერ წარმოიდგენდა, რომ ასე მალე „ენფილდზე“ ამოჰყოფდა თავს.

სულ პატარას, უკანა ეზოში მამა ბრაიან ჰენდერსონი ეთამაშებოდა. მშობლის თვალმა მაშინვე შეატყო, რომ ბიჭუნა ბურთს მეტისმეტად სერიოზული სახით, მოწადინებული დასდევდა. სწორედ ბრაიანმა უთხრა გაზეთ „სანს“, რომ მისი ვაჟი დღემდე ბურთის ერთგული დარჩა. ის არ სვამს, ღამღამობით კლუბებში არ დადის. აუცილებლად პოულობს დროს რათა თავის სკოლაში მივიდეს და მოსწავლეებს თავისი გამოცდილება გაუზიაროს. და, რაც მთავარია, ის მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს.

ბრაიან ჰენდერსონმა თქვა: „მე ყოველთვის ჯორდანის კრიტიკოსი ვიყავი, მაგრამ ის დაუზარლად მუშაობდა და ახლა ნაყოფს იმკის. მას ისე უყვარს ფეხბურთი, რომ მისი გულისთვის ძალიან ბევრ რამეზე ამბობს უარს. ასე მაგალითად, ის არასდროს დადის კლუბებში, ფხიზელი ცხოვრებით ცხოვრობს და, რომ არ დაგიმალოთ, ფეხბურთის მეტი საერთოდ არაფერი აინტერესებს.

ვიცი, შესაძლოა, შიგადაშიგ გული სწყდება ძმაკაცებთან რომ არ არის, მაგრამ მე მას ვუთხარი, რომ სმა შეუძლია ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, 35 წლისამ დაიწყოს.

ერთადერთხელ მახსოვს, რომ ფეხბურთსა და ფეხბურთს შორის გოლფი ითამაშა, ისიც განტვირთვისთვის. შვიდი წლის ასაკიდან დღეში სამჯერ მხოლოდ ფეხბურთში ვარჯიშობს. კარგად მახსოვს, 8 წლისა რომ იყო, ის მომიტრიალდა და საკუთარ თავში აბსოლუტურად დარწმუნებულმა მითხრა, მამა, მე პროფესიონალი ფეხბურთელი გამოვალო. მონდომება და ყურადღების კონცენტრაცია ყოველთვის განსაკუთრებული ჰქონდა“.

ჰენდერსონის ნიჭიერებაში ეჭვი არავის არასდროს შეპარვია, მაგრამ ბავშვობაში იყო მომენტი, როდესაც „სანდერლენდის“ მწვრთნელებმა სიგამხდრის გამო დაიწუნეს. თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად ის უფრო აღნაგიც გახდა. 16 წლისას 18 წლამდელთა გუნდში ათამაშებდნენ და მამამისიც ამაყად დააბიჯებდა უიერსაიდის მიწაზე.

ბუნებრივია, თავად ჯორდანიც ძალიან ამაყობდა. ბავშვობიდან „შავი კატების“ ქომაგი, ხომ საყვარელ გუნდში გამოდიოდა, თუმცა, ახლა ისეთი რამ უნდა ვთქვათ, რომ „ლივერპულის“ ფანებმა შეიძლება თავში ხელი შემოიკრან: „სანდერლენდის“ გარდა პატარა ჰენდერსონი „მანჩესტერ იუნაიტედს“ გულშემატკივრობდა. შარშან, როდესაც ჯორდან ჰენდერსონი ახალგაზრდათა ევრო 2011-ს შესარჩევ შეხვედრებში სათამაშოდ გამოიძახეს, რუმინეთში, მატჩის წინა დღეს ჟურნალისტებს ასე ელაპარაკა:

„პატარაობაში ჩემი გმირები დევიდ ბექჰემი და რაიან გიგზი იყვნენ. რასაკვირველია, საყვარელი ფეხბურთელები „სანდერლენდშიც“ მყავდა, მაგრამ ეს ორი მანჩესტერელი კერპებად მყავდნენ. როდესაც ვიზრდებოდი, „იუნაიტედი“ საოცარი გუნდი იყო, სადაც უდიდესი ვარსკვლავები თამაშობდნენ: ბექჰემი, გიგზი, სქოულზი, კინი...“

აი, ფეხბურთელის მამა, ბრაიან ჰენდერსონი კი „შავ კატებს“ არასდროს უღალატებს.

„არ დაგიმალავთ, საკმაოდ მწარე მომენტი იყო, როდესაც შევიტყე, რომ ჯორდანი სათამაშოდ „ლივერპულში“ გადადიოდა — თქვა მამამ — რასაკვირველია, როგორც მამას გული სიამაყით ამევსო, მაგრამ, როგორც „სანდერლენდის“ ფანს 47 წლიანი სტაჟით, მეწყინა, რომ ის „შავ კატებს“ სტოვებდა. მთელი ჩვენი ოჯახი „სანდერლენდის“ გულშემატკივარია, ასევეა თავად ჯორდანიც და მერწმუნეთ, ჩემთვის არასდროს არაფერი შეედრება იმ განცდას ჩემი შვილი „სთედიუმ ოფ ლაითზე“ რომ დავინახე.

მესმის, როგორ არა, „ლივერპული“ „სანდერლენდზე“ ამბიციური გუნდია, ტიტულების მოგების უფრო მეტი შანსი აქვს, თან, იქ სტივენ ჯერარდისა და ჯეიმი კარაგერის მხარდამხარ შეიძლება თამაში, მაგრამ საკუთარი შვილის სხვა გუნდში ნახვა ცოტა მაინც მეუცნაურება“.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"