35 წლის ჰოლანდიელი ფეხბურთელმა "მილანთან" ხელშეკრულება გაახანგრძლივა
იტალიური პრესა აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ კლარენს ზეედორფის გადაბირება ბრაზილიურ კლუბებს სურთ და თითქოს არც თავად ფეხბურთელი იყო მოვლენათა ასეთი განვითარების წინააღმდეგი.

მეტიც, ჟურნალისტთა ნაწილი იმასაც კი ამტკიცებდა, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და 35 წლის ჰოლანდიელი "კორინთიანსში" გააგრძელებს კარიერასო. რეალობა სხვაგვარი აღმოჩნდა, ზემ გაახანგრძლივა ხელშეკრულება "მილანთან"' და მიღებული გადაწყვეტილება შემდეგნაირად ახსნა:

“კლუბის მესვეურებს შევხვდი და გადავწყვიტე, რომ უნდა გამეხანგრძლივებინა ხელსერულება. მათ ვერ მომცეს ვერანაირი გარანტია, რომ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ასეთი გარანტია არც არაფერში მჭირდება. ჩემი სურვილია, რომ ვიყო ნაწილი იმ გუნდის, რომელიც ჩემს მეორე ოჯახად იქცა. მსურს სკუდეტო შევინარჩუნო და ჩემპიონთა ლიგა მოვიგო, რაც სავსებით რეალურად მეჩვენება. ასე რომ, გადაწყვეტილება გულის კარნახით მივიღე”.

ზეედორფმა განვლილ ბატალიებზე ისაუბრა და გასული სეზონი შეაჯამა: “გასულ სეზონში მცირე ჩავარდნებიც გვქონდა, თუმცა მთლიანობაში სტაბილურად ვიასპარეზეთ და შედეგად, სკუდეტო მოვიპოვეთ. ეს დიდი გამარჯვებაა და ბუნებრივია, საბოლოო რეზულტატით ყველანი კმაყოფილნი დავრჩით. გვქონდა რთული პერიოდებიც და პირველ რიგში, ჩემპიონთა ლიგაში "ტოტენჰემთან" გამართული მილანური მატჩი მახსენდება. გუნდი გადაღლილი იყო, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა და ამან ჩვენს თამაშს დიდი დაღი დაასვა. დარწმუნებული ვარ, სხვა დროს და სხვა ვითარებაში ლონდონელებს შანსი არ ექნებოდათ”.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა