<p>“მილანის” კარის დარაჯმა, კრისტიან აბიატიმ დიდი იმედი გამოთქვა, რომ ჩეზარე პრანდელი მას ყურადღებას მიაქცევს <br> “მილანის” კარის დარაჯმა, კრისტიან აბიატიმ დიდი იმედი გამოთქვა, რომ ჩეზარე პრანდელი მას ყურადღებას მიაქცევს და ეროვნულ ნაკრებში გამოიძახებს. 33 წლის კიპერი თურმე ბავშვობიდან ოცნებობს “აძურას” კარის დაცვაზე და მას შემდეგ, რაც ნაკრებს ჩეზარე პრანდელი ჩაუდგა სათავეში, დიდი იმედები მიეცა.</p><p>სხვა მწვრთნელების არ იყოს, ჯერჯერობით არც ჩეზარე წყალობს აბიატის, მაგრამ რამდენიმე დღის წინ, სერია A-ს გასული სეზონის უდავოდ საუკეთესო კიპერი იმედებით აღივსო - პრანდელი მას სრულიად შემთხვევით შეხვდა ერთ-ერთ რესტორანში და დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში მას აუცილებლად მისცემს შანსს. იტალიის ეროვნული ნაკრების მესაჭესთან დაუგეგმავ და მოულოდნელ შეხვედრას აბიატი ასე იხსენებს:</p><p>“ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნებაა, რომელიც იმედია რეალობად იქცევა. პრანდელის პირადად არ ვიცნობდი და როგორც იქნა, ამის საშუალება მომეცა. მილანის ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში სრულიად შემთხვევით შევხვდი, კარგა ხანს ვისაუბრეთ და გამომიტყდა, რომ უახლოეს მომავალში ჩემს გამოძახებას აპირებს.. ძალიან მინდა, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მეც მივიღო მონაწილეობა და ეროვნულ გუნდს სამსახური გავუწიო - ასე რომ, სენიორ ჩეზარეს სიტყვებმა უზომოდ გამახარა. დეტალურად ამიხსნა თუ როგორი კიპერები სჭირდება და ვეცდები, მისი გემოვნება ბოლომდე დავაკმაყოფილო. ცდას არ დავაკლებ და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს”.</p>
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს