რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში "რუბინმა" გასვლაზე ჩემპიონი და ლიდერი "ზენიტი" 2:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიას მეტოქე გუნდის გამოცდილი მცველები ყურადღებით მეურვეობდნენ, უხეშობასაც არ ერიდებოდნენ და საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია. თუმცა, რამდენიმე მოწინააღმდეგე მუდამ მისი განეიტრალებით იყო დაკავებული, რაც თანაგუნდელებს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევდა და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. ის მწვრთნელმა სლუცკიმ 90+2-ე წუთზე დროის გაყვანის მიზნით შეცვალა.

მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ და 26-ე წუთზე ეროხინმა დააწინაურა, მაგრამ 43-ე წუთზე დესპოტოვიჩმა საპასუხო გოლი გაიტანა. 69-ე წუთზე კი იევტიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამის შემდეგ პეტერბურგელებმა დიდი ძალებით შეუტიეს და კონტრშეტევაზე კინაღამ მესამე გოლი გაუშვეს - ზუევმა ბურთი ძელს გაარტყა.

"რუბინი" 18 ქულით კვლავ მე-9 ადგილზეა და 31 ოქტომბერს "არსენალს" უმასპინძლებს.

სენსაიცია კი არა კორუპციაა,კორუპცია.მთელი რუსეთი ტოტალიზატორში ყომარობს! წარმოუდგენლად დიდი ფსონები იდება ფეხბურთის მატჩებზე,განსაკუთრებით ლიდერების მონაწილეობით.ზენიტმა ბრიუგესთანაც ფოკუზი გააკეთა...! მარტო რუსეთში კი არა მსოფლიოს მაშტაბით არის ასეთი მდგომარება სპორტში.გუშინ ასევე ფოკუზი იყო ბარსელონა - რეალის თამაშიც.დამიჯერებთ რომ გითხრათ-წინასწარ ვიცოდი მეთქი რომ რეალი მოიგებდა.ტოტალიზატორი და სპორტული მაფია მოულოდნელობის ფაქტორით მანიპულირებს.მაგალითად მადრიდის რეალმა წინა ბოლო ორი თამაში წარმოუდგენლად სუსტად ჩატარა, წააგო კიდეც არც ისე ძლიერ მეტოქეებთან.ამიტომ გუშინ ბარსელონასთან ბევრი დაწერდა ბარსელონას მოგებას ან ფრეს.მოიგო რეალმა და საფეხბურთო მაფიამ!!!
Zaza
კაი წასაკითხი იყო. დაველოდები ხოლმე შენ კომენტარებს
ჩორნა
აქ სასტავი ჩითავს რუსეთიდან ჰოლანდიაში პორტუგალიაში და უფრო დაბალი დონის ქვეყნებს რომ ურჩევენ ბიჭებს ეგ იმიტომ რომ რუსეთია:-D
რომელუ
იქ სადაც ხვიჩა თამაშობს, იმ გუნდის მოგება სხვა ნებისმიერ გუნდთან, სენსაცია ვერ იქნება!!!
iase
სენსაცია რანაირადაა ეხლა ეგ? რუბინი ზენიტს არ ამარცხებდა და რუსეთს ჩემპიონი არ ხდებოდა? სენსაცია იქნებოდა იაროსლავის შინიკი რომ ყოფილიყო მის ადგილას. ეგეთი არასერიოზული სათაურით ავტორიტეტს აფუჭებთ.
რობი
livetv.sx
Zaza
ყველა სახიფათო შეტევა კვარას წამოწყებული იყო მეორე გოლის გარდა და ვერ ითამაშა რას ნიშნავს უნდა ემატავა.
სოსო
მართლაც საოცარი მატჩი გამოვიდა.რუბინმა იბრძოლა და გოლების გარდა,კიდევ სამჯეო მოერტყა ბურთი ძელს,მაგრამ კიდევ უფრო გასაოცარი და გიჟური გამოვიდა შემდეგი მატჩი მატჩპრემიერზე,სადაც ქართველების როტორმა უკიდურესად დაძაბულ ბრძოლაში,მოსკოვში დაამარცხა მოსკოვის ლოკომოტივი 2-1.პირველი გოლი ფლამარიონმა გაიტანა თავისივე გამომუშავებული პენალტი ვერ გაიტანა,მაგრამ დამატებაზე შეაგდო თავით.მერე დავითაშვილს ორივე ნესტოდან ადინეს სისხლი,მაგრამ მსაჯმა გაატარა.მეორე ტაიმში როტორმა მეორე გოლიც გაიტანა და მსაჯმა კვირკველიას,მოგონილი პენალტი აჰკიდა.ნახტომში, ბურთზე ბრძოლისას,ბურთი თავიდან მხარზე,შემდეგ კი ხელზე დაეცა,ისე რომ კვირკველია ბურთს ვერ ხედავდა.მსაჯმა ნახა მომენტი და პენალტი მაინც დანიშნა.პენალტი მირანჩუკმა ძელს მოარტყა და ასხლეტილს,ისევ თვითონ დაამატა.გატანით გაიტანა, მაგრამ რაკი პენალტის დროს,დამრტყმელს ბურთზე ორჯერ შეხების უფლება არა აქვს,გოლი გაუქმდა.ამის შემდეგ როტორმა მესამეც გაიტანა,მაგრამ რაკი მეკარის წინ,როტორის ფეხბურთელი იდგა,მსაჯმა თამაშგარე ჩათვალა.სულ რამდენიმე წუთის შემდეგ ზუსტად იგივე სიტუაციაში,ლოკომოტივის კრიხოვიაკმა გაიტანა გოლი და ცხვირიც გაიტეხა.წინა ეპიზოდთან მსგავსება იმდენად დიდი იყო,რომ მსაჯებს ბევრი არ უფიქრიათ და ეს გოლიც გააუქმეს.კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ კი,გამწარებულმა და სისხლიანმა კრიხოვიაკმა ზედიზედ ორჯერ ითამაშა ხისტად და მეორე ყვითელიც აიკიდა.10 კაცა მასპინძელმა შტურმი წამოიწყო,მაგრამ გოლი ვეღარ გაიტანა და როტორმა პირველი გამარჯვება მოიპოვა 12 ტურში.როტორს აქამდე სულ 4 გოლი ჰქონდა გატანილი და აქ კიდევ 2 გაიტანა.ის მესამე არ ჩათვლილი გოლიც,ისვე როგორც შემდეგ მათ კარში გატანილი გოლები ჩასათვლელი იყო.ასე რომ როტორი ამ თამაშით გოლის გამტან გუნდად გამოჩნდა,ძალიან მაგრად ითამაშა კვირკველიამ,ძალიან ბევრი იმუშავა დავითაშვილმა და ბოლომდე სახიფათო იყო ფლამარიონი.ასე რომ პირდაპირ ჩვენი ჩემპიონატიდან წასული ბრაზილიელი,არაფრით ჩამორჩებოდა ლოკომოტივის ნებისმიერ ფეხბურთელს და ბევრს სჯობდა კიდეც.გამოჩნდა,რომ როტორს აქვს რესურსი და ნამდვილად იბრძოლებს სახიფათო ზონიდან გასვლისათვის.რუბინი კი,ვფიქრობ აუცილებლად მოხვდება ევროპა ლიგის ზონაში.ამას ხვიჩას გამო კი არ ვამბობ,მან ეს თამაში ისე ვერ ითამაშა,როგორც გვახსოვს.გუნდში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭია და ისინიც ძალიან სწრაფად იზრდებიანსლუცკი ცალკე ავარჯიშებსო ხვიჩას,კარში დარტყმებზე.ზენიტმა 2018 წლის შემდეგ პირველად წააგო საკუთარ მოედანზე და მაშინაც რუბინთან წაუგია,ასევე 1-2. იმ გუნდიდან,კლუბში არავინააო დარჩენილი.
Zaza
ხვიჩა, ზურიკო, საბა, ჯიმი, გრიგალა და კიდე 1 ვედრო გარუსებული ქართველების ნახვა კარგი სტიმულია მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ეს ლიგა ტოპ 5-ის შემდეგ პირველი ჩემპიონატია ევროპაში. ისეთ ლიგებზე მაგარია ვიდრე ჰოლანდიის, ბელგიის, პირტუგალიის, თურქეთის და ა.შ. ბოლოს და ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე 3 გუნდი ჰყავთ! ხელფასებით და პირობებით ხომ საერთოდ ტოპ 5-ის დონეზეა. ეს ინფორმაცია მათ შორის მათთვის ვინც ქართველებს უწუნებს სათამაშო ლიგას.
ჰავლაბრელი ტიღუა
ვლოცულობდი, რომ ზენიტს ბელგიელებთან წაეგოთ, რადგან რუბინთან დათრგუნული გამოსულიყვნენ მოედანზე და რუბინის შანსი გაზრდილიყო. ისე აგიხდესთ ყველას ჩვენი ნაკრების ევროპაზე გასვლის იმედი, როგორც მე ეს ამიხდა.
საქმე100
რომელ ლინკს იყენებთ რუსეთის ჩემპის საგურებლად იქნებ დადოთ ააქ...
kaxa
მაგრად იბრძოლა კვარამ თუმცა ზენიტს ძალიან მაღალი დონის მცველები ყავს და 2 კაცი სულ ფეხსე აჯდა! ხვიჩას და ზურიკოს გამო რუსეთის პრემიერ ლიგა ჩემთვის ძალინ საინტერესო გახდა,თან ამდენი მაყურებელი რომ ესწრება სტადიონზე კარგი დაძაბული თამაშებიც გამოდის! მოკლედ საკმაოდ საინტერესო ლიგაა!მთავარია უტრამვოდ იყოს ხვიჩა და ჩვენი ბიჭები!
რობი
რუბინი კარგი გუნდად ყალიბდება სლუცკის ხელში, ხვიჩამ დღეს ვერ ითამაშა როგორც საჭიროა! სამაგიეროდ მისმა ინგუშმა ძმაკაცმა(ბაკაევმა) გაიბრწყინა!
ზალიკო
რა სენსაცია???? გადაბმულად 2-3 თამაში უყურე ზენიტის და მიხვდები რო სენსაციური არაფერია...ან ამ თამაშს თუ უყურე სენსაცია რატო უნდა დაარქვა...ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა სლუცკიმ და რუბინთან გარანტირებული ქულა არავის აქვს რუსეთის ჩემპიონატში.რეალიზაციის პრობლემები აქვთ თორე ეხლა სამწულშიც უნდა იყოს
ლაზი აზნაური არზნევ მუზკსია
ხვიჩას გამო "რუბინის" გულშემაკტივარი გავხდი, ნამდვილად კარგი და გუნდური თამაში ქონდა კვარას. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ სლუცკის,ძალიან ძლიერი სპეციალისტია,მოუგოპეტერბურგში ვარსკვლავურ ზენიტს,ამას კლასი ქვია,საქართველოს ნაკრებსაც გამოადგებდა ეს სპეციალისტი. ხვიჩას კი ჯანმრთელობა და გოლები! ქგგალე წე!
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
"იმსახურებს თუ არა კვარაცხელია "ოქროს ბურთს"? - საფონოვმა ამ კითხვაზე უპასუხა
უარი რუსების 20-მილიონიან წინადადებას - "ნაპოლი" არგენტინელ ფეხბურთელს იმატებს
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
"უკეთესი იქნებოდა, "ზენიტს" ქართველი ფეხბურთელი ეყიდა და შემდეგ ის ამ ფასად გაეყიდა" - ჯანაშიამ რუსულ კლუბს ტრანსფერი არ მოუეწონა
პოგბამ ზამთარში "ზენიტში" გადასვლაზე უარი განაცხადა
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
"აი, ასე ცუდად გვექცეოდნენ მე და ვიტსელს რუსეთში" - რას აცხადებს ჰალკი?
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა" - ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს