ამხანაგური მატჩი. პოლონეთი-საფრანგეთი 0:1
პოლონეთი-საფრანგეთი 0:1

პოლონეთი: შესნი - იოდლოვეცი, ვოიტკოვიაკი, ვავჟინიაკი, პიშჩეკი, დუტკა, ობრანიაკი (პავლოვსკი 88), მურავსკი, ბლაშჩიკოვსკი (ბრუჟეკი 87), ლევანდოვსკი, მერზიევსკი (მატუშჩიკი 79)

საფრანგეთი: კარასო – ევრა, აბიდალი, კაბული (რამი 37), სანია, ალუ დიარა (დიაბი 46), ვალბუენა (მალუდა 73), კაბაი (მვილა 46), ნზოგბია (რემი 73), მარტენი, ოარო (გამეირო 78)

გოლი: იოდლოვეცი 14 (0:1) ავტოგოლი

საფრანგეთის ნაკრებმა 2011 წლის ზაფხულზე სწორედ იმ ქვეყნებში იმოგზაურა (ბელარუსში ვიზიტის შემდეგ), სადაც მოხვედრა მომავალი წლისთვის უფრო მეტად უნდა. ძალების ამ ეტაპზე ძალების მობილიზება და ადგილზე მდგომარეობის შესწავლა მათ სამომავლოდ ნამდვილად წაადგებათ.

უკრაინასთან დონეცკში გამართული შეხვედრა “სოშოს” 23 წლის ნახევარმცველის მარვენ მარტენის ტრიუმფით დასრულდა. მონბელიარელ ფეხბურთელს ეროვნულ გუნდში უფრო შთამბეჭდავი დებიუტი გამოუვიდა, ვიდრე 17 წლის წინ ზინედინ ზიდანს. მართალია 1994 წელს მარტენის მსგავსად ზიზუმ საფრანგეთისთვის ორი გოლი გაიტანა, მაგრამ ის დაპირისპირება ჩეხებთან ფრედ დასრულდა. მარტენმა კი დუბლის გარდა საგოლე გადაცემაც მიითვალა. მარვენი სულ რამდენიმე წუთში გახდა სახალხო გმირი, არადა 2010 წლის ოქტომბერში რამდენიმე დღე მის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მცირე მიტინგები იმართებოდა მას მერე, რაც სოშოელმა კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ სექსუალური უმცირესობების ატანა არ აქვს.

ტოლერანტულმა ფრანგულმა საზოგადოებამ ფეხბურთელს გულწრფელობა ვერ აპატია.

მინსკისა და დონეცკის შეხვედრებისგან განსხვავებით, სადაც ფრანგები გოლს პირველები უშვებდნენ და მდევრის როლში რჩებოდნენ, ამ შემთხვევაში “ლე ბლეს” უპირატესობა მთელი 90 წუთის განმავლობაში ხელიდან არ გაუშვია. მატჩის პირველი მომენტი დებიუტშივე შეიქმნა. ლილელმა ლუდოვიკ ობრანიაკმა თამაშის წესები დაარღვია. საჯარიმო პატრის ევრამ პირდაპირ იუნეს კაბულს ჩააწოდა თავზე. მისი დარტყმული კი მიზანს ოდნავ ასცდა. ევრა ვახსენეთ და... უნდა აღინიშნოს, რომ ლორან ბლანმა მატჩის ბედი ლამის სულ მთლად დუბლიორებს ანდო. მანჩესტერელი კი ამ შემადგენლობაში იმიტომ მოხვდა, რომ მთავარი მწვრთნელის ნდობით ვეღარ სარგებლობს. მეტიც, ნაკრების ყოფილი კაპიტანი ხშირად სანაკრებო შეკრების მიღმა რჩება ხოლმე და თუ უხმეს, ძირითადში იშვიათადღა ჩნდება. ეს ყველაფერი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაიწყო. პატრისმა ნდობა სწორედ მუნდიალზე ჩადენილი ცუდი საქმეებისთვის დაიმსახურა (შეგახსენებთ, რომ ის ბუნტის მთავარი ორგანიზატორი იყო). ახლა ის ბლანის მესამე მარცხენა მცველიღაა.

მე-14 წუთზე შეხვედრის ერთადერთი გოლი გავიდა. შარლ ნზოგბიამ ბურთი ბაკარი სანიასგან მიიღო, შეიწია ცენტრისკენ და მძლავრად დაარტყა ვოიცეხ შესნის კარში. “არსენალის” კარის დარაჯი ბურთს ნამდვილად აიღებდა, რომ არა პოლონელი მცველის ტომაშ იოდლოვეცის “თავგანწირვა”. ბურთი მას მოხვდა, ფრენის მიმართულება შეიცვალა და შესნი “გაღიმებული” დატოვა. ავტოგოლის ავტორს მეორე ტაიმში თავის გამოჩენა საჭირო მიმართულებითაც შეეძლო, მაგრამ მისმა დარტყმულმა მიზანს ვერ უწია. ერთადერთი, ვინც მასპინძელთა შორის 90 წუთის განმავლობაში თავდადებით ცდილობდა თამაშის ბედის შეცვლას, ლუდოვიკ ობრანიაკი იყო. დროული მოქმედების წყალობით პირველ ტაიმში მან სტუმართა ორი პერსპექტიული შეტევა ჩაშალა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ თამაშის ხასიათი არაფრით არ ჰგავდა ამხანაგურს. მატჩის არბიტრს წესების უხეში დარღვევის გამო შეხვედრის გაჩერება ხშირად უხდებოდა.

ამრიგად საფრანგეთის ნაკრებმა აღმოსავლეთევროპული ტურნე წარმატებით ჩაამთავრა - მოიგო სამიდან ორი მატჩი და ერთი კი ფრედ ითამაშა.

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა