მიუხედავად იმისა, რომ ფრანგულ კლუბებში მოთამაშე ლეგიონერთა ნაწილი "ბორჯღალოსნებში" იყო გამოძახებული, ტოპ 14-ის მეექვსე ტურში რვა ქართველმა ითამაშა.

მათგან ერთს ტოპ 14-ში დებიუტი ჰქონდა, კიდევ ერთმა ახალი კლუბის მაისურით პირველი შეხვედრა ჩაატარა, ორმა კი მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა.

ბექა გიგაშვილის არყოფნაში "ტულონის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა ლუკა ჭელიძემ. 20 წლის ბურჯმა გასულ სეზონში ორჯერ ითამაშა შემცვლელად და ამჯერადაც მარქაფაში იყო. "კასტრთან" 19:6 მოგებულ შეხვედრაში ლუკამ სებასტიენ ტაოფიფენუა 75-ე წუთზე შეცვალა.

პარიზულ დერბიში "სტად ფრანსემ" "რასინგ 92" მიიღო და 25:27 დამარცხდა. 67-ე წუთისთვის 22:11 იგებდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში 16 ქულა მიიღეს. აქედან ორი ჯარიმა დასკვნით ორ წუთში გაუშვეს, თავად 76-ეზე ერთი არეკნი გაიტანეს და მხოლოდ ბონუსს დასჯერდნენ. ვასილ კაკოვინი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ "სტად ფრანსეს" სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა მე-17 წუთზე დაშავდა და შეცვალეს.

ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ახალ გუნდში, "ბაიონში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა "ბორჯღალოსანმა" მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ. ქართველი ლეგიონერის ახალი გუნდი მეექვსე ტურში "აჟენს" ეწვია, 72 წუთი მეტობაში ითამაშა (მასპინძელთა მორაგბე მე-8 წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა) და 26:15 იმარჯვა. მიქაუტაძე შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა.

ოთხმა ქართველმა ითამაშა "ბრივის" შემადგენლობაში, რომელიც "მონპელიეს" ეწვია და 6:30 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში პირველად ითამაშა სოსო ბეკოშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენებისას ლუკა ჯაფარიძემ შეცვალა. მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან ჩაერთო თამაშში კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, თუმცა 71-ეზე თავად გახდა შესაცვლელი. "ბრივის" პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა მესამეხაზელმა ირაკლი ცხადაძემ. ის შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა.

სტუმრად "ლა როშელთან" 6:20 დამარცხდა "ბორდო", რომლის რიგებში 56-ე წუთიდან ითამაშა ლაშა ტაბიძემ.

rugby.ge

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
ოფიციალურად: კოტე მიქაუტაძე "ბაიონის" მორაგბეა
ლეგიონერები - ლუკა ჯაფარიძის პირველი ფრანგული ლელო
ლეგიონერები - კოტე მიქაუტაძე "ბაიონში" 2023 წლამდე
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
U20. საქართველო VS არგენტინა - მომავალი ვარსკვლავები ხელისგულზე
ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს
ლეგიონერები - პრო დე2 მიქაუტაძემ გახსნა
რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]
"რვა ერი": ირლანდიასთან მიქაუტაძე თითქმის გამოირიცხა
ზოგმა პოზიცია გაიმყარა, ზოგმა... ქართველი ლეგიონერების ტრანსფერები
U20. საფრანგეთი VS საქართველო - მზადყოფნა ისტორიის დასაწერად
U20. საქართველო-სამხრეთი აფრიკა 14:38 - მეტი ლელო, საქართველო! [VIDEO]
ოთხი ქართული ლელო ჩელენჯ ქაფზე და საუკეთესო ნინიაშვილი
ლეგიონერები - ტური ნაახალწლევს
ქართველი ლეგიონერების სამი გუნდი ევროთასების ნახევარფინალში გავიდა
რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
ცუდი ამბავი "ბრივისგან": გოდერძი შველიძემ მუხლის მყესები გაიწყვიტა
U20. ურუგვაი-საქართველო 11:22 - ტურნე გამარჯვებით დავასრულეთ
რაგბის ლეგიონი: ქართველების "ბრივი" ტოპ 14-ში დაბრუნდა!
კოტე მიქაუტაძეს ტრავმის გამო 6 თვე გაუცდება