ინტერვიუ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან - კლაიპედა, არენა, სასტუმრო... ვერაფერს დაიწუნებ
კლაიპედას არენა, არვიდას საბონისის ვიზიტი, ქართული კლუბები ევროთასებზე, საქართველოს ნაკრები - ამ და სხვა საკითხებზე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანს ვესაუბრეთ.

- ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებმა შეჯიბრების მონაწილე ყველა ქვეყნის ფედერაციის ხელმძღვანელი ლიტვაში მიგვიწვიეს, რათა ადრევე გვენახა ყველა ის ადგილი, რომელთანაც ევრობასკეტის მსვლელობისას ჩვენს ნაკრებს შეხება ექნება. დავათვალიერეთ კლაიპედას სასტუმრო "ამბერტონი", რომელშიც ჩვენი ჯგუფის ყველა წარმომადგენელი იცხოვრებს. სასტუმროს არაფერი დაეწუნება, ასევე კარგია, რომ დარბაზთან ახლოსაა და გზაში დიდი დრო არ დაგვეკარგება.

- კლაიპედას არენა ახალი აშენებულია. ყველა სამუშაო დასრულებულია?

- როცა დარბაზი ვნახეთ, გარკვეული შიდა სამუშაოები დარჩენილი იყო, თუმცა ევროპის ჩემპიონატამდე ყველაფერი დასრულდება. ივლისში დარბაზის გახსნა და დიდი კონცერტი იგეგმება. ასევე გვიჩვენეს ვილნიუსისა და კაუნასის არენები, რომლებზეც ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპის მატჩები გაიმართება. სპეციალურად ევრობასკეტისთვის კაუნასში ახალი, 15 ათასიანი დარბაზი ააშენეს.

- საქართველოს ნაკრები სად ივარჯიშებს?

- კლაიპედას არენას აქვს სათადარიგო მოედანიც. ჩვენი გუნდიც იქ ივარჯიშებს, თუმცა სამი მატჩი ძალიან ადრე იმართება და არ ვიცი, როგორ მოესწრება დილის

ვარჯიშის გამართვა.

- საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ევრობასკეტის ელჩი არვიდას საბონისი იყო...

- იგი დიდი სპორტსმენი გახლდათ და ევროპის ჩემპიონატის ელჩად შემთხვევით არ აურჩევიათ. საქართველოში საბონისის ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, ევრობასკეტის პრეზენტაცია მოაწყო. ჩვენი მხრივ კი დავათვალიერებინეთ ქართული დარბაზები. გაისად ხომ რომელიმე ახალგაზრდულ ასაკში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მასპინძლობას ვაპირებთ.

- გუშინ საქართველოს ნაკრების წევრებს ფედერაციაში შეხვდით.

- ვინც ადრე ჩამოდის, ყოველწლიურად ვხვდებით და სამომავლო გეგმებზე ვლაპარაკობთ. კალათბურთელები ამჟამად ისვენებენ, 1 ივლისიდან კი ვარჯიშს შეუდგებიან. ჯერაც არ დაუსრულებიათ სეზონი ვლადიმერ ბოისას, გიორგი შერმადინსა და მანუჩარ მარკოიშვილს. პირველი ორი სლოვენიის ჩემპიონატის ფინალურ სერიას ახლა ამთავრებს, ხოლო მანუჩარს იტალიის პირველობის ფინალები ჯერ არ დაუწყია. იგი ბოლომდე იხარჯება, თავს არ ზოგავს, ამიტომ, იტალიიდან ჩამოსვლის შემდეგ დასვენება დასჭირდება.

- ტორინ გრინის ტრავმა სერიოზული არ ყოფილა.

- მას ფეხზე ფალანგა ჰქონია გაბზარული, არადა ექიმები მოტეხილობას ვარაუდობდნენ. ფეხიც ისე ჰქონდა დაფიქსირებული, მეგონა ზედ თაბაშირი ედო. საბედნიეროდ, ყველაფერი წესრიგშია და ტორინ გრინმა ვარჯიში უკვე დაიწყო. მას ჩვენთან ხშირი კონტაქტი აქვს.

- იყო ლაპარაკი თოთხმეტკაციან განაცხადში ტაირონ ელისის შეყვანის თაობაზე...

- შემადგენლობის საკითხებს მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი აგვარებს. დასჭირდება ელისი, თუ არა, მას შემდეგ გავიგებთ, რაც შემადგენლობას დაასახელებს.

- ბოლოს ქართულ კლუბებზე გკითხავთ. "არმიამ" და "სოხუმმა" ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის განაცხადი ფედერაციაში შეიტანეს, საიდანაც ფიბაევროპაში უნდა გადაგზავნილიყო...

- ყველა პროცედურა დასრულებულია. 9 ივნისს ფიბაევროპაში განაცხადების მიღების ბოლო ვადა იყო. ჩვენ მანამდე გავაგზავნეთ და უკვე გადაჭრით შეიძლება ითქვას - 2010-11 წლების სეზონში ევროჩელენჯზე ორი ქართული კლუბი იასპარეზებს.

- ფედერაციას გუნდებისთვის უარის თქმის უფლებაც ჰქონდა.

- ყველაფერი კარგად გამოვიკითხეთ და გარანტიებიც მივიღეთ, რომ "არმია" და "სოხუმი" კიდევ უფრო გაძლიერდებიან. ასეთ შემთხვევაში უარს ვერავის ვეტყოდით... მისასალმებელია, რომ ორივე გუნდმა აქედანვე დაიწყო მზადება საერთაშორისო სარბიელზე ღირსეულად გასასვლელად. ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს. სასიხარულოა, რომ 2011 წელი ქართული კალათბურთისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება - ევროჩელენჯზე ორი გუნდი გვეყოლება, ხოლო საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"