ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფრანგული ლეგიონის ბოლოსწინა რეპეტიცია

ფრანგული ლეგიონის ბოლოსწინა რეპეტიცია

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. ქართველ მორაგბეთა კლუბები ახალი სეზონისთვის ინტენსიურ მზადებას განაგრძობენ...

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის დაწყებამდე ორ კვირაზე ნაკლები დარჩა. ქართველ მორაგბეთა კლუბები ახალი სეზონისთვის ინტენსიურ მზადებას განაგრძობენ. გასულ უქმეებზე ჩვენებურთა გუნდებმა მორიგი საწვრთნელი შეხვედრები გამართეს და, უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა მათგანმა მოიგო.

სენსაციურად დასრულდა ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე გურამ კავთიძის "ლიონისა" და ფრანგული რაგბის გრანდის "სტად ფრანსეს" შეხვედრა. მეორედივიზიონელები მრისხანე მეტოქეს არ შეეპუენ და მინიმალური სხვაობით - 13:12 მოუგეს.

პარიზელებმა გაკადნიერებულ მეტოქეს ორი ლელო გაუტანეს, რაზეც ლიონელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს, თუმცა ჩვენებურის გუნდმა მოწინააღმდეგის უდისციპლინობა კარგად გამოიყენა და ორი საჯარიმოც გაიტანა. კავთიძეს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა", რომელიც მომავალ სეზონს საჩემპიონო ამბიციებით ხვდება, საკონტროლო მატჩი სავარაუდო კონკურენტთან პარიზულ "მეტრო რასინგთან" გამართა და დამაჯერებლად მოუგო - 39:10.

მართალია, ლელო არ გაუტანია, მაგრამ ბრწყინვალედ ითამაშა ქუბრიაშვილმა. "ქუბრიმ", როგორც მას თანაგუნდელები და "ტულონის" ერთგული ქომაგები ეძახიან, შერკინებაში მოწინააღმდეგეებს დიდი პრობლემები შეუქმნა. იმდენად, რომ მის წინააღმდეგ მხოლოდ წესების დარღვევით ახერხებდნენ თამაშს. ინგლისელ მგეზავ ჯონი ვილკინსონს, აბა სხვა რა უნდოდა - საჯარიმოების დარტყმებით გული იჯერა.

ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს, როცა "ტულონს" საქმე, ფაქტობრივად, მოთავებული ჰქონდა.

კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ბრივში, სადაც დავით ხინჩაგიშვილის გუნდმა ელიტურ, პირველ დივიზიონში აღზევებულ ბექა შეყლაშვილის "აჟენს" უმასპინძლა და 12:17 დამარცხდა. ქართველი მორაგბეები თამაშში მეორე ნახევრიდან ჩაერთნენ.

საფრანგეთის ჩემპიონმა, დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა", რომელიც საწვრთნელ შეკრებაზე შვეიცარიაში, ჟენევის ტბის პირას, ქალაქ ნიონში იმყოფება, პირველი საკონტროლო შეხვედრა თანადივიზიონელ "ბურგუენთან" გამართა და 40:20 მოუგო.

კლერმონელებმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს და საპასუხოდ ორი მიიღეს. ზირაქაშვილმა, რომელიც სეზონს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება, სრულად ითამაშა.

ყველაზე "ქართულმა" ფრანგულმა კლუბმა, მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" პეზენასში ელიტური, მეორე დივიზიონის დებიუტანტ "კარკასონს" და დიდი ანგარიშით - 56:17 მოუგო.

მონპელიელებისთვის თამაში კარგი ვარჯიში გამოდგა, მათ მეტოქეს რვა ლელო გაუტანეს. ქართველთაგან გორგოძემ, ჩხაიძემ, ჟღენტმა და შველიძემ ითამაშეს.

მორიგ შეხევდრას "მონპელიე" 4 აგვისტოს ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრათან" გამართავს. სამი დღის შემდეგ კი ბოლო საწვრთნელ მატჩში მეორედივიზიონელ "ორიაკს" დაუპირისპირდება.

"კასტრმა", თავის მხრივ, კიდევ ერთ მეორედივიზიონელს "პოს" უმასპინძლა და, მეტოქის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად 33:28 მოუგო. ქართველ მორაგბეებს თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ.

საკონტროლო მატჩები

ლიონი-სტად ფრანსე 13:12, ლა როშელი-ტულუზი 10:29, ბრივი-აჟენი 12:17, კლერმონი-ბურგუენი 40:20, ტულონი-მეტრო რასინგი 39:10, კასტრი-პო 33:28, მონპელიე-კარკასონი 56:17, პერპინიანი-ნარბონი 32:21.

რუმინეთის ჩემპიონატში მეორე ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩები გაიმართა. ირაკლი ნატრიაშვილის, ბიძინა სამხარაძის, კახაბერ უჩავას, ოთარ ტურაშვილისა და ლაშა თავართქილაძის "ფარული", რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, სტუმრად "ტიმიშოარას" ეთამაშა და 44:13 მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენებურთა გუნდმა სატურნირო ცხრილში ერთი საფეხურით წაიწია და ახლა მესამე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ქართველთა გუნდში პირველად ითამაშეს სამოელმა ახალწვეულებმა, რომლებსაც რუმინელები, სავარაუდოდ, გარუმინელებას უპირებენ. თუმცა ამას ისინი, IღB-ს წესდების თანახმად, მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლებენ.

"შავი ზღვის თასის" გათამაშებაში ქართული გუნდების მეტოქე "არადმა" სტუმრად წააგო რუმინეთის ჩემპიონ "ბაია მარესთან" - 13:54 და ახლა 27 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ამავე ტურნირის მონაწილე კიდევ ერთმა კლუბმა, "ბუქარესტმა", რომელიც უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის, შინ დიდი ანგარიშით დაამარცხა "ბარლადი" - 51:9. "ბუქარესტი" გასავარდნთა დავაში 33 ქულით პირველ ადგილზეა.

რუმინეთი

პლეი ოფი

ბაია მარე-არადი 54:13, სტიაუა-დინამო 32:25, ტიმიშოარა-ფარული 13:44

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაია მარე - 59 ქულა, 2. სტიაუა - 57, 3. ფარული - 45, 4. დინამო - 43, 5. არადი - 27, 6. ტიმიშოარა - 23.

პლეი აუტი

ბუქარესტი-ბარლადი 51:9, იაში-კლუჟი 17:14, შუკეავა-პეტროშანი 22:18.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბუქარესტი - 33 ქულა, 2. იაში - 22, 3. კლუჟი - 16, 4. პეტროშანი - 13, 5. ბარლადი - 10, 6. შუკეავა - 5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს

დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!

ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა

ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ

როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...