ქეთევან ვენეცკი 7 გოლით საუკეთესო იყო კოსოვოს ხელბურთის ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც "ისტოგუმ" 28-20 დაამარცხა "ვუშტრია".

ეს ამ გუნდების მესამე მატჩი იყო ახალ სეზონში. ევროპის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ისტოგუმ" ორჯერ მოუგო მეტოქეს - 26-21, 31-24 და გავიდა მეთექვსმეტედფინალში, სადაც ნოემბერში ორჯერ შეხვდება ბელარუსის "ვიქტორია ბერესტიეს". ამავე ეტაპზე მედეა ჩოხელის "კუმანოვო" ეთამაშება უკრაინის "გალიჩანკა ლვივს".

- კოსოვოში პირველად 2017 წელს მოვხვდი, როდესაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესრჩევი ტურნირი ითამაშა. - გვიამბობს ქეთევან ვენეცკი. - კოსოვოს და ისრაელის ნაკრებებს სერიოზული ბრძოლა გავუმართეთ და ჩემი მომავალი კლუბის, "ისტოგუს" ხალხი მაშინვე დამიკავშირდა, რადგანაც გუნდში ცაცია სჭირდებოდათ.

მაშინ "პეგასის" მოთამაშე ვიყავი, 2017-18 წლების სეზონი კი აზერბაიჯანში, იდმანის აკადემიის გუნდში გავატარე. 2018 წლის შემოდგომაზე გადავედი "იტოგუში". ევროტურნირებზე ორივე მატჩი მოვუგეთ იტალიის "კასანო მანიანოს", მაგრამ მე ჯვარედინი მყესი გავიწყვიტე და წელიწადზე მეტი ვმკურნალობდი, "ისტოგუ" კი იმ სეზონში ჩემპიონი გახდა.

კოსოვოში 2020 წლის დასაწყისში დავბრუნდი. სეზონი ზუსტად მაშინ შეჩერდა პანდემიის გამო, თუმცა ივნისში განახლდა. ჩემპიონი გახდა "ფერიზაი", რომელიც ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალში პირდაპირ დაუშვეს. პრიზიორები, "ისტოგუ" და "ვუშტრია" კვალიფიკაციაში მოვხვდით. გარდა ამისა, ივნისში "ვუშტრიასთან" კოსოვოს თასის ფინალიც წავაგეთ. ქალთა ჩემპიონატში 12 გუნდი გამოდის. კოსოვო ყოფილი იუგოსლავიის ნაწილია და ხელბურთის თამაში იციან.

წლევანდელ ჩემპიონატში სულ ორი მატჩი გვაქვს ნათამაშები: 36-17 მოვუგეთ "სამადრეჯას", 28-20 - "ვუშტრიას". პირველ თამაშში 4 გოლი გავიტანე, მეორეში - 7 და ყველაზე შედეგიანი ვიყავი. კლუბი საკმაოდ ძლიერია. ჩემ გარდა კიდევ სამი უცხოელია - მონტენეგროელები: ესმა მურატოვიჩი, სუზანა უიკიჩი და ნატალია მილატოვიჩი. გამთამაშებელმა მურატოვიჩმა ევროპის თასის ორ მატჩში 22 გოლი გაიტანა. ჩემს ანგარიშზე 7 იყო.

ევროპის თასის მეთექვსმეტედფინალი "ვიქტორია ბერესტიესთან" სათამაშო დღეებია 14-15 და 21-22 ნოემბერი, თუმცა, ევროტურნირებზე ხშირად ხდება, რომ ორივე მატჩს ერთი გუნდი მასპინძლობს. ჩვენი კლუბები ჯერ ვერ შეთანხმდნენ - ბელარუსებსაც და ჩვენებსაც სურთ, ორივე თამაში შინ ჩაატარონ. თუ ვერ შეთანხმდნენ, მაშინ ჩვეულებრივი, შინ/სტუმრად ფორმატი იქნება.

geohandball.ge

გრიშო
გისურვებთ წარმატებებს.
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ