"გვაცალეთ ჩვენს ნაძვის ხეზე ამ ძვირფასი სათამაშოს ყურება!" - რუსი სპეციალისტები ხვიჩას აფასებენ

"ხვიჩა - ეს რუსეთის პრემიერლიგის ნაძვის ხის ყველაზე კარგი სათამაშოა. ყაზანური გუნდის ფეხბურთელის აქტივი იზრდება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები მის გაყიდვას არ ჩქარობენ. მაინც რამდენი ღირს კვარაცხელია? ახლა "რუბინში" რუსეთის ტოპ-კლუბებისა და ევროპის გუნდებისათვის ყველაზე "გემრიელი ლუკმა" თამაშობს. 19 წლის ქართველი ბიჭუნა გლიჯავს ლიგას თავისი დრიბლინგით. მის გამო უყურებენ ნეიტრალური გულშემატკივრები ყაზანური გუნდის თამაშებს", - წერს kazanfirst-ი და ხვიჩაზე სპეციალისტების მოსაზრებას აქვეყნებს.

ბორის იგნატიევი (რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი):

"მე მესმის, რომ ფეხბურთი ბიზნესია, მაგრამ სხვა რამ მსურს ვთქვა. სწორედ ახლა კარგად არ მესმის, როდესაც ასეთ კითხვას სვამენ: "რამდენად უნდა გაყიდონ ხვიჩა?". ის ჩვენ გვჭირდება, რუსეთის ჩემპიონატს სჭირდება. გამოდის, რომ ფეხბურთელს იმისათვის ვამზადებთ, რათა ევროპაში ყველამ გაიხაროს. აი, ვნახეთ ჩვენი გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე და რა?

შემდეგ სლუცკის ჰკითხავენ: "რატომ მარცხდება გუნდი?", ის კი უპასუხებს: "ხვიჩა გავყიდეთ". რატომ? რა თქმა უნდა, კარგი და ნიჭიერი ბიჭია, თუმცა ჯერ ათლეტური მონაცემები არ ჰყოფნის. მე ცუდად წარმომიდგენია, მაგალითად, ის იტალიაში. თანაც, ჩვენ მენტალობასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს - ორჯერ შეაქებს ჩერდანცევი და გვგონია, რომ ვარსკვლავია. გავიმეორებ, ჯერ მინდა ის აქ ვნახო. არ მინდა უფერული ფეხბურთის ცქერა. მსურს ნაძვის ხის სათამაშოს ვუყურო. ხვიჩა ეს სწორედ ის სათამაშოა ნაძვის ხეზე. ხვალ-ზეგ "რუბინის" თამაშზე წავალ, რადგან იქ კვარაცხელიაა. და მარტო მე კი არა. მის გარეშე მე არ წავალ მესამე წყალსატუმბიდან სიდოროვის საყურებლად, ჩვენ კაშკაშა მოთამაშეები გვჭირდება.

გაჯი გაჯიევი (რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი):

მე ვფიქრობ, სლუცკი ის ადამიანია, რომელსაც საგანი ესმის. იცის, რაა გუნდი. ეს ცოცხალი ორგანიზმია. მას შეუძლია ავად გახდეს, დაინფიცირდეს. როდესაც ვინმე მიდის, ეს ადვილი პროცესი არაა. ხვიჩას ყველაზე ძლიერი თვისება დრიბლინგია. ვერ ვიტყვი, რომ ამ ასპექტში სრულყოფილებას ვერ მიაღწია. ვერ აიძულებ მას უკეთ მოატყუოს მეურვე, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად ფეხბურთელი უფრო გონიერი ხდება. სისწრაფე და კოორდინაცია, სათამაშო აზროვნებისაგან განსხვავებით სრულყოფილებას არ იძენს. ის კარგად იცვლის მიმართულებას, სიმყარეს ინარჩუნებს. აზროვნება შეიძლება დაუმატოს - როდის და სად მისცეს პასი. არავინ იცის, სად არის მისი ზედა ზღვარი - არც მე, არც სლუცკიმ, არც გვარდიოლამ. მოახდენს კი ყველაფრის რეალიზაციას, რაც მასში ჩადებულია - ეს საკითხავია.

პუშკინიც ყოველ წელს არ წერდა "ევგენი ონეგინს". უნდა წახვიდე იქ ან დარჩე, სადაც თვითგანვითარებისათვის მეტი ვარიანტებია და არა იქ, სადაც მეტს გადაგიხდიან. ხვიჩა თავისას კიდევ გამოიმუშავებს.

მე ვაფასებ ფეხბურთელს იმ თვისებების მიხედვით, რომლებიც მას განსაზღვრულ დონეზე თამაშის საშუალებას აძლევს. მას გააჩნია ხარისხი, რომელმაც ნებისმიერ ევროპულ კლუბში თამაშის საშუალება უნდა მისცეს, მაგრამ საჭიროა ფეხბურთელის ფსიქიკას ვიცნობდეთ. რამდენად მყარია. შეუძლია თუ არა გაუძლოს კონკურენციას? 20-25 მილიონი, რომელსაც მასზე ამბობენ, ზღაპრული ფასი არ არის. "ანჟიში" ბევრი ფეხბურთელი გავსინჯეთ. ბრაზილიურ "სანტოსში" ერთი ბიჭი მოგვეწონა. ჩვენ გვითხრეს, რომ 35 მილიონი ღირდა. ბუნებრივია, ასეთი ფული არ გვქონდა. ის ნეიმარი იყო. საფეხბურთო ბაზარი რომ უკეთ გვცოდნოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მოგვიანებით 225 მილიონად გაიყიდა, შეგვეძლო აგვეყვანა. ასე რომ, 20-25 მილიონი ფეხბურთელში გიგანტური თანხა არ არის. ბელგიაში მწითური ბიჭუნა ვნახეთ, დარბოდა იქ. ის კევინ დე ბრუინე იყო, რომელიც 3 მილიონი ღირდა, მაგრამ ის 3 მილიონიც არ გვქონდა".

დენის ბოიარინცევი (ნოსტასა და კამაზის ყოფილი მწვრთნელი):

"ვფიქრობ, ხვიჩაში 20 მილიონი ჯერ გადაჭარბებულია. დიახ, კარგი ბიჭია, ტექნიკური, სწრაფი. ჯერ კიდევ "სოჭისთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელე. რუსეთის ჩემპიონატზე უკვე წარმოაჩინა თავი. "რუბინში" საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინა. თუმცა, თუ წახვალ, ძლიერ გუნდში უნდა წახვიდე. ასაკი ჯერ კიდევ აძლევს ამის საშუალებას. ჩემი აზრით, ყაზანში როგორც მინიმუმ ზაფხულამდე უნდა ითამაშოს. ნაადრევად ბევრი ავანსის გაცემა საჭირო არ არის, მაგრამ თუ წავა - მხოლოდ ევროპაში".

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა