"ხვიჩა - ეს რუსეთის პრემიერლიგის ნაძვის ხის ყველაზე კარგი სათამაშოა. ყაზანური გუნდის ფეხბურთელის აქტივი იზრდება, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელები მის გაყიდვას არ ჩქარობენ. მაინც რამდენი ღირს კვარაცხელია? ახლა "რუბინში" რუსეთის ტოპ-კლუბებისა და ევროპის გუნდებისათვის ყველაზე "გემრიელი ლუკმა" თამაშობს. 19 წლის ქართველი ბიჭუნა გლიჯავს ლიგას თავისი დრიბლინგით. მის გამო უყურებენ ნეიტრალური გულშემატკივრები ყაზანური გუნდის თამაშებს", - წერს kazanfirst-ი და ხვიჩაზე სპეციალისტების მოსაზრებას აქვეყნებს.

ბორის იგნატიევი (რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი):

"მე მესმის, რომ ფეხბურთი ბიზნესია, მაგრამ სხვა რამ მსურს ვთქვა. სწორედ ახლა კარგად არ მესმის, როდესაც ასეთ კითხვას სვამენ: "რამდენად უნდა გაყიდონ ხვიჩა?". ის ჩვენ გვჭირდება, რუსეთის ჩემპიონატს სჭირდება. გამოდის, რომ ფეხბურთელს იმისათვის ვამზადებთ, რათა ევროპაში ყველამ გაიხაროს. აი, ვნახეთ ჩვენი გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე და რა?

შემდეგ სლუცკის ჰკითხავენ: "რატომ მარცხდება გუნდი?", ის კი უპასუხებს: "ხვიჩა გავყიდეთ". რატომ? რა თქმა უნდა, კარგი და ნიჭიერი ბიჭია, თუმცა ჯერ ათლეტური მონაცემები არ ჰყოფნის. მე ცუდად წარმომიდგენია, მაგალითად, ის იტალიაში. თანაც, ჩვენ მენტალობასთან დაკავშირებით პრობლემა გვაქვს - ორჯერ შეაქებს ჩერდანცევი და გვგონია, რომ ვარსკვლავია. გავიმეორებ, ჯერ მინდა ის აქ ვნახო. არ მინდა უფერული ფეხბურთის ცქერა. მსურს ნაძვის ხის სათამაშოს ვუყურო. ხვიჩა ეს სწორედ ის სათამაშოა ნაძვის ხეზე. ხვალ-ზეგ "რუბინის" თამაშზე წავალ, რადგან იქ კვარაცხელიაა. და მარტო მე კი არა. მის გარეშე მე არ წავალ მესამე წყალსატუმბიდან სიდოროვის საყურებლად, ჩვენ კაშკაშა მოთამაშეები გვჭირდება.

გაჯი გაჯიევი (რუსეთის დამსახურებული მწვრთნელი):

მე ვფიქრობ, სლუცკი ის ადამიანია, რომელსაც საგანი ესმის. იცის, რაა გუნდი. ეს ცოცხალი ორგანიზმია. მას შეუძლია ავად გახდეს, დაინფიცირდეს. როდესაც ვინმე მიდის, ეს ადვილი პროცესი არაა. ხვიჩას ყველაზე ძლიერი თვისება დრიბლინგია. ვერ ვიტყვი, რომ ამ ასპექტში სრულყოფილებას ვერ მიაღწია. ვერ აიძულებ მას უკეთ მოატყუოს მეურვე, მაგრამ გამოცდილებასთან ერთად ფეხბურთელი უფრო გონიერი ხდება. სისწრაფე და კოორდინაცია, სათამაშო აზროვნებისაგან განსხვავებით სრულყოფილებას არ იძენს. ის კარგად იცვლის მიმართულებას, სიმყარეს ინარჩუნებს. აზროვნება შეიძლება დაუმატოს - როდის და სად მისცეს პასი. არავინ იცის, სად არის მისი ზედა ზღვარი - არც მე, არც სლუცკიმ, არც გვარდიოლამ. მოახდენს კი ყველაფრის რეალიზაციას, რაც მასში ჩადებულია - ეს საკითხავია.

პუშკინიც ყოველ წელს არ წერდა "ევგენი ონეგინს". უნდა წახვიდე იქ ან დარჩე, სადაც თვითგანვითარებისათვის მეტი ვარიანტებია და არა იქ, სადაც მეტს გადაგიხდიან. ხვიჩა თავისას კიდევ გამოიმუშავებს.

მე ვაფასებ ფეხბურთელს იმ თვისებების მიხედვით, რომლებიც მას განსაზღვრულ დონეზე თამაშის საშუალებას აძლევს. მას გააჩნია ხარისხი, რომელმაც ნებისმიერ ევროპულ კლუბში თამაშის საშუალება უნდა მისცეს, მაგრამ საჭიროა ფეხბურთელის ფსიქიკას ვიცნობდეთ. რამდენად მყარია. შეუძლია თუ არა გაუძლოს კონკურენციას? 20-25 მილიონი, რომელსაც მასზე ამბობენ, ზღაპრული ფასი არ არის. "ანჟიში" ბევრი ფეხბურთელი გავსინჯეთ. ბრაზილიურ "სანტოსში" ერთი ბიჭი მოგვეწონა. ჩვენ გვითხრეს, რომ 35 მილიონი ღირდა. ბუნებრივია, ასეთი ფული არ გვქონდა. ის ნეიმარი იყო. საფეხბურთო ბაზარი რომ უკეთ გვცოდნოდა, იმის გათვალისწინებით, რომ მოგვიანებით 225 მილიონად გაიყიდა, შეგვეძლო აგვეყვანა. ასე რომ, 20-25 მილიონი ფეხბურთელში გიგანტური თანხა არ არის. ბელგიაში მწითური ბიჭუნა ვნახეთ, დარბოდა იქ. ის კევინ დე ბრუინე იყო, რომელიც 3 მილიონი ღირდა, მაგრამ ის 3 მილიონიც არ გვქონდა".

დენის ბოიარინცევი (ნოსტასა და კამაზის ყოფილი მწვრთნელი):

"ვფიქრობ, ხვიჩაში 20 მილიონი ჯერ გადაჭარბებულია. დიახ, კარგი ბიჭია, ტექნიკური, სწრაფი. ჯერ კიდევ "სოჭისთან" მატჩში საუკეთესო ფეხბურთელად დავასახელე. რუსეთის ჩემპიონატზე უკვე წარმოაჩინა თავი. "რუბინში" საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინა. თუმცა, თუ წახვალ, ძლიერ გუნდში უნდა წახვიდე. ასაკი ჯერ კიდევ აძლევს ამის საშუალებას. ჩემი აზრით, ყაზანში როგორც მინიმუმ ზაფხულამდე უნდა ითამაშოს. ნაადრევად ბევრი ავანსის გაცემა საჭირო არ არის, მაგრამ თუ წავა - მხოლოდ ევროპაში".

მეგრელი
ეგ იქნება კარიერის პიკი )))
MACHO
პატარაიას რაცხა უნდა და გეცოდინება შენ!
მ.ტ.
ხვიჩას ფასი მერე იკითხეთ თქვენ, ბაბუცა პატარაიაც რომ აღიარებს...
სოსო
სამივე რესპოდენტი,ფეხბურთში კარგად ერკვევა და საინტერესოა მათი მოსმენა.ვფიქრობ საიტს,პირდაპირ ასეთი ხალხის აზრები რომ გამოაქვეყნებინა,ვიღაც კრეტინების პოსტების ნაცვლად,გაცილებით უკეთესი იქნებოდა.ზაფხულამდე რუბინში დარჩენის აზრს,მთლიანად ვიზიარებ.სლუცკი მასთან ძალიან ნაყოფიერად მუშაობს და თანმიმდევრულად უვითარებს სხვადასხვა უნარებს.ეს ყოველ თამაშში იგრძნობა და ძალიან სასარგებლოა ხვიჩასთვის.სეზონის ბოლოს,მას უკვე საკმარისი ფიზიკური,ტაქტიკური,ტექნიკური და მენტალური მომზადება ექნება,ევროპის ნებისმიერ გუნდში სათამაშოდ და ძირითადში ადგილზე კონკურენციისათვის.
recondite
მოკლედ იმდენს იზამენ რომ ან დათარსავენ ამ ბიჭს როგორც ჩაკვე დათარსეს ან ისეთ ფსიქოლოგიურ წნეხში მოაქცევენ რომ რეგრესი დაეწყება...აცალეთ რა თამაში და განვითარება !!!!!!!
ილია
სამწუხაროდ ჩვენი ფეხბურთის და ფეხბურთელების ბედი სხვის ხელშია.
100%
ჩვენ კი პირიქით ვართ, ულამაზესი ნაძვის ხე გვაქვს, საქართველოს სახით, რომელსაც ყველაზე მახინჯი სათამაშოები თქვენი კიდია, სამხედრო ბაზები სოხუმსა და ცხინვალში.
G.LA
ეგ ნაძვის ხე კი თქვენია, მარა ეგ ძვირფასი სათამაშო ჩვენია. ხვიჩა გონიერი ბიჭი ჩანს და სასიხარულოა რომ მამაც გონიერი კაცი ჩანს. ასე რომ იმედია არ აჩქარდებიან რომელიმე აგენტის ნაჩქარევ შემოთავაზებაზე. ხვიჩამ და საქართველოს ნაკრებმა ევროპაზე უნდა ითამაშონ ჯერ და მერე ვნახოთ, რა და როგორ იქნება. წარმატება და გამარჯვებები ხვიჩას.
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
გაჯი გაჯიევი: რუსული ფეხბურთი ავადაა
ბათუმის "დინამო" პერმის "ამკართან" მატჩში ქართველის გოლით დამარცხდა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
ირაკლი ძარია: ჩემპიონობისთვის ბრძოლა ბოლომდე იქნება!
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
გია გრიგალავას ორი გზა: "როსტოვი" თუ "ამკარი"?
დავით ხოჭოლავა და დონეცკის "შახტარი"? რეალურია!
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
"კვარაცხელია ჩვენთან არ დააფასეს" - რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
რუსებმა დაგვასწრეს - გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრების შეკრებაზეა გამოძახებული!
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი