ჩემპიონატის რჩეულები. საუკეთესო დებიუტანტი - მოკლე გზა გართობიდან ფეხბურთისკენ
ირაკლი ქობალია "ლელომ" საქართველოს ჩემპიონატის აღმოჩენად დაასახელა, რადგან საკმაოდ შთამბეჭდავი დებიუტი ჰქონდა - იანვარში რეგიონული ლიგის სენაკის "ეგრისის" თავდამსხმელი უმაღლესი ლიგის ზუგდიდის "ბაიაში" მიიწვიეს, შემდეგ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, ახლა კი რუსთავის"ოლიმპმა" ევროსეზონისთვის დაიმატა.

- ნახევარ წელიწადში რეგიონული ლიგის კლუბიდან ახალგაზრდულ ნაკრებში და ევროპის ლიგაზე გასულ "ოლიმპში" მოხვედრა პატარა საქმე არ არის. "ლელოს" აღიარებამ არანაკლებ გამახარა. ერთი წლის წინ ასეთი რამ რომ ეთქვათ, ვერ დავიჯერებდი. ეს ჩემთვის დიდი წარმატებაა.

- "ბაიას" მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა სად შეგნიშნა?

- ეგრისელები ზუგდიდელების ჭაბუკთა გუნდს შევხვდით და მოვეწონე. მაშინ "ეგრისში" საკმაოდ ბევრი მქონდა გატანილი, 20 თუ 22 გოლი. ეტყობა, ამიტომაც დაინტერესდა და "ბაიაში" მიმიწვია. ბატონმა გუჯამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა.

ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, უმაღლესი ლიგის გუნდში თუ ვითამშებდი, აღარაფერს ვამბობ ახალგაზრდულში მიწვევაზე. გულახდილად რომ გითხრათ, მანამდე ფეხბურთით ვერთობოდი, დრო გამყავდა.

- რატომ?

- გული ამიცრუვდა და კარიერაზე სერიოზულად აღარც ვფიქრობდი. სხვათა შორის, "ეგრისამდე" ორი წელი არც ვთამაშობდი. არადა, მანამდე ცანკერმა 17-წლამდელებში მიმიწვია, მაგარ ფორმაში ვიყავი. მერე გადავედი თბილისში, ვიყავი "მერანში", 35-ე საფეხბურთო სკოლაში, შემდეგ კი თამაშს თავი დავანებე.

ვარჯიშიც იმიტომ განვაახლე, რომ თამაში მსიამოვნებდა, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლო იყო და გულის ჭიას ვახარებდი.

- რომელი იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში და მოვლენა?

- ბოლნისის "სიონთან" ზუგდიდში სადებიუტო შეხვედრა, რომელშიც გავიტანე, იგივე მოხდა მეორე და მეოთხე მატჩშებიც. მთავარი კი ის იყო, რომ ოთარ გაბელიამ ახალგაზრდულ ნაკრებში მიმიწვია. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, ეს რომ გავიგე.

- რუსთავის "ოლიმპში" ევროსეზონის შემდეგაც რჩები?

- მირჩევნია, სახლთან ახლოს ვიყო და "ბაიაში" ვითამაშო, მაგრამ რუსთავში უკეთესი პირობებია და ალბათ, აქ დავრჩები.

- მართალია, თითქოს საფეხბურთო სკოლის ეტაპი არ გაგივლია?

- სერიოზული სკოლა მართლაც არ გამივლია. ალბათ, იმიტომაც, რომ აფხაზეთიდან დევნილი ვარ. სამი თვის ვიყავი, ომი რომ დაიწყო და ოჯახმა ოჩამჩირიდან სამშვიდობოს გამოაღწია. ასეთ პირობებში ძნელი იყო ფეხბურთისთვის სერიოზულად მოცლა. თუკი რამე ვისწავლე, სენაკის "ეგრისის" მწვრთნელის გურამ ჩიქობავას დამსახურებაა.

- ცოტა დაუჯერებელია, რომ 18 წლის ბიჭს უკვე მეუღლე და შვილი გყოლია.

- ნაადრევად, 16 წლისა დავოჯახდი. სწორედ მაშინ შევეშვი ფეხბურთს, უპერსპექტივო საქმედ მიმაჩნდა. მაგრამ უსაქმოდ ყოფნა არ მიყვარს, სახლში ჯდომას ვერ შევეგუე და გამიმართლა - "ეგრისში" თამაში შემომთავაზეს.

- რეგიონულ ლიგაში გეგულება პერსპექტიული ფეხბურთელები?

- რა თქმა უნდა. მე გამიმართლა და კეთილი ადამიანები შემხვდნენ, ბევრს კი ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, "ეგრისში" ძალიან ძლიერი მარჯვენა მცველია, 20 წლის დათა გუგუნავა. დარწმუნებული ვარ, არათუ უმაღლეს ლიგაში, უფრო მაღალი დონეზეც ითამაშებს. მეკარე ნიკა ჯალაღონიასაც დავასახელებ, 17 წლის ბიჭი პირველი ლიგაში თამაშობდა და ვერ ვხვდები, რატომ ვერ შენიშნეს. სხვაც ბევრი მინახავს და გამკვირვებია, ასეთი ნიჭიერებს რეგიონულ ლიგაში რა უნდათ-მეთქი, მაგრამ მათი გვარები არ ვიცი.

- დაბალი ლიგის კლუბში არც მოთხოვნებია დიდი და რეჟიმსაც ნაკლებად იცავენ. უმაღლესი ლიგის გამკაცრებული მოთხოვნები არ გბოჭავს?

- პირიქით, მსიამოვნებს, საქმეს სერიოზულად რომ მოვკიდე ხელი. ეს ჩემი სამსახურია და ასეც უნდა იყოს.

- გაძლიერებულ ფიზიკური დატვირთვებს როგორ შეეგუე?

- თავიდან გამიჭირდა, სად რეგიონული ლიგის მოთხოვნები და სად უმაღლესის, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. ეტყობა, საკმაოდ ძლიერი ორგანიზმი მაქვს და გავუძელი. ახლა კი ბევრად მძიმე ვარჯიშებსაც შევეგუები.

- ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ საამისოდ ბევრად მეტი გამოცდილება და მაღალი კლასია საჭირო. "ოლიმპის" შემადგენლობაში ევროპის ლიგაზე თამაშის პერსპექტივა ამიტომაც მახარებს. იმედია, გამოცდილებას შევიძენ.

- თავად წლის აღმოჩენად ვის დაასახელებდი?

- მიჭირს დასახელება. სიმართლე გითხრათ, საქართველოს ჩემპიონატს კარგად არც ვიცნობ.

- როგორ თუ არ იცნობ?!

- ხომ გითხარით, "ეგრისში" თამაშისას, ჩემს ჭიას ვახარებდი, საქართველოს ჩემპიონატით კი არ ვინტერესდებოდი და, ცხადია, არ ვიცი, ვინ იყო წლეულს დებიუტანტი, ვინ უკეთ ითამაშა და ვინ უარესად. თორემ, დარწმუნებული ვარ, არიან ნიჭიერი ბიჭები, რომლებსაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ. საქართველო ხომ საფეხბურთო ქვეყანაა.

yanwi
მიდი იკა შენი იმედი გვაქვს...
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს