"ვოლგას" ქართველმა თავდამსხმელმა "კრილია სოვეტოვთან" 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში, "კრილია სოვეტოვთან" 2:0 მოგებული მატჩის შემდეგ, "ვოლგას" ქართველმა თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ, რომელიც დუბლით გამოირჩა, კომენტარი გააკეთა.

"უმძიმესი მატჩი გადავიტანეთ. აუცილებლად უნდა მოგვეგო, მითუმეტეს, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობდით.

პირველ ტაიმში ყველაფერი არ გამოგვდიოდა, თითქოს დაძაბულები ვთამაშობდით. შესვენების შემდეგ კი დავმშვიდდით, ყურადღება მოვიკრიბეთ და

გამარჯვებაც მოვიდა.

რა თქმა უნდა, მახარებს ორი გოლის გატანა, მაგრამ მთავარი ეს არაა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გუნდმა შეძლო გამარჯვება და ამდენი წარუმატებლობის შემდეგ ჩვენ ყველამ საკუთარი თამაშის პოვნა, ბოლოს და ბოლოს, შევძელით. ახლა ყველა ღონეს ვიხმართ, რათა გამარჯვებებით ხშირ-ხშირად გავახაროთ ჩვენ გულშემატკივრები".

მატჩის შემდეგ კომენტარი "ვოლგას" ქართველმა ნახევარცველმა გოგიტა გოგუამაც გააკეთა:

"ჩემი აზრით, ამ თამაშში მეტოქე საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. ძალიან გაგვიჭირდა მოუგებელი სერიის შეწყვეტა, რომელიც საკმაოდ გაჭიანურდა. სამი ქულის მოსაპოვებლად ბოლომდე ვიბრძოლეთ და საბედნიეროდ, მიზანს მივაღწიეთ. მატჩის შემდეგ გასახდელში სულ სხვა ემოციური ფონი იყო...

იმედი მაქვს, ამ მატჩის შემდეგ გუნდს წარმატებული სერია ექნება. თანაც, უკან დასახევი გზა არ გვაქვს და ეს ყველა მოთამაშეს კარგად გვესმის".

მომზადებულია fcvolgann.ru-ის მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა