გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. “ტენერიფე იბეროსტარის” ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს ლიგაში შეუჩერებელია და გასულ თვეში გამართული 4 მატჩის ჯამში ის უკლებლივ ყველა მოთამაშეზე სარგებლიანი იყო. შესაბამისად, ლიგის ხელმძღვანელობამ ესოდენ საპატიო – თვის MVP-ის ტიტული ქართველ კალათბურთელს გადასცა, რომელსაც აღნიშნული პრიზი წინა სეზონში ორჯერ აქვს მოგებული.

ესპანურ ლიგაში ოქტომბერში გიორგი შერმადინის საშუალო მარგი ქმედების მაჩვენებელი 28.7 იყო, რაც საკმარისი აღმოჩნდა მისი თვის MVP-ად აღიარებისთვის. სწორედ ქართველის დიდი დამსახურებაა, „ტენერიფეს“ ისტორიაში სეზონის საუკეთესო სტარტი რომ აქვს – 6 მოგება, 1 მარცხი. ოქტომბერში ჩატარებული 4 მატჩიდან გიორგისთვის ყველაზე შედეგიანი თავის ყოფილ გუნდ “უნიკახასთან” მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც მან 27 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან 8-დან 8 ბურთი ჩააგდო, ხოლო 7 საჯარიმოდან მხოლოდ 1 ააცილა. ამ 4 მატჩიდან ტენერიფელებმა "ფუენლაბრადა", "ხუვენტუდი" და "უნიკახა" დაამარცხეს, ხოლო "ბარსელონასთან" დამარცხდნენ.

6 მოგებითა და 1 მარცხით “ტენერიფე იბეროსტარი” ესპანურ ლიგაში მე-2 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 8 ნოემბერს, შერმადინის გუნდი “რეალ ბეტისს” უმასპინძლებს. ხვალ კი “ტენერიფე” ფიბას ჩემპიონთა ლიგაზე იტალიურ “სასარის” დაუპირისპირდება.

GBF.GE

შოთა
ყოჩაღ გიორგი! ძაან მაგარი ხარ! საამაყო ქართველი ხარ!
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"