ბაქოში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში ვასილ მაისურაძის შეგირდებმა ყაზახ თანატოლებს 5:1 სძლიეს
დღეს, 11 ივნისს ბაქოში დაიწყო საერთაშორისო ტურნირი - "კასპიის თასის" გათამაშება 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის.

ტურნირში 8 ქვეყნის ასაკობრივი ნაკრებები მონაწილეობენ: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ესპანეთი, ტაჯიკეთი, თურქეთი და უზბეკეთი.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან, ყაზახეთთან და ტაჯიკეთთან ერთად გამოდის.

პირველი შეხვედრა ვასილ მაისურაძის გუნდმა ყაზახ თანატოლებთან გამართა და დიდი ანგარიშით, დამაჯერებლად - 5:1 გაიმარჯვა.

სტადიონი "შაგანი"

საქართველო - ყაზახეთი 5:1

საქართველო U17: ადამია, გაბაძე, ჩაკვეტაძე, ჭანტურია, გოროზია, ჭეჭელაშვილი (მელიქიძე), ცინცაძე (მაჭავარიანი), ახვლედიანი, პაპუნაშვილი (მაკარაძე), კაკაბაძე (დარციმელია), მზევაშვილი

გოლები: ახვლედიანი (36), მზევაშვილი (37, 78), მაჭავარიანი (69), მელიქიძე (79)

შეხვედრაში ანგარიში ყაზახებმა გახსნეს 26-ე წუთზე. 37-ე წუთიდან კი, ჩვენი ფეხბურთელები გამოფხიზლდნენ და ორწუთიან მონაკვეთში მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. პირველი ტაიმი, სწორედ, ასე დასრულდა - 2:1. მეორე ტაიმში, მაისურაძის ფეხბურთელებმა მეტოქეს კიდევ სამი ბურთი გაუტანეს. შეხვედრაში დუბლი შეასრულა ნაკრების თავდამსხმელმა - ალეკო მზევაშვილმა.

ჩვენს ჯგუფში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ესპანეთის ნაკრებმა, ასევე დიდი ანგარიშით - 6:0 დაამარცხა ტაჯიკეთის ნაკრები. ამ ეტაპზე, სამ-სამი ქულით, ჯგუფის პირველ- მეორე ადგილოსნები საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები არიან და სავარაუდოდ, ჯგუფის პირველი ადგილისთვის გადამწყვეტი ბრძოლა, ამ ორ გუნდს შორის გაიმართება.

პირველი ჯგუფის მატჩები კი, სადაც აზერბაიჯანის, თურქეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის ნაკრებები გამოდიან, დღესვე, ოდნავ მოგვიანებით დაიწყება.

ხვალ, ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართება. ქართველი 17-წლამდელები "შაგანის" სტადიონზე ტაჯიკეთის გუნდს დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, ესპანელები ყაზახეთთან გაარკვევენ ურთიერთობას.

სფფ-ის პრესსამსახური

natia
სხვათაშორიის, დღესაც მოიგეს 5:0 ტაჯიკებთან. ხვალ შეხვედრაა ესპანეთთან და იმედია მოიგებეენ. ძალიან საინტერესო თამაში იქნება.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა