საქართველოს ეროვნული და 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილმა ხორვატ-გერმანელმა დამრიგებელმა პეტარ სეგრტმა გერმანულ საიტ rbb24.de-სთან საუბრისას 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა.

"სამწუხაროდ, ომის გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში იშვიათი არაა, წარმოშობით იუგოსლავიიდან ვარ. ხორვატიის ომი საკუთარ თავზე გადავიტანე, გერმანიიდან წამლების, საჭმლისა და ტანსაცმლის გაგზავნას ვცდილობდი. ოჯახსა და მეგობრებს ასე ვეხმარებოდი.

მეგონა, ეს ცხოვრებაში ერთადერთი ომი იქნებოდა, თუმცა შევცდი. 2008 წელს საქართველოსა და რუსეთის ომის შუაგულში აღმოვჩნდი - მაშინ საქართველოს ნაკრებში ვმუშაობდი.

არ მინდოდა ხალხისა და ფეხბურთელებისთვის მეღალატა. სულ იმას ვეუბნებოდი, რომ ერთი გუნდი, ერთი საზოგადოება ვიყავით. ახლა კი, როცა ომი დაიწყო, თვითმფრინავში ჩაჯდომა და იქ 3 თვის შემდეგ დაბრუნება სწორი არ იქნებოდა.

მარტო ვიჯექი ბინაში, შეშინებული. რუსები თბილისს ბომბავდნენ, ქუჩაში სახანძრო მანქანები მუდმივად მოძრაობდნენ. უცებ მეზობელი მოვიდა და მშვიდობიან დემონსტრაციაზე წასვლა შემომთავაზა და მეც, რასაკვირველია, დავთანხმდი.

დემონსტრაციაზე ვიყავი, როცა ფეხბურთელებმა მითხრეს: "მწვრთნელო, პოლიტიკოსების მოსმენა აღარ გვინდა, თქვენი მოსმენა გვსურს". ლამის მაიძულეს სიტყვით გამოსვლა, თუმცა ეს ძალიან ემოციური იყო.

ამდენი ადამიანის წინაშე სიტყვით გამოსვლა ძალიან გამიჭირდა. არც კი ვიცოდი, რა მეთქვა. ვეცადე, ხორვატიის მაგალითზე ამეხსნა, როცა საქმე ცუდად იყო, ჩვენ ერთად დავდექით. მოვუწოდე, გვერდით მდგომისთვის ხელი ჩაეჭიდათ და მშვიდობის ნიშნად მაღლა აღემართათ. უცებ 200 000-მა ადამიანმა ხელები მაღლა ასწია. მსგავსი რამ ცხოვრებაში არასდროს გამომიცდია", - თქვა სეგრტმა.

rasa
ნაცების თავზეც გავიარე და ზედ ქოცებისაც, მაგრამ მაგ დროს ხალხი ერთმანეთს ვამხნევებდით და არა მიშა-გრიშას. თუ შენ რუსებს გულშემატკივრობდი მაგ ომში - შენის საქმის შენ იცი. ნაცების ზიზღით მტრის სამსახურში ნუ ჩადგებით რა
Agulchik
200 ათას კაციანი მიტინგი ამან სად ნახა?? წაგებული ომი რომ გვაზეიმეს ალბათ მაგ მიტინგზე იყო პატივცემული სეგრტი. წითელხიდზე რატომ იდგა რიგები? ნეტა ვინ გარბოდა?? ამოვიღოთ საზღვრის დაცვიდან ვინ და როდის გადაკვეთა საზღვარი ოღონდ ფოტოებით მოგვაწოდონ მონაცემები. რადგან ზოგ ზოგიერთ პირს 2-3 პასპორტი ქონდასხვადასხვა გვარსახელით.
სოსო
არ გაუქრიათ ქომაგის გამოხმაურება.მარჯვნივ,დაბლა წარწერაა:ყველა გამოხმაურება.იმას დააწკაპე და გამოჩნდება.კიდევ დააწკაპებ და ისევ შეიკვეცება.
საქართველო
qomagi-ის კომენტარი რატომ გააქრეთ,ჩემი კომენტარის შემდეგ? :-) რაც შეეხება ჩემზე პასუხის მომწერს, ვესტი???ვერ გევიგე???რა ენაზე წერთ კომენტარებს?სოსოს ვეთანხმები 100% წითელ ხიდზე,რომ დააყენეთ რიგები და ეხლა ხალხს მოუწოდებთ აგვირჩიეთო,შუბლის ძარღვი ბოლომდე,რომ გაქვთ გაწყვეტილი, წადით ჭამეთ და დაიძინეთ ;-)იმათაც იგივე ქენით, ვინც რუსთაველიდან გვიმღეროდით 2008 წელს,როცა ჩვენ ნიქოზში და ცხინვალში ვიბრძოდით,სამწუხაროდ მაგ მომენტში უკვე გადარჩენისთვის. ისე ნეტა არც გასლოკინებდათ?რაც თქვენ იქ ბიჭებმა გლანძღეს?! მოკლედ მადლობა ამ კაცურ კაცს ჩვენი ქვეყნის გვერდში დგომისთვის და დროა ზოგიერთებმა სხვაობა იპოვოთ შავს და თეთრს შორის
სოსო
ეს კაცი,უცხოელი,არსად წავიდა.სამაგიეროდ საზღვრებზე,კილომეტრიანი რიგები იდგა,ქართველი ჩინოსნებისა,ახლა რომ გულზე მჯიღს იბრაგუნებენ.გარბოდნენ,საკუთარი ოჯახების და ქონების გადასარჩენად,სამაგიეროდ მოსახლეობას, ამბავი დაუტოვეს,აბა თქვენ იცით,დანები და ჩანგლები დალესეთ და მტერს,კუდით ქვა ასროლინეთ,იარაღს კი მტერს ვუტოვებთ,თქვენ გამოყენება არ იცითო.12 წელი გავიდა მას შემდეგ და ახალგაზრდებმა,ეს არ იციან.მათ ჰგონიათ,რომ მეთაურებისაგან მიტოვებულმა ჯარისკაცებმა კი არ შეაკლეს თავები მტერს,არამედ დიდმა სარდლებმა იომეს და იხსნეს საქართველო
საქართველოს
საქართველოს კი არა, ვესტის უნდა ირქმევდე შენ :)
საქართველო
ქომაგი სავარაუდოდ ახალგაზრდა ბიჭია,რომელსაც არ ახსოვს 2008 წლის ამბები კარგად,ისევე როგორც ნაცების ამომრჩევლების დიდ ნაწილს,რომლებსაც ეს ბოროტები,სპეტაკი და პატრიოტი ადამიანები ჰგონიათ.ძალიან ცუდია როდესაც ქვეყნის უახლესი ისტორია მალე გვავიწყდება.
გიზოგ
თბილისის ბევრი უბანი დაუბომბია, ალბათ არ გახსოვთ....მახათა, საავიაციო
qomagi
კაი კაცია მაგრამ ერთი რამ შეეშალა - თბილისი კი არ დაბომბილა, არამედ გორი და კიდევ სხვა ადგილები
დავითი
კაი კაცი ხარ შენ პეტარ!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად