საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ყაზახური "ორდაბასის" მთავარმა მწვრთნელმა კახაბერ ცხადაძემ "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმაუტში" საქართველოს ნაკრების მომავალი დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.

"მაკედონიას კი ვერცერთი მატჩი მოვუგეთ, თუმცა ვფიქრობ, საშინაო მატჩში აგრესია გვაკლდა, მეორე თამაშში კი მაკედონიელებს უბრალოდ გაუმართლათ.

სანახაობრივ თამაშს არავინ ელოდება, მთავარი შედეგია. მნიშვნელოვანია, ნაკლები შეცდომა დავუშვათ და მათი შეცდომები კი გამოვიყენოთ.

ვაისი სანაკრებო დონეზე ძალიან გამოცდილი მწვრთნელია. დარწმუნებული ვარ, მოწინააღმდეგეს კარგად გააანალიზებდა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სათამაშო სქემას სწორად შეარჩევს.

ძალიან მძიმე შეხვედრა გველოდება. ისევ და ისევ, მთავარი დაცვაში საიმედო თამაშია, შეტევაში კი დიდი პოტენციალი გვაქვს.

ჯაბასა და ნიკას შევხვდი ცოტა ხნის წინ. მათ 8 ნოემბერს უწევთ თამაში და არ ვიცი, შეიძლება გუნდმა არ გამოუშვას ისინი. "ტობოლი" მეორე-მესამე ადგილებისთვის იბრძვის და ორივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თან კანკავაზე გუნდში ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის, ყოველ 4 დღეში თამაშობს და მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო მატჩს დასვენებული შეხვდეს.

ამ საკითხის მოგვარებაში არა მხოლოდ ფედერაცია, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს. ეს სახელმწიფოებრივი საკითხია. მითხრა ჯაბამ, რომ წერილი გამოიგზავნა, თუმცა ეს არაა საკმარისი. თუ საჭიროა, პრემიერ-მინისტრის დონეზეც უნდა მოგვარდეს ეს თემა, რათა ეს ფეხბურთელები ნაკრებში დროზე ჩამოვიდნენ.

რაც შემეხება მე, უკვე შეთანხმებული გვაქვს კლუბის ხელმძღვანელობასთან, რომ 1 თვეში კონტრაქტი დასრულდება და აღარ გავაგრძელებ. ჩამოვალ თბილისში და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ხვიჩა კვარაცხელიას კი შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს. თუ მართალია და "დორტმუნდს" აინტერესებს, დაუფიქრებლად გადავიდოდი ამ კლუბში. იქ იციან, როგორ შექმნან ნიჭიერი ახალგაზრდისაგან ვარსკვლავი", - განაცხადა ცხადაძემ.

კაპიტანი
ჯაბა და ნიკა სულ რომ კონტრაქტი გაწყვიტონ მაინც ჩამოვლენ ესენი არიან საკვანძო მოთამაშეები დაცვასა და თავდასხმას შორის სულის ჩამდგმელები.
semi
ვენაცვალე გულში ორივეს გადაეცი !
tngh
მაქსიმალური ყურადღებით, სიფრთხილით და მონდომებით... გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო!!! იმედია, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ იქნება...
kote
ორივე ფეხბურთელს პირადად და კარგად ვიცნობ და ვიცი ყველაფერს გვერდზე გადადებენ კონტრაქტსაც ამ თამაშს არ გამოტოვებენ.ჯაბაში დარწმუნებული ვარ ფეხით რო დაჭირდეს მაინც ჩამოვა
მ.ტ.
თუკი პრემიერი რამეში უნდა ჩაერთოს, ეს მაყურებლის დასწრების საკითხია, თორემ ჯაბა რომ ძვლებს დააწყობს სტადიონზე, მაგას რად უნდა ყაზახებთან ჯიჯღინი და პროტექცია, მაინც არ გამოუშვებენ...
"იმედია, 90 წუთის განმავლობაში განგაშის სირენა არ ჩაირთვება" - ისრაელის ნაკრების მწვრთნელის და ფეხბურთელის პრესკონფერენცია
სანიოლი: ხვიჩამ, როგორც კაპიტანმა, საკუთარი თავი უნდა შექმნას
კვარაცხელია: დაბრკოლებები უნდა გადავლახო და სწორი გადაწყვეტილებები მივიღო
"ლივერპულში" სლოტის მომავალი გადაწყდა
პირველი ლიგა | "ფოთი" და "დინოზავრი" ბრძოლას აგრძელებენ
ჰაუს ჯერ ნდობა აქვს - "ნიუკასლი" მთავარი მწვრთნელის გაშვებას არ აპირებს
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
არბელოამ ყველა მოხიბლა - ის "რეალის" მწვრთნელად შესაძლოა, მომავალ სეზონშიც ვიხილოთ
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება
ახალი კაპიტნით - საქართველოს ნაკრები ისრაელთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იასპარეზებს
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პატრიარქის ხსოვნას სიონის საპატრიარქო ტაძარში პატივი მიაგეს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
საქმეში პირადად პერესი ჩაერთო - რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა "რეალს" ახალი ვინგერი
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
ჯერ პრემიერ ლიგაში დარჩით და მერე მოვალო - დე ძერბიმ "ტოტენჰემს" თანხმობა უთხრა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ცხადაძის გათავისუფლების საკითხზე კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა გააკეთა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კახა ცხადაძე: როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელობა ქეცბაიას შესთავაზეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
ცხადაძეს გაშვებას უწინასწარმეტყველებდნენ და ტურის საუკეთესო მწვრთნელი გახდა
prosports.kz: ცხადაძეს გაათავისუფლებენ
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
ცხადაძე გრიგალავასა და კვირკველიას: სირცხვილია, ბიჭებო!
კახა ცხადაძე კოლეგის გინებისათვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება