სოკ-ის კომისია მეორედ ეწვია 2016 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძელ რიო დე ჟანეიროს და ნანახით კმაყოფილი დარჩა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური კომისია მეორედ ეწვია 2016 წლის ზაფხულის თამაშების მასპინძელ რიო დე ჟანეიროს და ნანახით კმაყოფილი დარჩა.

ამჯერად კომისიის წევრებმა მოიწონეს ჩქაროსნული ავტობუსების ახალი სისტემა და მიმდინარე მარკეტინგული კამპანია. გარდა ამისა, ბოლო დღეებში გამოინახა ადგილი გოლფის მოედნის ასაშენებლად. სპორტის ამ სახეობას სწორედ 2016 წლის ოლიმპიადაზე ექნება დებიუტი.

"დიდი მოცულობის სამუშაოა ჩატარებული, რაც ქალაქს დიდ სარგებლობას მოუტანს", - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ ნავალ ელ-მუტავაკელმა.

ბრაზილიელებს უახლოეს გეგმებში აქვთ რიო დე ჟანეიროს საერთაშორისო აეროპორტის გამტარობის ორჯერ გაზრდა, პორტის რემონტი, წყლის გასაწმენდი ახალი კომპლექსის მშენებლობა... ასევე დიდი ყურადღება მიექცევა უსაფრთხოების გაუმჯობესებას - განსაკუთრებით ღარიბთა დასახლებებში, სადაც კრიმინალი ყვავის.

თუმცა ოლიმპიადის მასპინძელი სხვა ქალაქების მსგავსად, რიოშიც შეხვდებით უკმაყოფილო მოსახლეობას. ერთმა ნაწილმა კომისიის ვიზიტი პროტესტის გამოსახატავად გამოიყენა. მაცხოვრებლები უკმაყოფილონი არიან მეტროს ხაზის მარშრუტების შეცვლით, აგრეთვე ღარიბული უბნებიდან გამოსახლებით, რადგან ამ პროცესს ადამიანის უფლებათა დარღვევა მოსდევს თან. ათასობით ოჯახი იძულებული გახდა შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი, რისი მიზეზიც გახდა ახალი ჩქაროსნული ტრასის აშენება. ეს გზა ქალაქის დასავლეთ ნაწილს აეროპორტთან დააკავშირებს. ჯამში ამ პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია სამი ათასი სახლის დანგრევა. ამასთან, ყველა ოჯახი ვერ იღებს ძველ სახლებთან ახლოს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.

თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი იმედი გამოთქვამს, ადგილობრივ მოსახლეობასთან ყველა საკითხი ცივილიზებული ხერხით მოგვარდება. შეგახსენებთ, რომ რიო დე ჟანეირო სამხრეთ აფრიკის პირველი ქალაქია, რომელსაც ოლიმპიადის მასპინძლობის პატივი ხვდა წილად.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს