ესპანელმა რაფაელ ნადალმა მოულოდნელი მარცხით დაასრულა ლონდონის ტურნირზე გამოსვლა და დასასვენებლად მალიორკაზე გაიმართა
მოულოდნელად დაასრულა ლონდონის ტურნირზე გამოსვლა როლან გაროსის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა. ესპანელმა მეოთხედფინალში სამ სეტში წააგო ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგასთან.

პირველი სეტის ტაი-ბრეიკზე მოგების შემდეგ ნადალმა პირწმინდად დათმო მეორე და მესამე პარტია - 3:6, 1:6. ამ წაგების შემდეგ რაფაელმა დატოვა ინგლისი და შინ, მალიორკაზე დასასვენებლად გაემართა.

"უარყოფილი მომენტი ის არის, რომ დავმარცხდი, დადებითი - დასვენებისთვისა და ძალების აღდგენისთვის დამატებითი რამდენიმე დღე გამომიჩნდა, - ამბობს ATP-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში 25 წლის ესპანელი. - გონება უნდა მოვიკრიბო და დავმშვიდდე. ახლა შემიძლია ოდნავ მოვდუნდე, რადგან ყოველღდე უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მიწევდა თამაში. ყოველ დილით სწორედ ამ ფსიქოლოგიური ზეწოლის ფონზე ვიღვიძებდი".

რაფას სიტყვებით, უახლოეს დღეებში ის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად საკუთარ სახლში დაისვენებს. "ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როცა გვერდით ყველაზე ახლობელი ადამიანები მყავს. მჭირდება მათთან ურთიერთობა, რადგან ამ დროს შემიძლია ჩოგბურთი დავივიწყო, გონებრივად დავისვენო და ძალები აღვიდგინო. როცა მათ გვერდით ვარ, ჩემი პროფესია არ მახსენდება, ვივიწყებ ტურნირებსა და მატჩებს. ახლა მაქსიმალურად დავისვენებ: გოლფს ვითამაშებ, სათევზაოდ წავალ, მოკლედ თავისუფალი დროით დავტკბები", - აგრძელებს ნადალი.

უნდა აღინიშნოს, რომ ცონგასთან მარცხმა შეწყვიტა ნადალის ბრწყინვალე სერია, რომლის დროსაც მსოფლიოს პირველი ჩოგანი ზედიზედ შვიდჯერ (!) გავიდა ATP-ის ტურნირების ფინალში. "ძალიან რთული როლან გაროსი და მთლიანად გრუნტის სეზონი მქონდა, ასევე ამერიკული მასტერსების ორი ფინალი ვითამაშე. გამოდის, რომ ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში მატჩების მაქსიმალური რაოდენობა ჩავატარე, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ", - აცხადებს რაფა.

ნადალმა პირდაპირ მიანიშნა, რომ უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში ახლოსაც არ გაეკარება კორტს. ამის სანაცვლოდ ის მაქსიმალურად დაისვენებს და ფუნქციონალურად მოემზადება სეზონში "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირისთვის - უიმბლდონისთვის, სადაც მას ტიტულის დაცვა უწევს. "უბრალოდ შინ არ მაქვს ბალახის კორტები. პირველ რიგში, ყურადღებას მივაქცევ ფიზიკურ ვარჯიშებს და მოწოდებას დავამუშავებ", - ამბობს რეტინგის ლიდერი.

"დიდი სლემის" 10-გზის ჩემპიონის სიტყვებით, ის ლონდონში ხუთშაბათს დაბრუნდება და იქ გააგრძელებს მზადებას უიმბლდონისთვის. ნადალი საიუბილეო, 125-ე უიმბლდონს პირველად ხვდება განთესვის უმაღლესი ნომრით. ის 2009 წელსაც უნდა ყოფილიყო ტურნირის პირველი ჩოგანი, მაგრამ მაშინ ტრავმის გამო თქვა უარი ლონდონში ჩასვლაზე.

რაფა მესამედ ეცდება ლეგენდარული ჩემპიონატის მოგებას: "ძალიან დამაჯერებლად ვგრძნობ თავს. არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ მოტივაცია საკმარისზე მეტი მაქვს. მთავარია, ფიზიკური თვალსაზრისით იყოს ყველაფერი წესრიგში".

უიმბლდონი სტარტს 20 ივნისს აიღებს. წილისყრა პარასკევს, 17 ივნისს არის დაგეგმილი.

ATP

AEGON Championships

ლონდონი (ბრიტანეთი). ბალახი

საპრიზო ფონდი: 627 700 ევრო

1/4 ფინალი

ენდი როდიკი (აშშ, 3)-ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 7) 6:2, 6:2; ენდი მიურეი (ბრიტ, 2)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 8) ჩილიჩის უარი; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-რაფაელ ნადალი (ესპ, 1) 6:7, 6:4, 6:1; ჯეიმს უორდი (ბრიტ)-ადრიან მანარინო (საფ) 6:2, 6:7, 6:4.

1/2 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 2)-ენდი როდიკი (აშშ, 3) 6:3, 6:1; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 5)-ჯეიმს უორდი (ბრიტ) 6:3, 7:6.

Gerry Weber Open

ჰალე (გერმანია). ბალახი

საპრიზო ფონდი: 663 750 ევრო

1/4 ფინალი

ფილიპ პეტცშნერი (გერ)-მილოშ რაონიჩი (კან) 6:3, 6:7, 6:3; ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-ლეიტონ ჰიუიტი (ავსტრა) 7:6, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ)-ვიქტორ ტროიცკი (სერ) 7:6, 6:1; გაელ მონფილსი (საფ, 3)-ფლორიან მაიერი (გერ, 6) 6:4, 6:4.

1/2 ფინალი

ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-გაელ მონფილსი (საფ, 3) 6:3, 6:3; ფილიპ პეტცშნერი (გერ)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 7:6, 2:6, 6:3.

WTA

AEGON Classic

ბირმინგემი (ბრიტანეთი). ბალახი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

1/4 ფინალი

დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ალისონ რისკე (აშშ) 6:2, 6:4; ანა ივანოვიჩი (სერ, 2)-მირიანა ლუჩიჩი (ხორ) 6:3, 6:4; შუაი პენგი (ჩინ, 3)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 6:4, 4:6, 6:3; საბინ ლისიცკი (გერ)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ, 14) 7:6, 6:4.

1/2 ფინალი

დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-ანა ივანოვიჩი (სერ, 2) 6:7, 6:3, 6:2; საბინ ლისიცკი (გერ)-შუაი პენგი (ჩინ, 3) 6:3, 6:1.

Danish Open

კოპენჰაგენი (დანია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 ევრო

1/4 ფინალი

პეტრა მარტიჩი (ხორ)-ალიონა ბონდარენკო (უკრ) 6:4, 3:6, 6:3; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 4)-შუაი ჟანგი (ჩინ) 4:6, 6:0, 7:6; მონა ბარტელი (გერ)-ბეტანი მატეკი (აშშ, 3) 1:6, 6:3, 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-ალბერტა ბრიანტი (იტა, 8) 6:0, 6:1.

1/2 ფინალი

ლუსი საფაროვა (ჩეხ, 4)-პეტრა მარტიჩი (ხორ) 1:6, 6:4, 6:2; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-მონა ბარტელი (გერ) 6:1, 6:2.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"