ექიმებმა გაარკვიეს მიზეზი, რის გამოც ანა ჩაკვეტაძეს სხვადასხვა ტურნირზე უშუალოდ მატჩების დროს სამჯერ წაუვიდა გული
დები უილიამსების გულშემატკივრებს ნანატრი დღე დაუდგათ - მათი კერპები დიდხნიანი შესვენების შემდეგ ბრუნდებიან კორტზე. ამ კვირას ამერიკელები ისტბურნის ტურნირზე ცდიან ძალებს.

მნიშვნელოვანი სტარტის წინ ჩოგბურთელებმა განაცხადეს, რომ საწყის ეტაპზე მათგან გამარჯვებებს არ უნდა ველოდოთ.

ვენუს უილიამსი, რომელმაც ოთხი თვე გამოტოვა, ამბობს, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ არ იცოდა, შეძლებდა თუ არა ბალახის სეზონისთვის კორტზე დაბრუნებას: "სპორტულ დარბაზს ყოველდღე ვსტუმრობდი და ინტენსიურად ვვარჯიშობდი. აღდგენითი პროცესი ძალიან მძიმე და არაპროგნოზირებადი იყო. მარტში დაბრუნებასა და მაიამიში თამაშს ვგეგმავდი, შემდეგ აპრილის ტურნირებისთვის მზადება დავიწყე, მაგრამ გამოჯანმრთელებამ ამჯერადაც ბევრი დრო წაიღო. არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, რომ ისტბურნში თამაშს შევძლებდი, მაგრამ ძალიან მინდოდა ამის გაკეთება და ჩემსას მივაღწიე".

სერენამ უფროს დაზე მეტი - თითქმის წელი გააცდინა, ასე რომ მისი სიხარული გასაგებია.

"აქ ჩვენ შედეგების მისაღწევად არ ჩამოვსულვართ, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით გამარჯვების მოპოვებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. მთავარია, რომ ისევ კორტზე გავალთ და ამით ძალიან ბედნიერები ვართ", - ამბობს სერენა უილიამსი.

ამ კვირას კიდევ ერთი დაბრუნება შედგება. ჰოლანდიის ჰერტოგენბოშში დღეიდან ჩაებმება ბრძოლაში რუსი ანა ჩაკვეტაძე. როგორც მისი გუნდი ირწმუნება, ექიმებმა გაარკვიეს მიზეზი, რის გამოც ჩაკვეტაძეს სხვადასხვა ტურნირზე უშუალოდ მატჩების დროს სამჯერ წაუვიდა გული. რუსს კორტზე გასვლის უფლება მისცეს და ანას ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველად ვიხილავთ WTA-ის ტურნირზე.

ჩაკვეტაძეს პირველ რაუნდში ესპანელ ლურდეს დომინგეს-ლინოსთან უწევს შეხვედრა.

ჰერტოგენბოშის 220-ათასიანი ტურნირი საკმაოდ წარმომადგენლობითია. აქ თამაშობს ბელგიელი კიმ კლაისტერსი, რომელიც პირველ ნომრად არის განთესილი. პირველ წრეში ის რუმინელ მონიკა ნიკულესკუს შეხვდება. აქ მეორე-მეექვსე ნომრებად განთესილები არიან: რუსი სვეტლანა კუზნეცოვა, ბელგიელი იანინა ვიკმაიერი, იტალიელი ფლავია პენეტა, სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა და რუსი მარია კირილენკო.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა