- ბიჭებო, თქვენი იმედი გვაქ, თქვენ შეგიძლიათ ყველაზე ცუდი წული აქციოთ ყველაზე მაგარ წლად და ისე გაგვახაროთ, როგორც 81 წელს "დინამომ" გაახარა მთელი ერი. მბურძგლავს და ცრემლი მადგება, რომ წარმოვიდგენ, ჰიმნის დროს როგორი შემართებით დგეხართ ხელი-ხელ გადახვეულები. მიყვარხართ ! მეამაყებით ! მჯერა თქვენი ! ლექსო კოჭლაშვილი

- თქვენს უკან მთელი საქართველოა. გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ. რომ შეგიძლიათ, ეს ბელორუსთან გამოჩნდა, მაკედონია არაფრით არაა, როგორც გუნდი, ბელორუსზე ძლიერი. გახდით გმირები, თქვენ ნახავთ, რა სიყვარულის გამოხატვა შეუძლია ქართველ ხალხს, ოქროს ასოებით უნდა ჩასწეროთ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს გვერდი, დიდი ანგარიშით მოგება შეგვიძლია, ნუ მოდუნდებით ნურცერთი წამი, რა ამგარიშიც არ უნდა იყოს ტაბლოზე. ჩვენ გავიმარჯვებთ. დიდება გმირებს.

- ბიჭებო, მეამაყებით! როგორც არ უნდა დამთავრდეს თამაში, ხართ საამაყოები! მაგრამ... 12-ში თქვენ გელოდებათ ფეხბურთის "დიდგორის ბრძოლა"!!! ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ ყველამ ერთად საქართველომ! რაც შეეხება ჩემ თავს, ეს მოგება უფრო მალე დამაყენებს ჩაწოლილს ფეხზე, ოღონდ მართლა! თქვენ დაწერთ ისტორიას! გფარავდეთ უფალი! თენგიზ გოგოხია

- წარმატება და იღბალი თქვენს მხარეს ყოფილიყოს, ფორტუნას ყოველმხრივ გაეღიმებინოს!გთხოვთ დადეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ და არ შეგიძლიათ.

მოგვეცით ის სიხარული, რასაც ველოდებით. ყველა მათგანს შეგიძლიათ თამაში საკუთარ თავზე აიღოთ. დიდი იმედი მაქ მეც და ჩემს შვილსაც, ოქრი გაიტანს გოლს! ბაჩო

იყავით თვითდაჯერებულები საკუთარ ძალებში... შიშით ნუ ითამაშებთ, ვაითუ არ წავაგოთ თამაშიო... შიშის გამო რისკზე არ მიდიან და სულ უშეცდომო უკან პასებზე ფიქრობენ... ასე რომ. თამამად, წინ. საქართველო!!! პაპა

- ამ უმძიმესი მდგომარეობის დროს (ყველა მხრივ), თქვენ შეგიძლიათ უდიდესი ბედნიერება აჩუქოთ ერს და წარმატების და სიხარულის იმედი დაუბრუნოთ. გამოიყენეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი და გახდით ნამდვილი გმირები !!!

გიგა1992

- უბრალოდ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, მერე კი ისე იქნება, როგორც კალათბურთში, როდესაც ევროპაზე გასვლა კი არ იქნება ამოცანა, არამედ ჯგუფიდან გასვლა... თქვენს მაგივრად ჩვენ, გულშემატკივრები ვინერვიულებთ, თქვენ კი მშვიდად და აუღელვებლად მიიყვანეთ საქმე ლოგიკურ დასასრულამდე... მოიხსენით სტრესი და ითამაშეთ... რადგან თქვენ აშკარად უკეთესად მოთამაშეები ხართ, ვიდრე მეტოქე. წაგება? ის უბრალოდ არ არსებობს, თქვენ წაგება არ შეგიძლიათ, უბრალოდ ვერ წააგებთ... წინ მხოლოდ გამარჯვებაა! ლაშა

- ბიჭებო მაქვს კორონა ძალიან მძიმე ფორმაში. დიდი ალბათობით ხვალინდელ მატჩს ვერ ვუყურებ, მაგ დროს მაქვს ჩანიშნული პროცედურები (კომპიუტერული გადაღება) და ძალიან გთხოვთ, რომ დავბრუნდები (თუ დავბრუნდი), პალატაში თქვენი გამარჯვების ამბავი დამხვდეს. მეიმედებით და ამ იმედით ვცოცხლობ. ლაშა

- პირველ რიგში ხვიჩას და ლევანს ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას და მალე დაბრუნებას. შემდეგ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც თითქმის თანაბარი ძალის ორი გუნდი შეუძლია დააკომპლექტოს. ასე რომ, ხვალე მაკედონიას ვაჩვენებთ, ვინ არიან მამაცები. ბიჭებო, უფალი თქვენკენ. წარმატებები!!! გიზოგ

- დანაკლისის მიუხედავად, ერთმანეთის ადგილები უნდა გადაავსოთ, არ უნდა დაიღალოთ. ადვილია დარიგება და გვერდიდან მითითებები, მაგრამ რა ვქნა? ძლივს გული მომიბრუნეთ თქვენ ფეხბურთისაკენ და რადგან ეს თამასა თქვენი აწეულია ამ სიმაღლეზე, თქვენვე უნდა გადაევლოთ მას, შვილებო. უდიდესი ქართველი ფეხბურთელის, დიდი ბორის პაიჭაძის სიტყვებით მინდა გაგამხნევოთ, რომლითაც მან თავისი გუნდის მეკარეს მიმართა: "ხომ არ გგონია, თბილისის "დინამოს" კარს იცავ, შენ დარიალის კარს იცავ"!!!!!!!!!!!!! არაა უბრალო სიტყვები, ჰოდა, წ ი ნ ქართველო ლომებო, ისტორიაში შესვლამდე 24 საათი დაგრჩათ, დიდება უ ფ ა ლ ს, ის თქვენთანაა!!! gela 67

- მიდით ბიჭებო, რა, რაც შეუძლებლად მიგაჩნიათ, ის უნდა აკეთოთ, ძმებო.... ნახევარი გუნდითაც უნდა ვანახოთ მთელ ევროპას, რო ჩვენ ამას ვიმსახურებთ... ხვალინდელ თამაშზე რო ვფიქრობ, სუნთქვა მეკვრება უკვე და იცოდეთ რო, ასეა მთელი საქართველო. დატოვეთ თქვენი შესაძლებლობის 200 პროცენტი მოედანზე და ღმერთიც გადმოგვხედავს. ხვალინდელი დღე საქართველოს ზეიმი უნდა იყოს! შაკო ლაგოდეხი

- ხვალ დიდგორია ბიჭებო, უნდა გაიმარჯვოთ და საქართველოში ათეული წლების ნატვრა აახდინოთ. უნდა იყოთ ხვალ პაიჭაძეები, ყიფიანები, დარასელიები, ხურცილავები, იამანიძეები, მესხები, გუცაევები, მაჩაიძეები, კალაძეები, კობიაშვილები და სხვები. მოგვასმენინეთ ისევ როგორც ხორვატიასთან კომენტატორების ემოციური ყვირილი გოოოოოლ მაკედონიას გავუტანეთ და მოვიგეთ!!! წარმატებები ბიჭებო! ხვალ დიდგორია! უნივერსალი

- 24 წელია ნაკრების არცერთი თამაში არ გამომიტოვებია და ყოველთვის ვოცნებობდი, რომ დადგებოდა ის დღე, როცა ჩვენს ნაკრებს დიდ ასპარეზზე ვიხილავდი. და აი დადგა ის დღე, როცა ეს ოცნება ასე ახლოსაა და დარწმუნებული ვარ ამ ოცნებას მთელს ერს აუსრულებთ. ბიჭებო გენაცვალეთ, მთელი ერი თქვენთანაა! გიო-გოლი

- თქვენ, ნებისმიერი 11 მამაკაცი, რომელიც გავა ხვალ მოედანზე, ხართ 3,5 მილიონი ქართველის რჩეული წარმომადგენელი, 11 მეომარი, რომელმაც ეს დაჩიავებული ქვეყანა სხვა საფეხურზე უნდა აიყვანოს, სხვა სამყაროსკენ უნდა გაუხსნას გზა. ამიტომ როდესაც ფეხებში იგრძნობთ დაღლილობას, როდესაც წამით დაგეზარებათ გაქცევა, მაშინ იფიქრეთ, რომ თქვენ ამდენ ადამიანს აკლებთ ბედნიერებას, ტოვებთ ოცნების გარეშე, ტოვებთ გმირების გარეშე. ამ დროს გადაახტით საკუთარ თავს, აჯობეთ ყველაფერს საკუთარ თავში, იომეთ, იჩხუბეთ, ირბინეთ და გაიმარჯვეთ. დიდება გმირებს ! რეზო

- გთხოვთ, საქართველოს ჰიმნი იმღერეთ ყველამ ხმის ჩახლეჩვამდე, იბრძოლეთ ბოლომდე, თავგანწირულად, ყველა და ყველაფერი დაიკიდეთ, მოგების გარდა. თქვენს უკან მრავალტანჯული საქართველო და ქართველი ერი დგას ლომებო, თავისი მრავალათასწლოვანი გმირული ისტორიით. ან გამარჯვება, ან სიკვდილი! წიინ ქართველებო! გურამ დელიბაშიჩი

ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
პირველ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩავატარებთ - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა - სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია