ჰოკეი. NHL. პლეი ოფი. ფინალი
"ვანკუვერმა" სტენლის თასის ფინალური სერიის მეხუთე მატჩში "ბოსტონი" ერთადერთი შაიბის წყალობით დაამარცხა. უკვე მომდევნო მატჩში კანადურ კლუბს შეუძლია პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ტიტული გაიფორმოს.

ჯერჯერობით გუნდები ასპროცენტიან შედეგს აჩვენებენ საკუთარ მოედანზე. ამასთან, "ბრუინზისგან" განსხვავებით, "კენაქს" ძალიან უჭირს საშინაო შეხვედრებში გამარჯვების მოპოვება - ორჯერ 1:0 და ერთხელ ოვერტაიმში მოგება. "ბოსტონმა" კი უბრალოდ გაანადგურა მეტოქე საკუთარ მოედანზე - 8:1 და 4:0.

ბევრი რამ იყო დამოკიდებული მეხუთე მატჩში მეკარეების თამაშზე. ორი ბოსტონური მატჩის შემდეგ ეჭვქვეშ დადგა "ვანკუვერის" მეკარის რობერტო ლუონგოს სათამაშო ფორმა. ბევრი ექსპერტი კანადელთა სამწვრთნელო შტაბს ლუონგოს სათადარიგოთა სკამზე დასმასა და კორი შნაიდერის გამოყვანას სთავაზობდა, მაგრამ "კენაქსში" ბოლომდე ენდნენ რობერტოს და მანაც არ დააღალატა გუნდი.

"ვანკუვერის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობები, შესაძლოა, მცველ დენ ჰამჰუისის ტრავმასთან ყოფილიყო დაკავშირებული, რომელიც მან პირველ მატჩში

მიიღო. კიდეთ ორი მოთამაშე - ფორვარდი რაიან კესლერი და გერმანელი მცველი კრისტიან ერჰოფი ტრავმებით გადიან მოედანზე. მიუხედავად ამისა, საკუთარი გულშემატკივრების მხარდაჭერით გამხნევებულმა "კენაქსმა" მოახერხა უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგება.

კვლავაც უმაღლეს დონეზე თამაშობდა "ბოსტონის" ბრწყინვალე მეკარე ტიმ ტომასი. მაგალითად, პირველ პერიოდში მან კრის ჰიგინსის ურთულესი დარტყმა მოიგერია, ერთხელ კი აშკარად გაუმართლა, როცა კარი დაკარგა, მაგრამ ტანერ გლასმა ყვანჯი ვერ მოარტყა შაიბას.

უსაქმოდ არც ლუონგო ყოფილა. დაგვამახსოვრდა მისი "სეივები" პირველ პერიოდში, როცა პატრის ბერჟერონი უცვლიდა შაიბას მიმართულებას დენის საიდენბერგის დარტყმის შემდეგ. ერთხელ ლუონგოსაც გაუმართლა - კრის კელის დარტყმული ძელმა მოიგერია.

საბოლოოდ, იღბალი "ვანკუვერის" მხარეს იყო. მესამე პერიოდის დაწყებიდან ოთხი წუთის შემდეგ მასპინძლების ხანგრძლივი იერიშისას კევინ ბიეკსამ ცისფერი ხაზიდან გაისროლა. შაიბა კარს აცდა, მაგრამ ბარიერმა აისხლიტა და კარის კუთხესთან დადარაჯებულ მაქსიმ ლაპიერს მიუვიდა, რომელმაც ახლო კუთხეში გაიტანა. მართალია, მესამე პერიოდში "ბოსტონმა" მეტოქეზე მეტი ზუსტი დარტყმა შეასრულა, მაგრამ "დათვებმა" ღირსეული პასუხის გაცემა ვერ შეძლეს და დამარცხდნენ.

საფინალო შტურმი "ბოსტონს" არ გამოუვიდა და საბოლოოდ, სერიის მეხუთე მატჩი ძალიან დაემსგავსა პირველს: უამრავი ძალისმიერი ილეთი, შეჯახებები და ერთადერთი გატანილი შაიბა მატჩის ბოლო ნაწილში.

მაშ ასე, ხუთ მატჩში მხოლოდ ექვსი გოლის გატანის მიუხედავად, "ვანკუვერმა" სერიაში ანგარიში წაიყვანა და უკვე ხვალ დილით შეუძლია მოიგოს არსებობის ისტორიაში პირველი სტენლის თასი.

ფინალი. V მატჩი

ვანკუვერი-ბოსტონი 1:0

0:0, 0:0, 1:0

გოლი: 1:0 მაქსიმ ლაპიერი-2 (ბიეკსა-5, ტორესი-4).

სერია: 3-2

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
[VIDEO] "არსენალმა" "დორტმუნდს" ვერ მოუგო - "რეალმა" პსვ გაანადგურა და უდანაკარგოდ მიიწევს წინ
ქართველი მსაჯები უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ჩოლო" უკვე რეკორდსმენია - სიმეონეომ ლა ლიგაში არაგონესი უკან ჩამოიტოვა
დოვბიკი ლა ლიგაში ბრუნდება და მხსნელად "ვალენსიას" უნდა მოევლინოს
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
მუდრიკის სკანდალური ინტერვიუ - ჭორები რუს მოდელთან რომანზე, უკმაყოფილება შევჩენკოსთან და ბრალდება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას
ახალი კონტრაქტი და გაუმჯობესებული გასამრჯელოც - "რეალი" ბელინგემს კარგ თამაშს დაუფასებს
ზლატანს კინოში კვლავ გადაიღებენ - იბრაჰიმოვიჩი ბოროტმოქმედის როლში იქნება
ალონსოს ნდობას უცხადებენ - "სტემფროდ ბრიჯზე" ესპანელი სპეციალისტის სჯერათ
რას გადაწყვეტს მამარდაშვილი? - ალისონი "ლივერპულში" კიდევ დიდი ხნით დარჩება
ათენში ანშლაგია მოსალოდნელი, ჯიკიჩი კმაყოფილია - საქართველოს ნაკრებმა აეკ-ის არენაზე ივარჯიშა
[VIDEO] დამაჯერებელი გოგლიჩიძე, შესანიშნავი ვარელა - "მონცამ" "ფიორენტინას" მოუგო
სტამბოლში ლომი დასეირნობს - ჩემპიონთა ლიგის მატჩი შეიძლება ჩაიშალოს
"ბარსელონამ" პსჟ-ს ერთ-ერთი ლიდერის გადაბირება განიზრახა - საქმეში ლუის ენრიკე ჩაერია
პსჟ-მ კვარაცხელიას და დუეს ტრავმების გამო მნიშვნელოვანი სატრანსფერო გადაწყვეტილება მიიღო
იამალი ბაქოში ვერ გაფრინდება
პსჟ საფონოვს კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით გაუგრძელებს
"რასინგი" ზაბირის ვერ გამოისყიდის - როგორია გულიაშვილის პერსპექტივა?