...თუმცა მიუნხენელებს "ნაპოლის" სახით სერიოზული კონკურენტი ჰყავთ

„ლევერკუზენის“ 24 წლის ნახევარმცველ არტურო ვიდალზე დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, რაც ლოგიკურიცაა იმის გათვალისწინებით, რომ ჩილელმა გასული სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა – „ლევერკუზენში“ ნაღდად საუკეთესო იყო და ზოგადად ბუნდესლიგის ერთერთი საუკეთესო მოთამაშეც გახლდათ.

ლევერკუზენელებს ვიდალი არ ეთმობათ და მასთან არსებული კონტრაქტის (2012 წლამდე) გაგრძელება უნდათ, თუმცა რაკი ფეხბურთელზე პრეტენზიას თვით მიუნხენის „ბაიერნი“ აცხადებს, ვიდალს გადაწყვეტილების მიღება უჭირს. რეკორდმაისტერმა „ლევერკუზენს“ უკვე შესთავაზა 10 მილიონი ევრო, მაგრამ „ფარმაცევტებმა“ მიუნხენელებს ცივი უარი შეუთვალეს. „ბაიერის“ შეფი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი ამბობს, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ ვიდალი დაგვტოვებს, „ბაიერნში“ არ გადავიდეს, რადგან არ გვინდა, რომ ლიგის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი ჩვენმა კონკურენტმა ჩაიგდოს ხელშიო.

ბუნდესლიგის ფეხბურთელის გადაბირება „ბაიერნს“ თითქმის არასდროს უჭირს ხოლმე, რადგან კონკურენტები ფინანსური შესაძლებლობებით რეკორდმაისტერს ყოველთვის ჩამორჩებიან და თანაც, „ბაიერნი“ გერმანიაში ხომ ნებისმიერი მოთამაშისთვის უბრალოდ საუკეთესო მისამართია. ჩვენი გერმანელი კოლეგები ამიტომაც ეჭვობენ, რომ მიუნხენური გრანდი ვიდალსაც ჩაიგდებს ხელში, რადგან ადრე თუ გვიან, „ლევერკუზენი“ უნდა დანებდეს. დანებდეს ისე, როგორც ახლო წარსულში დანებდა „შტუტგარტი“, რომელმაც მარიო გომესი ბავარიულ გრანდს დიდი ბრძოლების შემდეგ მაინც დაუთმო; როგორც დანებდა „შალკე“, რომელმაც საბოლოოდ მაინც დათმო გერმანიის ნაკრების მეკარე მანუელ ნოიერი და ა.შ.

„ბაიერნს“ საქმეს ცოტათი ურთულებს ის ფაქტი, რომ ვიდალს სხვა კლუბებიც ეპატიჟებიან. მაგალითად, იტალიური „კორიერე დელო სპორტის“ ცნობით, ჩილელი ნახევარმცველის გადაბირება „ნაპოლისაც“ უნდა და ნეაპოლელები მზად არიან, „ფარმაცევტებს“ ვიდალის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო ჩაუთვალონ. ვიდალის აგენტმა ფერნანდო ფელიჩევიჩმა „ბილდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ნეაპოლელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ასე რომ, რეკორდმაისტერს „ლევერკუზენისთვის“ ახალი, გაუმჯობესებული წინადადებით მიმართვა მოუწევს.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"