შოთა არველაძის "ფახთაქორი" ზედიზედ მეორედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი.

რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ყველა ადგილობრივი სპორტული მედია საშუალება გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ჩვენებურმა ტაშკენტურ გუნდში დიდი სამუშაო გასწია.

უზბეკები თვლიან, რომ დღეს მათ ჩემპიონატში შოთა საუკეთესო მწვრთნელია და ამაზე შედეგებიც მოწმობს. ის ორჯერ დაასახელეს მიმდინარე სეზონში თვის საუკეთესო დამრიგებლად.

თავის მხრივ, არველაძეს, "ფახთაქორის" სპორტულმა დირექტორმა ჯაფარ ისისმეტოვმა პირობა მისცა, რომ გუნდის ლიდერ ჯალოდინ მაშარიპოვს არ გაყიდის.

როგორც ირკვევა, ამ 27 წლის ფორვარდს ბევრი მთხოვნელი ჰყოლია, თუმცა შოთას სურვილი მისი შენარჩუნებააა და ისისმეტოვმა განაცხადა, რომ მწვრთნელს ამ სურვილს შეუსრულებს.

შოთა დღემდე არ ავიწყდებათ "რეინჯერსშიც". Followfollow.com გლაზგოელთა ფანების ფორუმია, სადაც ამ გუნდის გარშემო განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

20 ნოემბერს კი გაიხსნა თემა, სადაც არველაძის წარმატება აღნიშნეს და შოტლანდიელი გულშემატკივრები შოთას გამარჯვებას ულოცავენ და დიდ წარმატებას უსურვებენ.

აქვე გეტყვით, რომ "ფახთაქორი" ზედიზედ მეორედ, ჯამში კი მეცამეტედ გახდა უზბეკეთის ჩემპიონი. კლუბს ჩემპიონატში კიდევ 3 თამაში დარჩა ჩასატარებელი და არველაძემ თქვა, რომ მიუხედავად უკვე მოპოვებული ჩემპიონობისა, გუნდის ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად დაიხარჯება.

"ფახთაქორი" უზბეკეთის თასის 1/8-ფინალშია გასული, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალს უწია, სადაც ირანის წარმომადგენელ "პერსეპოლისთან" დამარცხდა.

გოგი
კობაციძე დავნიშნოთ კაი პროგნოზები აქვს ან კალაძე ნაძვის ხეებში მაგარია ან მელია მიმწოლია ან საერთოდ ეს ვიგინდარა პოლიტიკოსები შევყაროთ ფეხბურთში იქნებ თავი დაგვანებონ ნაც-ქოცურმა ხროვამ ბურთი ვუყიდოთ და შემოვღობოთ რო ვეღარ დაბრუნდნენ პოლიტიკაში
ირაკლი
კალაძე და კობიაშვილი არველაძეებთან ვერ არიან კარგ ურთიერთობაში, ამიტო, ზღაპარია შოთისთვის ნაკრების ჩაბარებაზე საუბარი. და ისედაც, არგვინდა მწვრთნელითქო ვამბობ და არ მიჯერებთ. აზრი არააქ ძმაო, რამდენი მწვრთნელი იყო და რამე შედეგი გვინახავს? არა. სულ ინდივიდუალისტების ხარჯზე ვშვებოდით თუ რამეს ვშვებოდით. კვარა და ჩაკვერო გამოჯანმრთელდებიან გააკეთებენ ხოლმე მომენტებს და გაიტანს ოქრი ან ვაკო. და ვიქნებით ერთ დონეზე რა. რად უდნა ამას მწვრთნელი
ჯაბა
კი იქნება საუკეთესო საქ.ნაკრებისთვის, მარა ვინ გააკარებს, თან თბილისელს.
არაგველი
იქნებ აქაურ ფეხბურთსაც უშველოს როგორმე..
ლევან
ხედავ შენა?
zaza
მეგონა დაპირდა მესის თუ არა კავანის გიყიდიო, ეს თურმე მაშარიპოვს))) არ გაუყიდის...)))))))))))))))
Baxt
ჯაფარ ირისმეტოვი, საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელი იყო უზბეკეთის კვალობაზე, თავის დროზე მოსკოვის სპარტაკშიც თამაშობდა ცოტა ხნით, თუმცა მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა, ისე მახსოვს ლამაზი მაკრატელა გოლები გაიტანა თავიდან. დირექტორი გამხდარა ფახთაქორის..
maroko
დამარცხდაო უკვე დამარცხდაო
ლევანი
ვუსურვებ აზიის ჩემპიონთა ლიგაც მოეგოს.
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
თურქული გამოცემები: ადებაიორი შოთა არველაძის გუნდში ითამაშებს
შოთა არველაძე: საქართველოს ნაკრების გაწვრთნა არ მინდა... იცით, რატომ?! - ახლავე გეტყვით...
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
უზბეკი ფეხბურთელი: ამიტომ არ ჩამოვართვი ხელი შოთა არველაძეს, შემდეგ კი...
შოთა არველაძემ "ტრაბზონსპორს" უზბეკი ფეხბურთელი შესთავაზა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
შოთა არველაძე შეიძლება "ტრაპზონსპორს" ჩაუდგეს სათავეში
კახი მახარაძე ტაშკენტურ კლუბს დაუბრუნდა
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
"ხვიჩას სასარგებლოდ ბევრი არგუმენტი არსებობს" - შოთა არველაძემ თქვა, რატომ უნდა მისცენ კვარაცხელიას "ოქროს ბურთი"