MLS, ანუ ამერიკის მთავარი საფეხბურთო ლიგა საოცრებათ ყუთია, არასდროს იცი რა და როგორ მოხდება, რისი ნათელი დადასტურებაც "ორლანდოსა" და "ნიუ იორკ სიტის" შორის გამართული "პლეი-ოფის" რაუნდის პირველი მატჩი გახლავთ.

გუნდებმა გოლები პირველ შვიდ წუთში გაცვალეს: ნანიმ პენალტი შეაგდო, ლუქსემბურგელმა მაკსიმ შაპომ კი თავი კუთხურის მოწოდების შემდეგ გამოიჩინა. მას შემდეგ კი, პენალტების სერიამდე საინტერესო არაფერი მომხდარა, იქ კი ნამდვილი წარმოდგენა დაიდგა.

დავიწყეთ!

"ორლანდოს" მეკარე პედრო გალესემ გადამწვეტი 11-მეტრიანი დარტყმა მოიგერია - გუნდმა მოიგო, ისტორიაში პირველად გაიარა "პლეი-ოფის" ეტაპი და შემდეგ ეტაპზე გავიდა, მთავარი მწვრთნელი ოსკარ პარეხა სიხარულისაგან ტრიბუნის ქვეშ სივრცეში შევარდა...

თუმცა, მსაჯები არ აჩქარებულან, VAR-თან რაღაცას ამოწმებდნენ, "ორლანდოს" ფეხბურთელებმაც იგრძნეს საფრთხე და რეფერებს შეუტიეს, მაგრამ უშედეგოდ: აშკარა იყო, გალესემ ხაზიდან წინ ნაბიჯი პენალტის დარტყმამდე გადადგა. ცხადი იყო, რომ კასტელიანოსს პენალტი განმეორებით უნდა დაერტყა, მთავარი კი სხვა დეტალი გახლდათ...

პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მეკარეს ყვითელი ბარათი უკვე ჰქონდა. მსაჯს პენალტების სერიის დროს კიპერის გაფრთხილების უფლება აქვს, თუმცა ამას იშვიათად აკეთებენ - მხოლოდ მაშინ, თუ კარის ხაზს დარტყმამდე დემონსტრაციულად ტოვებს ან იგივეს რამდენჯერმე აკეთებს. მსაჯები ყვითელი ბარათის სამართლიანობას არკვევდნენ: 2019/20 წლების სეზონის წესების მიხედვით კარის ხაზის ნაადრევად დატოვების გამო ყვითელის მიცემა სავალდებულოა, 2020/21 წლების სეზონის წესებში კი წერია, რომ მსაჯმა მეკარე ჯერ მკაცრად უნდა გააფრთხილოს და თუ ქმედება განმეორდა, მხოლოოდ მაშინ მისცეს ყვითელი ბარათიც. რადგან MLS ფორმალურად მარტში უნდა დაწყებულიყო, ჩემპიონატი შარშანდელი წესებით მიმდინარეობს, დაუჯერებელია, არა?!

გალესემ წითელი ბარათი მიიღო და კარში ვეღარ ჩადგებოდა, მისმა ორმა თანაგუნდელმა - როდრიგო შლეგელმა და ანდრეს პერეირამ კი ხელთათმანებისთვის ბრძოლა დაიწყო. შემდეგ კი რაღაც პარანორმალური მოხდა...

"ორლანდომ" ცვლილება გააკეთა და შლიგელის ნაცვლად მოედანზე მეორე მეკარე ბრიუს როუ შემოვიდა. კიპერი კარში ჩადგა, წყალიც დალია, მსაჯისაგან მითითებაც მიიღო, ხაზი არ დატოვოო და ამ დროს რეფერის ყურში რაღაც ჩაჩურჩულეს...

აღმოჩნდა, რომ შეხვედრის მთავარ არბიტრ ჩეპმენსა და მის ბრიგადას წესები დაავიწყდა... საქმე იმაში მდგომარეობს, რომ პენალტების სერიის დროს ცვლილების გაკეთება არ შეიძლება, გამონაკლისი მხოლოდ მეკარის ტრავმაა, თუმცა გალესეს ტრავმა არ მიუღია, მოედნიდან გააძევეს.

შეკრა კომიტეტი, მიდიოდა მსჯელობა, ირგვლივ სიცილი, ნერვიულობა, ინტერესი ტრიალებდა. "ორლანდოში" მიხვდნენ, რომ მეკარეს ვერ დააყენებდნენ და ვიღაც უნდა ჩამდგარიყო კარში...

შემდეგ კიდევ არანორმალური რამ მოხდა: ჩეპმენი ასისტენტებთან საუბრის შემდეგ დამაჯერებლად წავიდა მოედნის ბოლოსკენ, როუს (შეცვლაზე გამოსულ მეკარეს) კარში ჩადგომისკენ მიუთითა, თუმცა დარტყმის წინ მსაჯმა... კვლავ გადაიფიქრა და ამერიკელს მოედნის დატოვებისკენ მოუწოდა!

ორლანდოს კომიტეტმა გადაწვიტა, რომ კარში 23 წლის არგენტინელი მცველი შლეგელი ჩამგდარიყო, რომელსაც არა თუ სამეკარეო გამოცდილება არ აქვს, არც ძირითადის მოთამაშეა.

კასტელანოსმა შლეგელს გაუტანა - 4:4. მოგების შანსი კი "ორლანდოს" კვლავ ჰქონა, ნანი მე-5 პენალტს ასრულებდა, თუმცა პორტუგალიელმა ვერ გაიატანად ა 4:4 ძალაში დარჩა.

ამის შემდეგ მეტოქეებმა გოლები გაცვალეს (სხვათა შორის, შლეგელმა კუთხე გამოიცნო, თუმცა ვერ მიწვდა).

შემდეგი დარტყმა შლეგელმა მოიგერია! "ორლანდოს" სათადარიგოთა სკამი ისევ აფრინდა, სიხარული კი 2 წუთის შემდეგ შეწყდა, როცა მსაჯმა გაახსენა, რომ საკუთარი 11-მეტრიანი უნდა დაერტყათ.

ნუ, აქ კი კომედიაც დასრულდა, "ორლანდოს" ფეხბურთელმა გაიტანა და გუნდი პლეი-ოფის შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.

CESKO
მთლად ასეთი არა მაგრამ გლდანის ამერმა მოიგო თასი პენალტებში, მეკარემ მოიგერია და ზეიმი დაიწყო, მერე გაახსენდათ პენალტი ჰქონდათ დასარტყმელი
მე არ ვარ რობოტი
ოღჩ!!!
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს