სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს მიერ ორგანიზებული "ოლიმპიური გამოწვევის" პროგრამის მორიგი ეტაპი 11 ივნისს ქარელში გაიმართა ძიუდოში
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს მიერ ორგანიზებული "ოლიმპიური გამოწვევის" პროგრამის მორიგი ეტაპი 11 ივნისს ქარელში გაიმართა ძიუდოში. შეჯიბრება ტიტულოვანი ფალავანისა და მწვრთნელის შოთა ხაბარელის სახელობისა იყო და პირველად ჩატარდა ქარელის სასპორტო სკოლის დარბაზში, რომელიც უკვე ორი თვეა მის სახელს ატარებს.

"ბატონი შოთა ქარელის რაიონის სოფელ ძლევისჯვარშია დაბადებული, რითაც მუდამ ვამაყობდით და, რა გასაკვირი იყო, რომ 20 აპრილს საკრებულოს სხდომაზე გატანილ ამ საკითხს დარბაზისთვის ხაბარელის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით - ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ამასთან, გადავწყვიტეთ ყოველწლიურად მისი სახელობის ტურნირიც გავმართოთ. დღეს ამ შეჯიბრების დებიუტია. გაისად ვაპირებთ მეზობელი ქვეყნების გუნდებიც მოვიწვიოთ და შესაბამისად საერთაშორისო სტატუსი მივანიჭოთ ტურნირს" - გვითხრა ქარელის რაიონის გამგებელმა ილია ბურჯანაძემ.

ადგილობრივი გუნდის გარდა ამ დღეს ქარელის დარბაზში თავი მოიყარეს გორის, ბორჯომის, ქუთაისის, ხარაგულის, ლაგოდეხის, ხაშურის, მარტყოფის, კასპის, გურჯაანის და თბილისის 1997-1998 წწ დაბადებულ ძიუდოისტთა გუნდებმა. 200-მდე ფალავანმა 8 წონით კატეგორიაში იბრძოლა პირველობისათვის. პანორჩი სპორტსმენებისთვის, ცხადია, სერიოზული სტიმული არაერთი სახელოვანი სტუმარის თვალწინ ასპარეზობა. აქ იყვნენ ოლიმპიური ჩემპიონები: შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური, გიორგი ასანიძე, კახი კახიაშვილი; ძიუდოს გამოცდილი სპეციალისტები: გურამ პაპიტაშვილი და გივი ზაუტაშვილი; ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ალექსიძე და გენერალური მდივანი ანზორ მარტყოფლიშვილი. ტიტულ შოთა ხაბარელის მიულოცეს მორიგი აღიარება. "მერწუნეთ, ასეთი მღელვარე წუთები 31 წელია არ მქონია. დიახ, სწორედ ოლიმპიური ჩემპიონობის მოპოვებისას განცდილ ემოციას შემიძლია შევადარო დღევანდელი დღე! კმაყოფილი და მადლობელი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ კუთხეში ასე მაფსებენ. მადლობელობა ყველას. მიგულეთ თქვენს გვერდით, მჯერა ერთად ბევრს შევძლებთ." - უთხრა შეკრებილთ შოთა ხაბარელმა.

კვარცხლბეკი:

38 კგ. 1. რობიზონ ბეგლარიშვილი (გორი), 2. ანზორ ავალიანი (ქუთაისი), 3. ალიკა მამიაშვილი (გორი) და ირაკლი ხერგიანი (თბილისი);

42 კგ. 1. გიორგი დოღანაძე (ქარელი), 2. გოჩა მახვილაძე (ქუთაისი), 3. ნიკა კაკაშვილი (ქარელი) და დემიკო შარვაშიძე (ქუთაისი);

46 კგ. 1. დავით გეჯაძე (კასპი), 2. ჯაბა ქურდიანი (ქუთაისი), 3. როლანდ სიდამონიძე (გორი) და ნიკა ლაბაძე (ლაგოდეხი);

50 კგ. 1. ალუდა ჩეკურიშვილი (გურჯაანი), 2. ლუკა მაისურაძე (ხაშური), 3. დათო ტრამაკიძე (თბილისი) და კახა ტეტუნაშვილი (კასპი);

55 კგ. ირაკლი გოგატიშვილი (გორი), 2. დათო კაპანაძე (ბორჯომი), 3. სულთან გულიევი და გაგა კოკუაშვილი (ორივე - ქარელი);

60 კგ. 1. ბესო მუმლაძე (თბილისი), 2. გიორგი მულაძე, 3. დათო იმერლიშვილი (ორივე - ქარელი) და ოთარ დარსაველიძე (ქუთაისი);

66 კგ. 1. გიორგი ყალაბეგაშვილი, 2. ნოდარ წამალაიძე, 3. ტატო კაციაშვილი (სამივე - თბილისი) და დიმიტრი გიგაური (გორი);

+ 66 კგ. 1. გიორგი ქანთარია (თბილისი), 2. გიორგი ბორტიშვილი, 3. ნიკა გელაშვილი (ორივე - ქარელი) და გიორგი ბუხაიძე (ქუთაისი).

"ოლიმპიური გამოწვევის" პროგრამა უკვე მესამე წელია მიმდინარეობს. წელს რამდენიმე შეჯიბრება უკვე გავმართეთ სხვადასხვა სახეობაში. ძიუდოში კი ეს მესამე შეჯიბრებაა, გორში ჩატარებული შოთა ჩოჩიშვილის სახელობის და ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის ტურნირების მერე. გვინდა მსგავსი სპორტული ღონისძიება ყველა ოლიმპიურ ჩემპიონს მივუძღვნათ და ამიტომ მომავალში უკვე ქუთაისი უმასპინძლებს იქაური ჩემპიონების დავით ხახალეიშვილისა და ირაკლი ცირკიძის სახელობის კიდევ ერთ ტურნირს ძიუდოში" - განაცხადა სპორტის სამინისტროს სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ნუცუბიძემ.

დავით ასპანიძის ფოტო

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო