ახალი სეზონისთვის მზადების გადამწყვეტ ეტაპს თბილისის "დინამოც" შეუდგა
ქართული გუნდებიდან უცხოურ შეკრებაზე ყველაზე ადრე რუსთავის "მეტალურგი" გაემგზავრა, გუშინდელი დღიდან კი ახალი სეზონისთვის მზადების გადამწყვეტ ეტაპს თბილისის "დინამო" შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა ახალი მწვრთნელის, ესპანელი სპეციალისტის, ალექს გარსიას ხელმძღვანელობით ვარჯიში 7 ივნისს დაიწყო. გარსიას საწვრთნელ პროცესში თანამემამულე მარკ უგეტი (ფიზმომზადების მწვრთნელი) და დუბლშემადგენლობიდან ძირითადი გუნდის მეორე მწვრთნელად დაწინაურებული რამაზ მუმლაძე ეხმარებოდნენ.

ვიდრე უცხოურ შეკრებაზე გაემგზავრებოდა, "დინამოს" ირგვლივ უამრავი სატრანსფერო ჭორ-მართალი ვრცელდებოდა: ხან რომელ ფეხბურთელს უკავშირებდნენ ამ გუნდში ჩარიცხვას, ხან - რომელს და აი, ყველაფერს თუ არა, ძალიან ბევრ რამეს ნათელი მოეფინა: სლოვენიურ შეკრებაზე ალექს გარსიამ 24 ფეხბურთელი წაიყვანა, საიდანაც 6 ახალწვეულია; თუმცა, დიდია იმის ალბათობა, რომ ევროტურნირების დაწყებამდე "დინამოში" კვლავაც მოხდეს გარკვეული საკადრო ცვლილებები: ყოველ შემთხვევაში, ერთი-ორი ახალწვეული, ალბათ, სლოვენიაში შეუერთდება გუნდს, ზოგი კი, უფრო მოგვიანებითაც.

ახლა კი, "დინამოს" სლოვენიურ შემადგენლობას გავეცნოთ, ხოლო ახალწვეულებსა თუ გუნდიდან წასულ ფეხბურთელებზე ქვემოთ ვისაუბროთ.

მეკარეები: გიორგი ლორია, სოსო გრიშიკაშვილი, გიორგი ნადირაძე;

მცველები: ლევან ხმალაძე, შოთა კაშია, გულვერდ თომაშვილი, ლევან კაკუბავა, ირჟი ჰომოლა, გიორგი რეხვიაშვილი;

ნახევარმცველები: ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი კახელიშვილი, დავით ოდიკაძე, ლადო ახალაია, სამირ ჰაჯიბულიჩი, გიორგი თექთურმანიძე, ნიკა ფირცხალავა, ნიკა კვეკვესკირი, რობერტინიო, ირაკლი ლეკვთაძე, ჯამბულ ჯიღაური, გოგა ბერაია;

თავდამსხმელები: ვახტანგ ფანცხავა, დონალდ ჯუისი, სანდრო იაშვილი.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სლოვენიურ შეკრებაზე "დინამოს" შემადგენლობაში 6 ახალწვეულია, თუმცა, 35 წლის სოსო გრიშიკაშვილს, 30 წლის დავით ოდიკაძეს, 28 წლის ლადო ახალაიასა და 26 წლის სანდრო იაშვილს სხვადასხვა დროს წარმატებით უასპარეზიათ ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულიანი გუნდის რიგებში. ანუ, ამ დროისთვის "დინამოს" მხოლოდ ორი დებიუტანტი ჰყავს: საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატი, 23 წლის ცენტრალური მცველი გიორგი რეხვიაშვილი (რუსთავის "ოლიმპიდან") და 27 წლის ნახევარმცველი გოგა ბერაია, რომელიც ბოლო დროს აზერბაიჯანულ "გაბალაში" თამაშობდა და ამ გუნდის კაპიტანიც გახლდათ.

ისე, ამა წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდსა და ახლანდელ სიტუაციას თუ შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ "დინამოში" სერიოზული ცვლილებებია მომხდარი; თანაც, ყველაზე საინტერესო (უფრო ზუსტად, დამაფიქრებელი) ის არის, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "დინამოში" ჩარიცხული 12 ახალწვეულიდან შვიდს გუნდის დატოვება მოუხდა! აი, ისინიც, ვინც "დინამოს" მხოლოდ ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში ეხმარებოდა: მეკარე - თორნიკე ზარქუა, მცველები - მარკო მაროვიჩი, თეიმურაზ ღონღაძე, გიორგი ციმაკურიძე, ნახევარმცველი - ზურაბ არზიანი, თავდამსხმელები - დიმიტრი ტატანაშვილი, პეტარ ელიჩი; ამათ გარდა, გუნდიდან წავიდნენ გამოცდილი ნახევარმცველებიც - გივი კვარაცხელია და ედნილსონი.

ანუ, "დინამო" დღესდღეობით ცხრა ფეხბურთელმა დატოვა და ამათგან, რამდენიმეს წასვლა, ცოტა არ იყოს, მოულოდნელად გვეჩვენა; უპირველესად, 32 წლის გივი კვარაცხელიასა და 23 წლის ზურაბ არზიანს ვგულისხმობთ: ორივე მათგანი, ფაქტობრივად, ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო მეორე ეტაპზე და სხვებზე სუსტად გამოიყურებოდნენო, ცოტა არ იყოს, ძნელი სათქმელია.

ასევე მოულოდნელი იყო 27 წლის დიმიტრი ტატანაშვილის წასვლაც - გივი კვარაცხელიასი არ იყოს, წინა სეზონის მიწურულს ამ ფორვარდის გადამწყვეტი გოლებითაც "დინამომ" რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა. აი, დანარჩენებს კი (განსაკუთრებით - ლეგიონერებს) ძირითადში ადგილის დამკვიდრებაც გაუჭირდათ და "დინამოში" თავი ვერაფრით გამოიჩინეს.

სლოვენიაში "დინამოს" სამი სპარინგ-მატჩი აქვს დაგეგმილი: ავსტრიის მეორე ლიგის ერთ-ერთ გუნდთან, ხორვატიის თასის ფინალისტ "ვარტექსთან" და სლოვენიის ჩემპიონ "მარიბორთან". შეკრების ბოლო ორ დღეს კი "დინამო" ავსტრიაში გაატარებს და თუ რაიმე არ შეიცვალა, ავსტრიის ჩემპიონს, "შტურმს" გაეჯიბრება სპარინგ-მატჩში. "დინამოს" სლოვენიური შეკრების სხვა დეტალებზე კი უფრო დაწვრილებით "ლელოს" უახლოეს ნომრებში ვისაუბროთ...

otar
ახალი მწვრთნელის ჩამოყვანა დიდი აქტივი უდა იყოს - დინამომ თუ ტექნიკური და შემტევი სტილი დაიბრუნა ამაზე ძალიან არაფერი გამიხარდება იმიტომ რომ დღესდღეობით დინამო ზედმეტად ევროპულ და არა კრეატიულ ფეხბურთს თამაშობს - თამაშობდა - იმედია ეს ყველფერი შეიცვლება წარმატებებს გისურვებთ
gela
ესაა გაძლიერება??? ამით გინდათ დაუბრუნოთ ძველი დიდება დინამოს? ტატანა კვარაცხელია ღონღაძე გაუშვეს და ვინები მოყავთ შეხედეთ რა არ წამიშალოთ ეს კომენტარი ცოტა აზრზე მოვიდნენ რაღა დროს ახალაიაა ხალხო ასე მესამე ეტაპამდეც ვერ მივალთ
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა