60 წლის ასაკში გულის შეტევით ფეხბურთის უგვირგვინო მეფე დიეგო მარადონა გარდაიცვალა. დიეგოს სიდიადის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, რამეთუ იყო გამორჩეული და არაორდინარული. საფეხბურთო სამყარო მის გარდაცვალებას გამოეხმაურა:

"ბარსელონა": "ყველაფრისათვის მადლობა, დიეგო".

"რეალი": "ის მილიონობით ფეხბურთის გულშემატკივრის ხატია, ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაში".

"ნაპოლი": "ყველა ჩვენს სიტყვებს ელოდება, მაგრამ რა სიტყვებით შეიძლება ჩვენი ტკივილის გადმოცემა. ახლა გლოვის დროა".

ნეაპოლის "სან პაოლოს" სტადიონს შეიძლება მარადონას სახელი ეწოდოს.

რომარიო (ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ჩემი მეგობარი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. ვინც კი მოედანზე მინახავს, ის საუკეთესო იყო. არასოდეს დამავიწყდება, როგორ ვხალისობდით ერთად. ის ჩემთვის მეტოქე არასოდეს იყო. მე ისე მექცეოდა, როგორც ძმას. ეს დიდი დანაკლისია".

გარი ლინეკერი (ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი): "ის დიდი უპირატესობით ჩემი თაობის საუკეთესო და შესაძლოა, ყველა დროის უდიადესი ფეხბურთელი იყო. ბედნიერი, მაგრამ ბობოქარი ცხოვრების შემდეგ იმედია, ღმერთის ხელში გარკვეულ სიმშვიდეს ჰპოვებს".

ლეო მესი (არგენტინის ნაკრებისა და "ბარსელონას" კაპიტანი): "ეს ყველა არგენტინელისათვის და ფეხბურთისთვის სამწუხარო დღეა. ის წავიდა, მაგრამ დარჩა, რადგან მარადიულია".

რონალდო ("იუვენტუსის" თავდამსხმელი): "დღეს მეგობარს ვემშვიდობები, საფეხბურთო სამყარო კი - მარადიულ გენიოსს. განუმეორებელი სასწაულმოქმედი. ძალიან ადრე წავიდა, მაგრამ დატოვა უსაზღვრო მემკვიდრეობა და სიცარიელე, რომელსაც ვერავინ შეავსებს".

ანდრეა პირლო ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "ფეხბურთის ღმერთმა დაგვტოვა. ყველაფრისათვის მადლობა, დიეგო".

ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
ღმერთის ხელი მოკვდა და გახმა. აწი მხოლოდ მოგონებები, ეეეხ, მართლა მაგარი იყო. მარტო იგებდა მსოფლიოს და ჩემპიონატებს... ლეგენდა. რატომ მესი ვერ იგებს?... ჟილკა აკლია და იმიტომ. ჟილკა! მარადონას კი ჰქონდა, თან მაგარი....///
ასეა ეს
უბანში ორი ნარკომანი იყო რომელებმაც თითქმის ყველა მდიდარი ოჯახის შვილი წამალზე შეაჯინეს.ერთმა უბნელმა მერე იშოვნა ფული და ესენი იმას დარდობდნენ თავის დროზე როგორ გამოგვრჩა და არ შევაჯინეთო./უბანს და პერსონებს შეგნებულად არ ვასახელებ/იტალია მაფიოზური ქვეყანა იყო და ეს წესიერი ბუნების ბიჭი ჯერ შეაჯინეს და მერე ნარკოტრაფიკშიც გამოიყენეს. პ.ს. საერთოდ ცნობილია რომ ერთი ნარკომანი 5 კაცს აფუჭებს.
ზურა
კომბლე სანამ ვართ, ვიკაიფოთ მოვკლათ ერთმანეთი არა? ვაი შენს მორალს რა ვუთხარით რა.
კობლეს.
კომბლე, შენ როგორც წესი, ყოველთვის იმის მომხრე ხარ, რისი მომხრეც არ უნდა იყოს ნორმალური ფსიკიკის ადამიანი. ვინც შემჯდარი არის წამალზე, შენ თუ ნორმალური გგონია ეგ უკვე შენი პრობლემაა. რათ უნდა იმას მტკიცება, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი, ანადგურებს ორგანიზმსს, პირდაპირი გაგებით ჭამს და ფიტავს დამიანს. და შენ ამას "შევირგოთო" იძახი?!!! სხვისი კაიფით იცი რა გვაკლდება, ადამიანები რომლებიც უდროდ ავადმყოფდებიან და იხოცებიან, აი ეს გვაკლდება. როგორ გგონია დიეგო მარადონა, არ დააკლდა თავის გულშემატკივრებს? დიეგოს კიდევ დიდხანს უნდა ეცოცხლა, რომ არა ეს ოხერი... ისე, რომ კომბლე შენ თვითონ მორჩი მაგ შენს დემაგოგობას და აგიტაცია-პროპაგანდას ამ ნარკოტიკებზე. შენ თუ მოგწონს დაბოლება, თავში ქვაც გირტყია.შენნაირი უსახელოებები არავის დააკლდებით, აი დიეგო კი საფეხბურთო სამყაროს დააკლდა!
კ ო მ ბ ლ ე
გულ დაწყვეტილო. ერთი დღე მეტი, ერთით ნაკლები, აზრი რა არის თორემ კი? ერთ მშვენიერ დღეს, ყველა დავიხოცებით, და მეორეც, ზოგი სვავს, ზოგი ეწევა, ოგი ყნოსავს, ან იკეთებს, ზოგი ქალზე გიჟდება. ასე რომ, სანამ ვართ ვიკაიფოდ რა, სხვისი კაიფით, შენ გაკლდება რამე? შეირგე ეს ცხოვრება და იჯექი შენთვის. ნუ დემაგოგობ.. ნეტა სხვისი თვალით, შორიდან განახა შენი თავი, ლიტრიან ყანწს რომ მოიყუდებ, რა ჭკვაზე დადგები...
გოჩა
ჩემთვის მარადონა ნომერ პირველია,მე არ მინახავს ფეხბურთელი რომელსაც მარტო შეეძლო თამაშის მოგება ეს მხოლოდ მარადონამ შეძლო,საშუალო დონის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადა და იმაზე სუსტი ფინალში გაიყვანა,ნაპოლი მგონი მაგის შემდეგ ჩემპიონი არ გამხდარა
ზურა
ნაღდად. ყოფილიყო და ეცხოვრა არ ჯობდა?
გულის დაწყვეტით ვწერ ამ კომენტარს.
რა მიკვირს იცით? სახელი გაქვს, დიდება გაქვს, ხალხის სიყვარული გაქვს და შეირგეთ რა? ამ ოხერ მკვლელ ნარკოტიკებს რაღას ეტანები შე კაი კაცო, გიღირდა ეს ყველაფერი ამად? თანაც ჯერ ადრე იყო დიეგოს წასვლა. ვეღარ გაუძლო ორგანიზმმა ამდენ დატვირთვას და გაჩერდა. ამიტომ ჯანრთელობაზე კარგი არაფერია ცხოვრებაში. ქონებრივი სიმდიდრე წყალსაც წაუღია, ბოლოს მაინც ოთხი ფიცრით მივდივართ. დევიზი: ჯამრთელი ცხოვრება! ნათელში იყავი დიეგო!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
"მისი გადაწყვეტილება არც მომწონს და არც ვეთანხმები, მაგრამ..." - მარადონას შვილმა "კვარაზე" ისაუბრა