საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპოოს "Metro არენაზე" დღეს მეორედ ივარჯიშა. დილის 11 საათზე დაგეგმილი ვარჯიში გაუქმდა, რადგან ჩამოსვლის დღეს კოვიდ19-ზე ჩატარებული ტესტებიდან თად მაკფადენს დადებითი დაუფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელ უკანახაზელს კორონავირუსი გადატანილი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ ესპანურ კლუბ “ბურგოსში” არაერთი ტესტიც ჩაიტარა და მატჩებიც ითამაშა, თუმცა ვირუსის ამოუცნობი ბუნებისა თუ გუშინდელი ტესტირების ხარვეზის გამო მაკფადენს ორი, საქართველოს ნაკრებს კი ერთი ვარჯიში გაუცდა.

მაკფადენს დილას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და სანამ პასუხი მოვიდოდა, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრების დელეგაცია სასტუმროში, მკაცრი კარანტინის პირობებში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ “ბაბლის” ორგანიზატორი ფიბაა, კოვიდ19-თან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას ადგილობრივი, ამ შემთხვევაში ფინეთის შესაბამისი სამედიცინო უწყება იღებს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა მჭიდრო კომუნიკაციაში იყო ფინეთში საქართველოს საელჩოსთან და გაწეული მნიშვნელოვანი დახმარების საპასუხოდ დიდ მადლობას უხდის ფინეთში საქართველოს ელჩს, ბატონ მალხაზ კაკაბაძეს და დესპანს, ბატონ თორნიკე ნოზაძეს.

საქართველოს ნაკრებს ვარჯიშის უფლება საღამოს დართეს, სანამ მაკფადენის განმეორებითი ტესტის პასუხი მოვიდოდა, რის გამოც ილიას ზუროსის გუნდმა ნატურალიზებული ამერიკელის გარეშე ივარჯიშა. მაკფადენი მაღალი დონის პროფესიონალია და ზუროსის მიერ შემუშავებულ კომბინაციებს ალღოს კარგად უღებს. დღევანდელ ვარჯიშზე უფრო ის ახალბედები და ახალგაზრდები დაიტვირთნენ, რომლებსაც ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ აქვთ და მომავალი თამაშებისთვის ნაკრების სტაჟიან წევრებთან უნდა შეთამაშდნენ.

თუ არ ჩავთვლით მცირე მოთელვას, ვარჯიშის თითქმის მთელი დრო მოედანზე თამაშს დაეთმო. კალათბურთელებმა მთელი დრო კომბინაციების სრულყოფას დაუთმეს. ილიას ზუროსი მითითებებს ზომიერად იძლეოდა და მთლიანობაში, საქართველოს ნაკრების საღამოს ვარჯიში საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.

26 ნოემბერს, თამაშამდე 2 დღით ადრე, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კვლავ 2 ვარჯიში დაგეგმა.

გიორგი შერმადინი: – საქართველოს ნაკრები მეორე დღეა, ფინეთშია. ვვარჯიშობთ ესპოოს დარბაზში, სადაც 28 და 30 ნოემბერს ფინეთსა და შვეიცარიას ვეთამაშებით. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად ვართ და საწვრთნელი პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს აქვს დაგეგმილი. ველოდებით თორნიკე შენგელიას, რომელიც პირველი თამაშის წინა დღეს შემოგვიერთდება. 28-ში კი სრული ძალებით შევებრძოლებით ფინელებს. ჩვენს პირველ მეტოქეს, ფინეთს კარგი მსროლელები ჰყავს. ჩემი თანაგუნდელია საშუ სალინი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატშიც ერთ-ერთ გამორჩეულ მსროლელად ითვლება. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება სწრაფი ფინელების შეჩერება და პერიმეტრის გადაკეტვა. რაც შეიძლება ნაკლები სივრცე უნდა დავუტოვოთ სამქულიანების სასროლად.

GBF.GE

შაკო
ნაკრების სრული შემადგენლობა დადეთ რა კაცურად!
სოსო
ხვიჩას რეალურად ჰქონდა,ვირუსი.ჯერაც ვერ თამაშობს,მაგრამ უკეთაა.თვითონვე ამბობს,სიცხეები მქონდა და ჯერაც სუსტად ვარო.
ელგუჯა
არ უნდათ და მაგიტომ ! ეეე დავივწყოთ რა უკვე სულ გული მიკვდება როგორ გაფლანგეს უპირატესობა
ზურა
აგერ პრეტენზია გამოთქვეს და განმეორებითი ტესტი გაუკეთეს,სადაც დადებითის შემდეგ უარყოფითი პასუხი მიიღო! კვარაცხელიას რატომ არ გაუკეთეს განმეორებითი ტესტი?....
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
შერმადინი საუკეთესო იყო, მაკფადენი – გამარჯვებული
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"სარაგოსაში" სადებიუტო მატჩში ანდრონიკაშვილმა მოედანზე გასვლიდან 4 წუთში ტრავმა მიიღო
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ესპანეთში გუნდი გამოიცვალა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
მაკფადენის 20 ქულა და გასვლითი გამარჯვება "ფუენლაბრადასთან"
"მურსიას" თებერვლის შეხვედრების განრიგი
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ანდრონიკაშვილის საუკეთესო მატჩი ლიგა ენდესაში