„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი სამირ ნასრის აფრთხილებს, რომ ის ჯერ დასრულებული ვარსკვლავი არ არის და „ემირეიტ სთედიუმიდან“ გაქცევას მაინც და მაინც ნუ იჩქარებს
„არსენალის“ თავკაცი არსენ ვენგერი თავის ფრანგ ფეხბურთელს, 23 წლის სამირ ნასრის აფრთხილებს, რომ ის ჯერ დასრულებული ვარსკვლავი არ არის, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს და ამიტომ, „ემირეიტ სთედიუმიდან“ გაქცევას მაინც და მაინც თუ არ იჩქარებს მისთვისვე უკეთესი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნასრიმ „მეთოფეებთან“ კონტრაქტის თანახმად კიდევ ერთი წელიწადი უნდა გაატაროს, გაისად ამ დროს კი შეუძლია ქუდი დაიხუროს და თავისუფალი აგენტის სტატუსით დასტოვოს იქაურობა. ეს, თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ თუ ფეხბურთელი „არსენალთან“ ახლავე არ გააფორმებს ახალ კონტრაქტს, კლუბი წაგებაში დარჩება - ერთი წლის შემდეგ ნასრის სანაცვლოდ ფულს ვეღარ მიიღებს. შესაბამისად, შემტევი ნახევარმცველი ახლავე უნდა გაიყიდოს.

ნასრის ფასი 25 მილიონი ფუნტია. მისი შეძენით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებული. ინგლისელთაგან ფრანგის ყიდვა ყველაზე მეტად ჩემპიონ „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურს და ამის შესახებ ბრიტანეთის საინფორმაციო საშუალებებში ხშირად ლაპარაკობენ. ინგლისს გარედან კი გამორჩეულად „ინტერი“ და „ბაიერნი“ აქტიურობენ.

ბევრჯერ გვიხსენებია, რომ ვენგერს ამ ზაფხულს ძლიერი ფეხბურთელების შეძენა აქვს გადაწყვეტილი. ამბობენ, რომ „არსენალმა“ პოლიტიკა შეცვალა. მას მერე, რაც ახალი მეპატრონის, ამერიკელი სტენ კროენკის ხელში გადავიდა, ითქვა, რომ ეკონომია და ფონს იაფად ნაყიდი ყმაწვილებით გასვლა წარსულს ჩაბარდა. დიდი წარმატებისთვის გამოცდილი მებრძოლების დამატებაა საჭირო. თუმცა, მეორე მხრივ, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ „მეთოფეები“ სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან: ნასრის გარდა გუნდის კაპიტან სესკ ფაბრეგასსაც გაქცევაზე უჭირავს თვალი. ფაბრეგასს, მოგეხსენებათ, მისი მშობლიური ქალაქის გუნდი „ბარსელონა“ ეპატიჟება.

ვენგერმა თქვა: „ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ რათა ნასრი „არსენალში“ დავიტოვოთ. ჩემი ამ ახალგაზრდასთან მუშაობის გაგრძელება ძალიან მსურს. თუ თავად გადახედავს საკუთარ წარსულს, დაინახავს, რომ ჩვენთან ერთად საკმაოდ დიდი გზა გაიარა. ამასთან, ვფიქრობ, რომ საუკეთესო თვისებების გამოსავლენად ჯერ კიდევ აქვს სამუშაო. ის ჯერ დასრულებული ვარსკვლავი არ არის. „არსენალი“ კი სწორედ ის კლუბია, რომელმაც ფეხბურთელების ვარსკვლავებად ქცევა იცის“.

ფაბრეგასის შესახებ კი „მეთოფეთა“ თავკაცმა ასე ბრძანა: „ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე გეტყვით, რომ ჩემთვის ფაბრეგასი „არსენალის“ ფეხბურთელია და კიდევ ბევრ წელიწადს დაჰყოფს „ემირეიტ სთედიუმზე“. რასაკვირველია, დადის ჭორი, რომელსაც ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით. საბედნიეროდ, უეფას მიერ „სატრანსფერო ფეარ პელის“ შემოღებამდე ერთი წელიწადიღა დარჩა და დიდი ფულის დაყრით ფეხბურთელების გადაბირებასაც ბოლო მოეღება. ვფიქრობ, ეს ბოლო ცხელი ზაფხულია“.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...