ფინეთთან გამარჯვებულმა საქართველოს ნაკრებმა თამაშის მეორე დღეს ნაწილობრივ დაისვენა. ილიას ზუროსმა გუნდი ერთხელ, 16:00 საათზე ავარჯიშა და ისე, რომ ძალიან არ დაუტვირთავს. თორნიკე შენგელიას და მერაბ ბოქოლიშვილს არ გამოუცვლიათ, თანაგუნდელების ვარჯიშს მათ სათადარიგოთა სკამიდან ადევნეს თვალი.

საშიში არაფერია - თორნიკე შენგელია, ექიმის რეკომენდაციით, მწვრთნელებმა დაასვენეს, მერაბ ბოქოლიშვილმა კი ფინეთთან მატჩში საზარდული დაიჭიმა და ის თამაში ვერ ჩაამთავრა, თუმცა შვეიცარიასთან მატჩის განაცხადშია და სრული დატვირთვით ვერა, მაგრამ გარკვეული დროით შეძლებს საქართველოს ნაკრების დახმარებას.

სავარჯიშო ფორმაში, მოედანზე იყო, თუმცა უმეტესი დრო გაწელვებს დაუთმო და არ დატვირთულა გიორგი შერმადინი. ფინეთთან მატჩის ბომბარდირი ძალების აღსადგენად ექიმებმა სპეციალურად ავარჯიშეს.

საქართველოს ნაკრებს რთული მეტოქე ჰყავს. შვეიცარიამ შაბათს შესუსტებული, თუმცა სერბეთის ნაკრები დაამარცხა, ილიას ზუროსმა კი ქართველ მოთამაშეებს შვეიცარიელებთან თბილისური მატჩი შეახსენა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი გაჭირვებით, დამატებით დროში დაამარცხა. ვარჯიშიდან სასტუმროში დაბრუნებული საქართველოს ნაკრების წევრები მწვრთნელების მიერ მომზადებულ შვეიცარიელთა თამაშების ვიდეოგანხილვას დაესწრნენ.

საქართველოს ნაკრებს თამაში დღეს, 30 ნოემბერს, დილის ვარჯიში აქვს დაგეგმილი, შეხვედრა კი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას, ტრადიციულად, "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GBF.GE

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89