ინტერვიუ საქართველოს ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" გოლკიპერთან
დასრულებული სეზონი გიორგი ლორიასთვის კარგი გასახსენებელია. 25 წლის მეკარეს კლუბი არ შეუცვლია, დღემდე თბილისის "დინამოშია", მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მშვენიერი თამაშით ევროპული კლუბები დააინტერესა. რაც მთავარია, გულშემატკივარში გაჩნდა რწმენა - თუ ადრე საიმედო მეკარეების დეფიციტი გვაწუხებდა, ახლა ნაკრებში ორი მაღალი კლასის კიპერი გვყავს.

გიორგი ლორია "ლელომ" საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. ინტერვიუ თბილისის "დინამოს" ავსტრიულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ჩამოვართვით:

- ნაკრების მატჩის შემდეგ ვისვენებდი და მხოლოდ გამგზავრების წინა დღეს ვივარჯიშე. მძიმე სეზონი მქონდა და დამასვენეს.

- რა დაგამახსოვრდა გასული სეზონიდან?

- კატასტროფული მინდვრები და ცუდი გასახდელები. მინდა, რაც შეიძლება კარგ სტადიონებზე ვითამაშო, სადაც იქნება ხარისხიანი მოედნები, გასახდებელი და საფეხბურთო განწყობა. სათამაშო განწყობას სწორედ ეს გიქმნის. სამწუხაროდ, ამ სიამოვნებას მოკლებულები ვართ, თუ არ ჩავთვლით ლიდერების შეხვედრებს.

- ხორვატიასთან და სლოვენიასთან კარგ მოედნებზეც ითამაშე და საფეხბურთო ატმოსფეროც იყო. ეტყობა, შენზე ამან კარგად იმოქმედა.

- ცხადია, ნაკრების დონეზე ყველგან კარგი სტადიონები და მოედნებია. თუმცა მთავარია, რომ ქვეყნის მთავარი გუნდის სახელით ვთამაშობ, რაც ყველაზე დიდი სტიმულია.

- აქვე გკითხავ, ნაკრების ბაზაზე როგორი მოედანია?

- ძალიან კარგი, მსგავსი სპლიტის სტადიონზეც კი არ იყო. ეს თქვა ნაკრების ყველა წევრმა და ძალიან გვიხარია, კარგი საფარი საქართველოშიც რომ გვეღირსა.

- საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარეობა შენთვის რას ნიშნავს?

- ეს ჩემი მიზნებიდან ერთ-ერთი იყო. კიდევ მაქვს რამდენიმე, მაგალითად, სადმე წავიდე, უფრო გავიზარდო და სადაც უნდა ვითამაშო, ქართველობა და ჩვენი სამეკარეო სკოლა არ შევარცხვინო. ვფიქრობ, რომ ნიჭიერი მეკარეები გვყავს, მაგრამ სათანადოდ ვერ ჩანან. ნაკრები უკეთ რომ ათამაშდა, ყველამ, დაინახა, რომ არც ისე კატასტროფული მდგომარეობა ყოფილა.

- როგორც ვიცი, სპლიტის შეხვედრის შემდეგ თქვენს გასახდელში ხორვატების მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი პირადად შენს სანახავად შემოვიდა.

- ბილიჩი თბილისში წაგების შემდეგაც შემოვიდა და ხორვატიაშიც. სპლიტში თვალებით მეძებდა, თან ეღიმებოდა, თან გაოცებული სახით მიყურებდა, შემაქო, ასე გააგრძელე, ძალიან მომეწონეო. მას მაღალი დონის შეხვედრებითა და მეკარის კარგი თამაშით ვერ გააკვირვებ და, აქდან გამომდინარე, ბილიჩის შექებამ ძალიან გამახარა.

- როგორც ვიცი, შენი უცხოეთში წასვლა საკმაოდ რეალურია.

- მიწვევები მაქვს, მოლაპარაკებაც მიმდინარეობს, მაგრამ ეს მთლიანად კლუბის კომპეტენციაა და მალე გამოჩნდება, გადასვლა რამდენად რეალურია. ჯერ ისიც არ ვიცი, ევროთასამდე გამიშვებენ თუ არა. უცხოეთში თამაში კი ძალიან მინდა. ჩემი წასვლით კლუბი არ დაზარალდება, ნიჭიერი ბიჭია თორნიკე ზარქუა, ახლა გამოცდილი სოსო გრიშიკაშვილიც დაგვემატა და "დინამოს" მეკარის პრობლემა არ შეექმნება.

- სლოვენიასთან და ხორვატიასთან შეხვედრებში თავდაჯერებულად, საიმედოდ ითამაშე. თავდაჯერება კი ადრე აშკარად გაკლდა.

- მე ყოველთვის ჩემს შანს ველოდი და, მგონი, ცუდად არ გამომიყენებია. თუმცა ფანტასტიკურადაც არ მითამაშია, შეიძლებოდა კარის მშრალად შენახვა, ხორვატების გოლებიდან აუღებელი არც ერთი ყოფილა. ეტყობა, მაღალ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილება მჭირდება. თუმცა საქართველოს ჩემპიონატშიც არის ხოლმე კარგი მატჩები.

- მაგალითად, რომელს გამოარჩევდი?

- ფოთში "კოლხეთთან" მატჩს, რომელიც დაძაბულად ჩატარდა. ამასვე ვიტყვი ცხინვალის "სპარტაკთან" შეხვედრაზე "ქართლის" სტადიონზე და "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩზეც. თუმცა იყო თამაშები, თითქმის არ დავტვირთულვარ.

- გასულ სეზონში ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგი.

- ამის დამტკიცება მომავალშიც მომიწევს, რადგან ერთი სეზონის კარგად ჩატარება არაფერს ნიშნავს. მთავარია, ასე გავაგრძელო სტაბილურად. ისე, ბედნიერი ადამიანი ვარ, თბილისის "დინამოში" რომ ვირიცხები. ამ გუნდმა ბევრი რამ მომცა, როგორც ჩანს, გაზრდა და მაღალი დონის კლუბში გადასვლა აქედანაც შესაძლებელია.

- "დინამო" უტიტულოდ დარჩა და საკმაოდ უფერული სეზონი ჩაატარა.

- წარუმატებლობის მიზეზი შემადგენლობის როტაცია იყო. სეზონის განმავლობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა და, ცხადია, შეუთამაშებლად ჩემპიონობის მოპოვება ძნელია. ეს ჩვენმა კონკურენტმა "ზესტაფონმა" მოახერხა და გვაჯობა კიდეც.

zaza21
შენი კარიერა ახლა იხსნება და მონდომებით და ყურადღებით,რაც მთავარია წარმატებებს გისურვებ..
uzlevi
მარტო ბილიჩი არ გააკვირვა ლორიამ... შესანიშნავად იმეკარევა ამ თამაშში. ნეტავ დიდი ევროპული კლუბი მიიწვევდეს რომ გაიბრწყინოს მისმა სახელმა ევროპაში. დიდი ტალანტების პატრონია და შეუძლია ლეგენდარულ მეკარედ გადაიქცეს დიდ კლუბში. თავმდაბლობაც აქვს და თანაც ხასიათის ძლიერებას გამოსცემს. წარმატებები ლორიას!!!
ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
"ტორპედომ" ხორვატი ფეხბურთელი დაიმატა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
ოიარსაბალი: ფეხბურთი ცირკითაა გარემოცული
"რეალი" ფრანგებს გაასხვისებს? - "სამეფო გუნდიდან" შესაძლო წამსვლელები ცნობილია
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
ირანმა და ეგვიპტემ მათი მატჩისას სტადიონზე LGBTQ+ თემის მხარდამჭერი სიმბოლკის აკრძალვა მოითხოვეს - FIFA-ს პასუხი ცნობილია
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
"მატჩის შემდეგ ვიტირე..." - ნეიმარის ემოციური კომენტარი მიმდინარე მუნდიალზე დებიუტის შემდეგ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს