დღეს, 30 ნოემბერს, "სამტრედიამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და სეზონის ყველაზე დრამატული მატჩის ვიხილეთ, რომელშიც კაცნაკლულმა ბათუმელებმა 93-ე წუთზე იმარჯვეს.

25-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მამუკა კობახიძემ იმნაძე წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ხოლო სამტრედიელთა მცველმა ლაშა თოთაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიშიც გახსნა. პირველი ნახევარი იმერლებმა 1:0 მოიგეს.

63-ე წუთზე მასპინძლებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს, გაფრინდაშვილის ჩაწოდებული ბურთი ნიქაბაძემ მახვილგონივრულად გაატარა და ჯიღაურს გატანა არ გასჭირვებია - 1:1.

შეხვედრის არბიტრის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ლაშა შერგელაშვილმა ზუსტად ჩაუწოდა ვლადიმერ დვალიშვილს და ვეტერანმა ფორვარდმა ბათუმელებს გამარჯვება მოუტანა - 2:1.

30 ნოემბერი, სამტრედია

სამტრედია- ბათუმის დინამო 1:2

გოლები: 1:0 თოთაძე (26), 1:1 ჯიღაური (63), 1:2 დვალიშვილი (90+2).

"სამტრედია"- სეფიაშვილი, კილასონია, სამბუ, თოთლაძე, რუხაია, პავისიჩი (თარგამაძე, 75), კოჭლაძე (კერძევაძე, 63), ინკუმი, იმნაძე, ნატან ჯუნიორი და ახალკაცი (დიეგო დიზი, 58).

"დინამო" - ალავიძე, შერგელაშვილი, გაგოშიძე, კობახიძე, მელიავა, ჯიღაური (თევდორაძე, 88), ცინცაძე, მამუჩაშვილი, გაფრინდაშვილი, ნოგუეირა (ჩალაძე, 77), ნიქაბაძე (დვალიშვილი, 69).

სამტრედიელები 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხებათ ბათუმელებს, ისინი 32 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ.

მომდევნო მატჩს "სამტრედია" 5 დეკემბერს, დინამო "თბილისთან" გამართავს, ხოლო ბათუმის "დინამო" ამავე რიცხვში "ტორპედოს" ესტუმრება.

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე