თუ ფიჯელთა ბანაკში კოვიდ-ინფექცია არ დაფიქსირდება, "ბორჯღალოსნები" 5 დეკემბერს, "შემოდგომის ერთა თასის" დასკვნით რაუნდში ედინბურგში, ჩვენი დროით 16:00 საათზე მე-7 ადგილისთვის ერკინება.

"მფრინავ ფიჯელებს" "ბ" ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის და შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ პირველ მატჩამდე გუნდში კოვიდ-ინფექციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და დროთა განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 29-ს მიაღწია.

ტურნირის ორგანიზატორებმა კუნძულელებს ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში 0:28 წაგება ჩაუთვალეს. ახლა ფიჯელები თავს კარგად გრძნობენ და ვარჯიშიც განაახლეს, თუმცა ითამაშებენ თუ არა ისინი 5 დეკემბერს, კოვიდ-ტესტების პასუხებზე იქნება დამოკიდებული.

ტიერ1-ის გუნდების რისხვა

ფიჯის ნაკრები პირველად 1924 წელს შეიკრიბა, მეზობელ სამოას ეწვია და 6:0 დაამარცხა. მას შემდეგ მათ 346 შეხვედრა გამართეს და 168 მოიგეს, ამდენივე დათმეს, 10-ჯერ კი ფრე ითამაშეს. ფიჯიმ ყველაზე დიდი სხვაობით - 120:4, 1983 წელს ნიუე დაამარცხა, თავად კი 2005 წელს ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 0:91.

1987 წელს ფიჯი იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომლებიც პირველ მსოფლიო თასზე მიიწვიეს და "მფრინავებმა" მეოთხედფინალში ითამაშა. სულ მათ 9-იდან რვა მსოფლიო თასზე (ერთადერთი მსოფლიო თასი 1995 წელს გამოტოვეს) ითამაშეს და 2007 წელს საუკეთესო შედეგი გაიმეორეს - მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მომავალ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან 20:37 დამარცხდნენ.

კუნძულელებს ხშირად უწევდათ ტიერ1-ის ქვეყნებთან თამაში და 13 შემთხვევაში გამარჯვებაც მოიპოვეს - ავსტრალიასთან, არგენტინასთან, უელსთან, შოტლანდიასთან, საფრანგეთთან და იტალიასთან. 2000-იან წლებში ფიჯელებს ოთხჯერ ჰყავთ დამარცხებული იტალია, თითოჯერ კი - უელსი, შოტლანდია და საფრანგეთი. მათ შორის უელსი 2007 წლის მსოფლიო თასზე - 38:34 და საფრანგეთი 2018 წელს, ტესტ-მატჩში "სტად დე ფრანსეზე" - 21:14.

ფიჯის 7-კაცა 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კუნძულელებმა ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს. გარდა ამისა, ისინი რეგულარულად თამაშობენ მსოფლიო სერიებს.

დღესდღეისობით ფიჯის ნაკრებს ახალზელანდიელი ვერნ კოტერი წვრთნის, რომელსაც სხვადასხვა დროს ტოპ 14-ის "კლერმონსა" და "მონპელიეში", ასევე, შოტლანდიის ნაკრებსა და "ბრიტანელ ბარბაროსებში" უმუშავია. მას ეხმარებიან ზელანდიელები - გლენ ჯექსონი, ჯეისონ რაიანი და დერილ გინსონი, ასევე შოტლანდიელი რიჩი გრეი, გუნდის ბირთვს კი ფრანგული, ინგლისური, შოტლანდიური და უელსური კლუბების წამყვანი მოთამაშეები წარმოადგენენ.

მეხუთედ ფიჯისთან

ფიჯი, იაპონიასთან ერთად, ტიერ2-ის ქვეყნებიდან ერთ-ერთია, რომელთანაც "ბორჯღალოსნებს" უარყოფითი ბალანსი აქვს.

2012 წლიდან დღემდე, მათთან ოთხჯერ ვითამაშეთ და მხოლოდ ერთხელ მოვიგეთ. პირველი მატჩი თბილისში გაიმართა და სტუმრებმა 24:19 მოიგეს. რევანში ოთხი წლის შემდეგ, სუვაში შედგა, სადაც საქართველომ 14:3 იმარჯვა. 2018 წელს ფიჯელებმა სუვაში 37:15 იმარჯვეს, 2019 წლის მსოფლიო თასზე კი 45:10 მოიგეს.

თუ მატჩი კოვიდ-ინფექციამ არ ჩაშალა, 5 დეკემბერს "ბორჯღალოსნებს" ურთიერთშეხვედრების ბალანსის გამოსწორების და შარშანდელი მარცხისთვის რევანშის აღების შანსი ექნება.

ირლანდიასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განაცხადა:

"ყველამ კარგად იცის, ფიჯი რა დონის გუნდია, თუმცა ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლებთ!".

მოცემული მომენტისთვის, ფიჯი 76,21 ქულით მსოფლიო რეიტინგში მე-11 ადგილზეა, ხოლო "ბორჯღალოსნებს" 72,85 ქულა აქვს და მე-12 პოზიციაზეა.

rugby.ge

ddgfdf
მაინც ჯობია მაღალმა მაღალი აახტუნოს მეორე ვარიანტია აფრასიძე გაისროლო მიუნჰაუზენივით.
ვვვ
უცხოურ პრესაში გამოხმაურება აღარ გვაქვს? საინტერესოა.
სს
ფიჯის არც იტალიასთან არც საფრანგეთთან და არც შოტლანდიასთან არ გამოვიდა და ყველა ტექნიკური 28-0 წაგება ჩაეთვალა ბოლო მატჩი არ იქნება
gulshematkivari
რაგბი ძველი წესებით უკეთესი იყო
Mima
Ra Fiji sad tamashobs 8 Erse bolo Match I at iqneba
კახა
სასიცოცხლოდ აუცილებელია კვალიფიციური პროფესიონალი გამოცდილი მწვრთნელი, ამის აუცილებლობა თუნდაც იქედან ჩანს რომ ევროპის ლიგას უკონკურენციოდ ვიგებთ,უკვე რეგრესისკენ წავედით უცხოელი მწვრთნელი თანაც საქმისცოდნე და პროგრამით ხელში დავუდოთ ყველაფერი რა რესურსი რა გაგვაჩნია და მივცეთ გარკვეული დრო აწონ დაწონოს ყოველივ დავუსახოთ ამოცანა ეროვნული ნაკრების უფრო მაღალ დონეზე ასვლის რომ გუნდი იყოს კონკურენტ უნარიანი ტიერ1 წარმომადგენლებთან ამასთანავე არამარტო ეროვნულ ნაკრებს არამედ ყველა ასაკის ნაკრებებს გაუწევს კოედინაციას და ქართველი მწვრთნელებისთვისაც პერიოდულად ჩაატარებს მასტერ კლასებს დაესწრება ეროვნულ ჩემპიონატს წლის გაავლობაში უმეტესად იცხოვრებწ საქართველოში რაც რათქმაუნდა შესაბისად აუნაზღაურდება პლიუს ბონუსები ყველა მოგებულ თამაშზემითუმეტეს ეს იქნება ტიერი1 წარმომადგენელი ერთი თეთრიც არ უნდა დავიშუროს თუ მოკიდებს ხელს ყველაფერს ხელს და ბოლოს სკოლის პროგრამას დაემატოს დამატებით სპორტის გაკვეთილი სადაც რაგბი და ჭიდაობა იქნება ტოგორც სხვა დანარჩენი მეცნიერებები შესაბამის დონეზე და კვალიფიციური აზრდრლ პედაგოგებით რისთვისაც ყოფილი თუ მოქმედი სპორტსმენების გადამზაფაბა უნდა მოხდეს და ესეც დამაყებითი სამუშაო ადგილები რაც ქვეყნისთვის ერთერთი პრობლემაა თუ უმთავრესი არა! გაითვალისწინეთ განახორციელეთ ნუ ხართ მატტო ბიძინას მიშტერებული როდის რამეს "გადმოგიგდებთ"
ზურა
თუ ფიჯელებმა შეძლეს ვერ კოტერის დონის მწვრთნელის დათრევა რატომ არ შეუძლია საქართველოს რაგბის კავშირს იგივეს გაკეთება არა მგონია ბევრად წინ იყვნენ ჩვენზე ეკონომიკურად. მიუხედავად მაისაშვილისადმი ჩემი პატივისცემის ჩემი აზრით მგონი ჯობია ამ ეტაპზე უკვე გაზრდილი და დაღვინებული მსოფლიოს დონის მწვრთნელი გვყავდეს და მაისაშვილმაც და ნაკრებმა მასთან ერთად განაგრძონ ზრდა აი მერე კი შეიძლება მაისაშვილზე ნაკრების ნდობა. მილტონს მადლობა მაგრამ მაგის დონის მწვრთნელს ისევ მაისაშვილი აჯობებს. უკვე დროა დიდ მწვრთნელებს ველაპარაკოთ. ჯერ სხვა თუ არაფერი წონა აქვთ და მსაჯები იმას ვერ გაბედავენ რასაც ბედავდნენ და გაბედეს ამ თამაშებში არ გეგონოთ რომ მსაჯებს საბრალო წაგებას მაგრამ ასეთი მსაჯობის ფონზე სითამამე კლებულობს. ვინც უყურა თამაშებს მიხვდება რა მომენტებს ვგულისხმობ სამივე თამაშში.
გიორგი
დიახ, ლელო 4 ქულად ფასდებოდა
ზაზა
სხვა სისტემა იყო.
aranairi shecdoma
1971 წლამდე 3 ქულა იყო ლელო, 1992 წლამდე - 4. საერთოდ, ძალიან სწრაფად ცვალებადი სპორტია რაგბი. თუმდაც ამ ათწლეულში ბევრი წესი შეიცვალა და ახალიც დამკვიდრდა.
SL
მართლა მაინტერესებს ეს ფრაზა - "ფიჯიმ ყველაზე დიდი სხვაობით - 120:4, 1983 წელს ნიუე დაამარცხა" - უბრალოდ მექანიკური შეცდომაა, თუ ადრე ლელოები ან არეკნები სხვა ქულებით ფასდებოდა ვიდრე ეხლა.
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
"რეალისა" და "ბაიერნის" ყოფილი მცველი გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდება
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
მონდომებაც ამას ჰქვია - ჩავიმ ნიდერლანდელებს ასეთი პირობა დაუდო
"შავი ლომი" | ორ დღეში "თბილისის თასი 2026" იწყება
U21 | შეკრების მეორე დღე და ცვლილება შემადგენლობაში
სრული შემადგენლობით - ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
ტრავმირებული ვალვედე ორი კვირა იუქმებს
"თითქოს ის "კვარა" საერთოდ არ არის" - როტენს სანაკრებო პაუზის შემდეგ ძველი ხვიჩას ნახვის იმედი აქვს
რექსაჩი: "ბარსელონასთვის" კონკურენციის გაწევა მხოლოდ პსჟ-ს შეუძლია
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
ვის უნდა მისცენ “ოქროს ბურთი”? - ფერან ტორესმა თავისი აზრი დააფიქსირა
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
რა სასჯელი დაეკისრება "მარსელს"? - პსჟ-ისთან მატჩის შემდეგ გამოძიება დაწყებულია
"COVID 19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით ეჭვები მქონდა, სერთიფიკატი გავაყალბე" - ჯაკას 2022 წელს მომხდარი ამბის გამო, ნაკრების დატოვება მოუწია
"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
საქართველოს ნაკრები ფიჯისთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | ფიჯის ბათუმში ვერ ვაჯობეთ
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
"ბორჯღალოსნები" | მეორედ ბათუმში, ამჯერად ფიჯისთან
"ბორჯღალოსნები" | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება
ქართველ მორაგბეებს ბორდოში ზურიკო დავითაშვილი ეწვია
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფიჯის ამარცხებს