ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის "ვოლფსბერგერი" სტუმრად ცსკა-ს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

მატჩი 22 წლის ლოჩოშვილმა შეუცვლელად ჩაატარა და ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ, გიორგბელიძე კი სათადარიგო გახლდათ.

"დინამოს" ყოფილი მცველი ავსტრიულ გუნდში სულ რამდენიმე თვეა რაც გადავიდა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა.

ის უკვე კლუბის ერთ-ერთი ლიდერია და ავსტრიულ პრესა ლოჩოშვილს ყოველთვის დადებითად მოიხსენიებს.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და საუბარი გუშინდელი მატჩის შეფასებით დაიწყო.

"გახარებული ვარ, რომ ასეთი კარგი შეფასება დავიმსახურე. ასევე ძალიან სასიამოვნოა, რომ გუნდმა გაიმარჯვა და ერთი ნაბიჯი აშორებს ჯგუფიდან გასვლას. იმედია, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ადაპტაციის ასე სწრაფად გავლა პირველ რიგში დიდი ნდობის დამსახურებაა, რომელიც ვიგრძენი. თავდაპირველად ჩემს მიმართ ძალიან დიდი კრიტიკა წამოვიდა, რაც დამატებითი მოტივაციის საფუძველი გახდა.

მოტივაცია მქონდა, რომ დამემტკიცებინა ისინი ცდებოდნენ, რაც გამომივიდა".

ლოჩოშვილს ჩვენ ვკითხეთ, ასეთი კარგი თამაშის ფონზე გაჩნდა თუ არა დაინტერესება უფრო სახელოვანი გუნდების მხრიდან.

"ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ახალგაზრდა ვარ და ჩემს თავზე ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო. მჯერა, რომ ბევრს მივაღწევ და ამისთვის თავს არ დავზოგავ.

ჩემი მიზანიც სწორედ ესაა, რომ ჯერ ამ ეტაპზე გამოვიჩინო თავი და შემდეგ წავიდე წამყვან ჩემპიონატებში, რაც სავსებით რეალურად მიმაჩნია.

ბოლოსკენ, ლოჩოშვილს ეროვნულ ნაკრებზეც დავეკითხეთ... როგორც იცით, მას ვლადიმერ ვაისი არ იძახებდა და კითხვაც სწორედ სლოვაკი სპეციალისტის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.

"რა თქმა უნდა, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან გაფართოებულ სიაშიც კი ვერ მოვხვდი, მაგრამ ეს მისი გადასაწყვეტი იყო.

ძალიან გამიკვირდა, რადგან იმ დროისთვის სათამაშო პრაქტიკაც მქონდა და კარგ ფორმაშიც ვიყავი. იმედს ვიტოვებ, ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება მომეცემა.

ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ და ჩემი ოცნება სწორედ ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაა. ძალიან კარგი თაობა მოდის, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია... ორივეს ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი მათი შესაძლებლობები.

მათ შანსი მიეცათ და დღეს ისინი ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესონი არიან. ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და იმედი მაქვს, ჩემი ოცნება მალე ახდება", - გვითხრა ლოჩოშვილმა.

giggs
უკვე ამაზრზენია 2 თამაშს ითამაშებენ და ნაკრები უნდათ. ეს არიყო ტირანასთან მესამეკლასელივით რომ ითამაშა? ან ფიზიკურ კონდიციას შეხედოს საკუთარი თავის, ამხელა ჯანიანი ბიჭია და ივარჯიშოს ცოტა ფიტნესსზეც არ აწყენს
ბაჯო
ყოველ მეორე ტამასჰე ციტელ ბარატებს რო კრიფადი ეს არიყო
Dato55
ანუ რამ გაგაბორატად ეს ხალხი ბიჭმა გაფართოებულ შემადგენლობაზე თქვა თამაში არავის არ უხსენებია ყველაფერი სხვანაირად რო გესმით და ლიჟბი ნეგატიური დაწეროთ ერთი თამაშით არაფერი არ წყდება ნუ გადააყოლეთ ტირანას თამაში წარმატებები ამ ბიჭს
გუგა
ამბიცია ძალიან კარგი თვისებაა სპორტსმენისთვის, მაგრამ საკუთარ თავზე გადამეტებული წარმოდგენა დამღუპველია. ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა უნდოდეს, მაგრამ ასეთი ტონით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. რეალში ან ბარსელონაში თამაშობს და რამე არასწორად გვახსოვს? სანამ წავიდოდა დინამოდან ორი თვით ადრე რა გააკეთა თამაშში ეგ მაინც არ გვენახა. ბევრი სულელური მოქმედება გვინახავს ქართველი მცველებიდან, მაგრამ ეგეთი მართლა არ მახსენდება. ეს არ ნიშნავს, რომ არ შეუძლია გამოსწორება და როგორც ჩანს პროგრესის გზაზეც არის, ძალიან კარგია. მაგრამ აი მე ვარ და ჩემი ნაბადი... ეს ლოგიკა დამღუპველია.
ჯაკო
ასეთ ელემენტებს საერთოდ უნდა აუკრძალო ნაკრები,რა დამსახურებუს გამო უნდა მოხვდეს ნაკრებში? ფეხბურთელია? თუ ფეხბურთელია როდიდან გახდა ფეხბურთელი?
vaxo
აი ასეთი კომენტების მერე კიდე იტყვით უცხოეთში რატო მიდიან და იქ რატო რჩებიანო, ვიღაცეებს მოქალაქეობის მიღებას თავაზობთ, და რატო რო მსგავსი შეფასება,სულ რო ეგრე იყოს, აზალგაზრდა კაცს არ უნდა გაუკეთო. ჯერ ადამიანობა და მერე თქვენი ვაი-გულშემატკივრობა. თუ ვინმე ახალგაზრდა წაიკითხავს, გეუბნებით დროზე წადით, მოშორდით ამ ბოროტ და დაწყევლილ ბრბოს.
გენა
გურამ კაშიას კი აჯობებს ნაღდად. ისე ძაან ბევრ შეცდომას უშვებს ლოჩოშვილი მაგრამ კაშიასავით დროში და სივრცეში დაბნეული არაა.
გიორგი
ვინ უნდა ამოეგდო? ვისაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და გადაადგილება უჭირს!
ქომაგი
და რა შესძინა ისეთი ქვეყანას რომ ნაკრებში თამაშს იმსახურებდეს ? საქართველოს საკლუბო ფეხბურთისთვის არაფერი ღირებული არ გაუკეთებია და სადღაც ავსტრიაში ბურთი გაუგორებია და 10 ათასობით ევროები ჰქონია ხელფასი მაგის გამო უნდა თამაშობდეს ნაკრებში ? კარგად გვახსოვს ალბანელებმა რაც დამართეს ლოჩოშვილს თანაც საკუთარ მოედანზე და რა გარანტია გვაქვს რომ იგივე მასტერკლასს არ ჩაუტარებს სხვა გუნდები ? ამ ქვეყანაში როგორ ყველას პრეზიდენტობა და ნაკრებში მოხვედრის პრეტენზიები აქვთ ! ჩვენი საშველი არასდროს იქნება,აბსოლუტურად ყველა დარგში უკვე ფიასკოს განვიცდით და დროა იმაზე მინიმუმ მაინც დავფიქრდეთ, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ ისე არ უნდა კეთდებოდეს, აი როცა ჟურნალისტი ხარ, რატო უნდა დაგებადოს იდეაშიც კი ნაკრებზე კითხვა, ისეთ ფეხბურთელთან რომელიც არ იმსახურებს ჯერჯერობით გამოძახებასაც კი.იმედია არ დაბლოკავთ
Kashia
აუფფფ, რა ხალხი აცხადებს ნაკრებზე პრეტენზიას პროსტა სირცხვილია, ლოჩოშვილის ნათამაშევი ფეხბურთი არ გაიშვა. ისედაც რა დღეში ვართ და ეს ხო აგვაშენებს.
Რატი
ჯერ ადრეა და ბევრი აქვს დასამტკიცებელი. ისეთი ცენტრალური მცველები არიან ნაკრებში, რომ ჩემი აზრით მისი ადგილი მაქსიმუმ გაფართოებულ სიაშია და რა 11-ეულში.წარმატებები!!!
ჯიჯი
ამას ფეხბურთელი გონია მართლა თავი..ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ამ გაურკვეველი სუბიექტის ნაკრებდი გამოძახება,,წავიდეს და გლდანის გლდანში ითამაშოს
guga lomidze
ნეტა ერთი რატო იყავი იმედგაცრუებული? ვინ უნდა ამომგეგდო შემადგენლობიდან?... ან რა დაიმსახურე ჯერ? წელს დინამოში, ევროპაზე შენი შეცდომები უფრო დაგვამახსოვრდა ვიდრე წარმატებები. მოუმატე იყავი სტაბილური და ნაკრებიც არ დაახანებს...
"ოქროს ბურთი 2026" - კეინი პირველზე დატოვეს, მესი მეორეზე გადაიყვანეს, კვარაცხელია მცირედით დააწინაურეს
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
ევროპის ტოპ 5 ლიგის კლუბების რადარზეა - ლოჩოშვილი "ნიურბერგიდან" წავა
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" მოულოდნელად "ვოლფსბერგერთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "ნიურნბერგს" ქულა მოუპოვა და შეიძლება უკეთეს გუნდში გადავიდეს
ტყუპისცალიც ავსტრიაში - ოთარ მამაგეიშვილი "ვოლფსბერგერში" გადაბარგდა
"ის ფეხბურთელია, რომელსაც ვეძებდით" - ლოჩოშვილი ოფიციალურად "კიოლნში" გადავიდა
კიტეიშვილის "შტურმი" "ვოლფსბერგერს" ფრედ ეთამაშა და ლიდერობა დაკარგა
ალთუნაშვილის "ვოლფსბერგერმა" სტუმრად კიტეიშვილის "შტურმს" დამაჯერებლად მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ჩემპიონი "შალკე" დაამარცხა
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?