ალკოჰოლურ სასმელებს შორის ლუდის რეცეპტი ყველაზე ძველია მსოფლიოში. ლუდის სამშობლოს სტატუსს დღეს ბევრ ქვეყანას მიაწერენ ხოლმე, თუმცა რეალურად მას კონკრეტული სამშობლო არ გააჩნია. ეს არომატული და ბევრისთვის საყვარელი სასმელი ყველა კონტინენტზე, მრავალი ერის კულტურასა და ტრადიციებში გვხვდება, თუმცა სულ სხვადასხვა ფორმით. წარმოების რეცეპტურა განსხვავდება არა მხოლოდ კონტინენტების, არამედ ქვეყნების მიხედვითაც. ლუდის განსაკუთრებული მოყვარულები კი გემოს მიხედვითაც არჩევენ, გერმანულია ის, ჰოლანდიური, ჩეხური თუ კიდევ სხვა რომელიმე ქვეყნის ნაწარმია.

ლუდის შერჩევის დროს პირველი კრიტერიუმი ყოველთვის არის მისი ტიპი, ლაგერია, პილსნერი თუ სხვა. ამის შემდეგ კი მთავარი ფაქტორი ლუდის მწარმოებელი ქვეყანაა. დღეისათვის ლუდის მწარმოებელი საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალში მოწინავე ადგილებს იკავებს გერმანია, ჩეხეთი, ჰოლანდია, ბელგია. ლუდი განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოშიც და აქ უამრავი ქართული და უცხოური ბრენდის ლუდი იწარმოება საკმაოდ მაღალ დონეზე. ქვეყანაში ლუდის წარმოება წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. თუმცა უცხოური ბრენდების, მაგალითად, გერმანული ან ჰოლანდიური ლუდის საქართველოში წარმოების დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ერთი საკითხი – შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ლუდის საქართველოში ზუსტად ისე წარმოება, როგორც მის სამშობლოში ხდება და გემოვნური თვისებების 100%-ით შენარჩუნება?

ამ კითხვაზე პასუხი მეტ-ნაკლებად სადავოა. არაქართული ლუდის მოყვარულები კი, როგორც წესი, იმ სასმელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მის სამშობლოში იწარმოება და არა აქ, ადგილობრივად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლუდის წარმოება მაღალ დონეზეა. რით განსხვავდება სამშობლოში და სხვა ქვეყანაში წარმოებული ერთი და იგივე ლუდი? ეს შემთხვევა ჰოლანდიური ლუდის, "გროლშის" მაგალითზე განვიხილოთ.

ინგრედიენტები

ეს მთავარია, რაც სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ ლუდს განასხვავებს. მაგალითად, "გროლშის" რეცეპტურა 400 წლის წინ შეიქმნა და დღემდე უცვლელად შეიცავს სვიის ორ სახეობას: ერთი მათგანს ახასიათებს სიმწარე, მეორეს - განსაკუთრებული არომატი, რომლებიც "გროლშს" გემოვნურ სიღრმეს სძენს. თავის დროზე ეს აღიარეს, როგორც თამამი, მსოფლიოსთვის გამორჩეული გემოს შექმნის ტრიუმფი. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ პროდუქტი იწარმოებოდეს მის სამშობლოში, ჰოლანდიური სვიით, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებენ.

საქართველოში ან სხვა რომელიმე ქვეყანაშიც შეიძლება აწარმოონ ლუდი იმავე რეცეპტურით, მაგრამ ის ვერასდროს იქნება "გროლში", რომელსაც ჰოლანდია ქმნის სწორედ ინგრედიენტების გამო. დიდი მნიშვნელობა აქვს წყალსაც. მიუხედავად იმისა, რომ ქართული წყალი გემრიელია და ბევრ ქვეყანაში აღიარებულიცაა, ჰოლანდიური ლუდის დასამზადებლად ჰოლანდიური წყალი უნდა გამოიყენებოდეს, რომ ზუსტი გემო მივიღოთ.

ტრადიცია

"გროლშს" წარმოების 400-წლიანი ტრადიცია აქვს. წარმოების წესები და დეტალები კი ზედმიწევნით კარგად იციან მისმა ტექნოლოგებმა, წარმოებაში დასაქმებულმა ადამიანებმა. წარმოება მხოლოდ რეცეპტის ზუსტი დაცვა არაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართულნი იყვნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამას წლებია, აკეთებენ და წინამორბედების მიერ გაკეთებული საქმის შესახებაც კარგად იციან. როცა საქმე ახალი ბრენდის ლუდის შექმნასა და წარმოებას ეხება, შეიძლება სხვა რომელიმე ქვეყანამ შექმნას უკეთესი, ვიდრე ჰოლანდიამ. მაგრამ, როდესაც საქმე "გროლშს" ეხება, უბრალოდ შეუძლებელია სხვა რომელიმე ქვეყანამ ეს ჰოლანდიაზე უკეთ შეძლოს. სწორედ ამიტომ, ლუდის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ის მის სამშობლოში იყოს წარმოებული.

ლუდის მწარმოებელი ქვეყნის გარკვევა კი ძალიან მარტივია მისი ეტიკეტის მიხედვით. ეტიკეტზე აუცილებლად არის მითითებული ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის ბრენდი და რომელ ქვეყანაშია წარმოებული კონკრეტული პროდუქტი. ასევე ყურადღება მიაქციეთ შტრიხკოდს, რომელიც ყველა ქვეყანას თავისი აქვს. ეტიკეტზე ქართულმა წარწერამ არ დაგაბნიოთ. იმპორტირებულ ლუდს ხშირ შემთხვევაში ეტიკეტი ქართულ ენაზე აქვს, რადგან ის სპეციალურად ქართული ბაზრისთვის იქმნება.

ამ სტატიას აქ რა უნდა
რაღაცნაირი ანეგდოტი! ჰეინეკენი და გინესი დაეჯიბრებიან დაბლლინში (ირლანდია) ვის უფრო უკეთესი გემო აქვს. ჰეინეკენი ეუბნება: "-კუსავით უნდა ჩამოგიტოვო დაბლინშიო გინესი პასუხობს: "კუ და ბლინ" - ო
გოგა
პილზნერ ურქუელი, გამბრინიუსი..
aburjga
აფხაზური ლუდი მაინც სულ სხვაა!!!
შოთა
ჩეხეთის მოგებას ვფიქრობ მე გერმანიასთან)))
giga
ზუსტად ეგრეა. რამოდენიმე თვე კარგია ახალი რომაა და შემდეგ არ ვარგა. მერე ყველას ერთნაირი გემო აქვს. სპირტიანი წყლის
ზუკა
ძალიან მაგარია! მე მაინც პილსნერ ურქუელი, ლობკოვიც ექსტრა და უ მედვიდკუ X33 მირჩევნია, ანუ ჩეხური მარგალიტები)
რაგბის ფანი
იცით რა მაინტერესებს. ჩვენთან ახალ გამოშვებული ლუდი რომ კარგია, გემრიელია, მერე დროთა განმავლობაში ისეთი გემრიელი აღარ არის, ეს მე მეჩვენება თუ დროის გასვლასთან ერთად ხარისხსს აღარ აქცევენ ყურადღებას?

Augustiner Lagerbier ამაზე მაგარს თუ რამეს დალევთ მეც მითხარით
აჩი
რომელი ერთი, როშფორ-10, ბერნარდუს-12, ორვალი (უძალიანმაგრესი), ვესტვლეტერენი, ლურჯი შიმე და ა.შ.
დავითი
როგორც იტყვიან გემოვნებაზე არ დავობენო და ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ლუდი მაინც ჩეხურია, კერძოდ ერთ დროს "პლზენსკი პრაზდროი" და ახლა "პილზნერ ურქუელი". თუმცა სხვაც ბევრია კარგი, როგორც "გროლში" და ასევე ბელგიური "ლეფი". ერთიც სიამოვნებით მინდა აღვნოშნო, რომ ქართული წარმოების საკმაოდ ბევრი ლუდი ნამდვილად მაღალი ხარისხისაა. მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც ისაა, რაც მოგახსენეთ. :)
las
მშვენიერი სტატიაა
ლევანი
დივანზე ჯდომის სპორტსმენებისთვისაა. ერთ ხელში პულტი მეორე ხელში ლუდი)
თემო
რომელუ?
აჩი
რაღა გროლში და რაღა ჰაინეკენი. დაწერეთ ბელგიურ ტრაპისტებზე სტატია, მსგავსი ლუდი არ არსებობს, უძალიანმაგრესია!!!
N
იქნებ ვინმემ ამიხსნას, რა უნდა ამ სტატიას ამ საიტზე? ლუდის სმა, რა, სპორტის ახალი სახეობაა?
დათო
ანუ იმდენად ცუდია, რომ ვერ დაივიწყებ ხო?
გენა
ზღმარტლის წვენი დალიეთ
თბილისი
გერმანულ და ჩეხურ ლუდს რომ არაფერი შეედრება ფაქტია,მაგრამ ვისაც ოჯახში დამზადებული თუშური ლუდი(ალუდი) ერთხელ მაინც გაუსინჯავს არასოდეს დაავიწყდება მისი გემო.
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"