დიდი ხანია, რაც ფედერიკო მარკეტი ღიად აცხადებს, რომ “კალიარის” დატოვება და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს
დიდი ხანია, რაც ფედერიკო მარკეტი ღიად აცხადებს, რომ “კალიარის” დატოვება და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო 2010 წლის მუნდიალზე ჯანლუიჯი ბუფონის რეზერვისტის სტატუსით გაემგზავრა და რადგან ამ უკნასკნელმა პირველივე შეხვედრაში ტრავმა მიიღო, ძირითადში სწორედ მას უწევდა ასპარეზობა. ეს ერთი შეხედვით ძალიან კარგი ამბავი, მარკეტის ცუდად შეუბრუნდა - მუნდიალზე ვერ დატოვა კარგი შთაბეჭდილება და მას შემდეგ სარდინიული გუნდის ძირითად შემადგენლობაშიც დაკარგა ადგილი. “კალიარის” კარს მიკელე აგაცი იცავს და არც მომავალში აპირებს პოზიციების დათმობას. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცენით, მარკეტი ამ ზაფხულსაც ტრანსფერზე იქნება და სარდინიელები მასში ხუთ მილიონ ევროს მოითხოვენ. აი რა განაცხადა “კალიარის” პრეზიდენტმა, მასიმო ჩელინომ:

“უკვე დიდი ხანია მარკეტის წასვლა სურს, მაგრამ რეალური მყიდველი არ გამოუჩნდა და გამომდინარე აქედან, კვლავაც ჩვენთან ერთად უწევს ყოფნა. თუ გასულ ზაფხულს მისი ფასი ათ მილიონ ევროს შეადგენდა, წელს მხოლოდ ხუთზე იქნება ლაპარაკი. რამდენიმე კლუბისგან არის დაინტერესება და ვნახოთ, ყველაფერი მოლაპარაკების პროცესში გამოჩნდება. მარკეტი ნიჭიერი კიპერია, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერაფრით დაიმკვიდრა ადგილი. ეს აგაცის დამსახურებაა, რომელიც შესანიშნავად ასპარეზობს და როგორც ვატყობ, პოზიციების დათმობას არც მომავალში აპირებს”.

თავად მარკეტი იმედგაცრუებულია, თუმცა ფარხმალს არ ყრის და მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. მოვუსმინოთ 28 წლის კიპერს: “სარდინიაზე მშვენივრად ვგრძნობ თავს, რადგან ეს ჩემი მშობლიური რეგიონია, მაგრამ მაკლია მთავარი: სათამაშო პრაქტიკა. არ არის სწორი, როდესაც ამბობენ, რომ უფრო ამბიციურ გუნდში მსურს კარიერის გაგრძელება - უბრალოდ თამაში მინდა და “კალიარიდან” აბარგების გადაწყვეტილებაც ამად მივიღე. თუმცა, ერთია სურვილი და მეორე რეალობა.

ვიცი, რომ ჩემით არაერთი გუნდი დაინტერესებულა და დღესაც დაინტერესებულია, მაგრამ საქმე მოლაპარაკების საწყის სტადიას ვერ ცდება. არ ვიცი, ამას განგებ აკეთებენ თუ არა “კალიარის” მესვეურები, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ამ გუნდის რეზერისტ მეკარედ ვრჩები. ერთი სული მაქვს როდის დასრულდება ეს კოშმარი და გადავალ იქ, სადაც უფრო მეტად დამაფასებენ. ჯერ ახალგაზრდა ვარ, არაერთი წელი შემიძლია უმაღლეს დიონეზე თამაში და მინდა ყველას დავუმტკიცო, რომ ჩამოსაწერი კიპერი არ ვარ. ასე რომ, დანებებას არ ვაპირებ - პირიქით, ენთუზიაზმით ვარ აღსავსე და ამ ზაფხულს აუცილებლად მოვნახავ ახალ გუნდს”.

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა