ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ტოტი: ამ "რომას" ყველაფერი შეუძლია

ტოტი: ამ "რომას" ყველაფერი შეუძლია

ფრანჩესკო ტოტი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში “რომას” ყველა მწვერვალის დაპყრობა შეუძლია
ფრანჩესკო ტოტი დარწმუნებულია, რომ მომდევნო სეზონში “რომას” ყველა მწვერვალის დაპყრობა შეუძლია. გუნდის უცვლელ კაპიტანს და უდავო ლიდერს ხშირად უწევს ჟურნალისტებთან ურთიერთობა, თუმცა მის მიერ გუშინ გაკეთებულ კომენტარს განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა.

იტალიური პრესა ბევრს წერდა იმის შესახებ თუ როგორ მიიღებდა კაპიტანი გუნდის მთავარ მწვრთნელად ლუის ენრიკეს დანიშვნის ფაქტს და როგორი ურთიერთობა ექნებათ ამ ორ ადამიანს. ყველასთვის ცნობილია, რომ ტოტი კარლო ანელოტის კანდიდატურას უჭერდა მხარს და ერთხელ, ესპანელი გამოუცდელ და არაკვალიფიციურ მწვრთნელადაც კი მოიხსენია. ენრიკე რომ გამოუცდელია, ეს ფაქტია და თავადაც აღიარებს, აი მეორე ეპითეტმა კი შეიძლება უკვალოდ არც ჩაიაროს.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, “რომას” გულშემატკივრები ტოტის გუშინდელმა კომენტარმა ძალიან გაახარა და თუ რა იყო ასეთი სასიხარულო, ამას ქვემოთ შეიტყობთ:

“მიუხედავად იმისა, რომ ვისვენებ, “რომაში” მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ვადევნებ თვალს. ბევრს გონია, რომ ლუის ენრიკეს მთავარ მწვრთნელად დანიშვნამ არ გამახარა, თუმცა ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. არ დავმალავ, მართლა მსურდა, რომ კარლო ანჩელოტისთან გამართულიყო მოლაპარაკებები, მაგრამ რაკი კლუბის მესვეურებმა ასე გადაწყვიტეს, მათ არჩევანს ბოლომდე პატივს ვცემ. მით უმეტეს, ლუის ენრიკეზე კარგი წარმოდგენის ვარ და ვიცი, რომ მისი ფორმაციის “ბარსელონა B” საოცარ, ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა.

იმედია, ტრადიციას არც რომში დაარღვევს და ჩვენც ანალოგიურად გავირჯებით. მწვრთნელთან არასდროს მქონია პრობლემები და დარწმუნებული ვარ, რომ ენრიკეს შესანიშნავად გავუგებ. ამასთან, ყველანაირად მხარში დავუდგები, რადგან ახალგაზრდა სპეციალისტია და გარკვეულ საკითხებში დახმარება ნამდვილად დასჭირდება”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რომაში” დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო მატეო ბრიგიმ. 30 წლის საყრდენი ნახევარმცველი “ჯენოაში” გადაბარგებასთან იყო ახლოს, თუმცა ბოლო მომენტში იტალიის დედაქალაქში დარჩენა ამჯობინა. მართალია, ძირითად შემადგენლობაში ასპარეზობის გარანტიები ვერ მიიღო, მაგრამ გარისკა და კიდევ მინიმუმ ერთი წელი “რომას” ღირსებას დაიცავს. პრინციპში, ბრიგი არც არასდროს ყოფილა სასტარტოს შეუცვლელი წევრი და გამომდინარე აქედან, გარანტიები დიდად არც მოუთხოვია.

სავარაუდოდ, “რომაში” დარჩება დავიდე პისაროც, რომლის გადაბირების სურვილიც “ნაპოლიმ” გამოთქვა. ნეაპოლელები მზად არიან ხუთი მილიონი ევრო გადაიხადონ 31 წლის ნახევარმცველში, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ დედაქალაქელებმა ჩილელის გაყიდვა მოისურვონ. ამაზე “რომას’ სპორტული დირექტორის, ვალტერ საბატინის სიტყვები მეტყველებს:

“სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლუის ენრიკესთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ თითქმის დარმწმუნებული ვარ, რომ დავიდ პისაროს გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იქნება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ესპანელი “ბარსელონაში” მუშაობდა, ამ გუნდში კი სწორედ დავიდეს ტიპის ფეხბურთელებს აქვთ წამყვანი როლები. პისარო ისეთივე ტანმორჩილია როგორიც ხავი და ინიესტა, მათსავით სწრაფია და ტექნიკური, არც მოედნის ხედვა დაეწუნება და არც პასი.

გამომდინარე აქედან, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ლუის ენრიკემ მასთან განშორება მოისურვოს. დავიდეს მიმართ პირადად მე დიდი სიმპატიით ვარ განწყობილი და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მიკვირდა კლაუდიო რანიერის, რომელიც მას ნაკლებად ენდობოდა. ვინჩენცო მონტელას დროს, ჩილელმა დაიბრუნა ძირითად შემადგენლობაში ადგილი და ვფიქრობ, რომ ის კიდევ არაერთი წელი გამოგვადგება”.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა