წარმატებისკენ მიმავალი გზა ია-ვარდით რომ არაა მოფენილი ეს არაერთი წარმატებული სპორტსმენისგან ვიცით. დღეს მოგიყვებით ისტორიას ბერძენ კალათბურთელზე, იანის ანტეტოკუნმპოზე, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერი ნახა - გაჭირვება, ტკივილი, იმედგაცრუება და ამის საპასუხოდ, წარმატება და დიდი ფინანსური სარგებელი.

წარმოშობით ნიგერიელმა ვარსკვლავმა საბერძნეთის მოქალაქეობა 2013 წელს მიიღო, მიზანი დაისახა და გაუყვა გზას, რომელმაც წარმატების მთაზე უმაღლესი ადგილი მოუტანა.

იანისი 4 ძმასთან ერთად ათენის ქუჩებში იზრდებოდა, დღიდან დღემდე საარსებო ფულისთვის ქუჩაში სხვადასხვა ნივთს ყიდდა, რითაც საკუთარი ოჯახის გამოკვებას ცდილობდა. ამის შემდეგ დაიწყო ვარჯიში

2015 წელი, ათენი. იანის და ტანასის ანტეტოკუნმპოები ერთ-ერთ ადგილობრივ მოედანზე

2013 წლის დრაფტზე იანისი მე-15 ნომრად "მილუოკი ბაქსმა" აირჩია. დღეს ვუყურებთ "ირმების" ფორმაში გამოწყობილ 34-ნომრიან მონსტრს, რომლის შეჩერებაც, ფაქტობრივად, შეუძლებელია, თუმცა ყოველთვის ყველაფერი ასე როდის იყო... პირველ სეზონში ფიზიკურად მაღალი და გამხდარი ბიჭი დაახლოებით 7 ქულით გამოირჩა. უამრავ ჟურნალისტს ბერძნის შესაძლებლობაში ეჭვი ეპარებოდა, ამის მიზეზი კი რეალური გახლდათ, იანისს სროლა არ შეეძლო. ყველაფერი, რასაც აკეთებდა, მისი ფიზიკური მონაცემების დამსახურება იყო. ამასთან ერთად, ახალგაზრდაზე ძალიან დიდი ზეწოლა იყო. მიზეზი მარტივია - ის მე-15 ნომრად აირჩიეს. ამიტომ დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, მას იმედები უნდა გაემართლებინა.

2013-2014 წელი. ბერძნის პირველი სეზონი ლიგაში

საპასუხოდ, მისი ძმა "ნიუ იორკ ნიქსში" ჩაირიცხა. ის 51-ე პიკად აირჩიეს და მასზე გაცილებით ნაკლები მოლოდინი იყო. ამიტომაც ის იმდენად სწორად ვერ განვითარდა... საჭიროა გრძნობდე ვალდებულებას, რათა თითოეულ თამაშში ანთებული თვალებით თამაშობდე. ესაა "ბერძნული რისხვის" აღწერა თითოეულ თამაშში, სადაც წამით არ ზოგავს საკუთარ თავს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, დღეს ტანასისი და იანისი ერთ გუნდში, "მილუოკიში" თამაშობენ. ასევე NBA-ში ასპარეზობს მათი პატარა ძმა, კოსტასი, რომელიც "ლეიკერსის" შემადგენლობაში ირიცხება.

ძმები ანტეტოკუნმპოები

2016 წლის ივლისში ძმები და ამავდროულად, თანაგუნდელები, საბერძნეთში სავალდებულო ჯარში 3 თვის განმავლობაში მსახურობდნენ.

ძმები საბერძნეთის ჯარში, 2016 წელი

იანისის ცხოვრება ია-ვარდით არ ყოფილა მოფენილი. მის ოჯახს არ ედგა ბედნიერი წლები, მაგრამ კალათბურთელები დასახული მიზნისკენ ბრძოლას არ წყვეტდნენ. ცნობილი ფაქტებია, რომ ბერძენს ქუჩაში ნივთების გაყიდვა უწევდა, რათა ელემენტარული საარსებო საშუალება ჰქონოდა. ასევე, მას არ ჰქონდა კოსტიუმი მანამ, სანამ დრაფტზე არ მოუწია დადგომა.

მაგრამ იმის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. გამუდმებული ვარჯიშის ხარჯზე შეძლო და NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის მიხედვითაც, კალათბურთელი 5 წელში 228 000 000 ამერიკულ დოლარს მიიღებს, რაც წელიწადში 40 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

"ვარჯიშით ყველაფრის მიღწევა შეიძლება"- იანისის ტრანსფორმაცია 2013-დან 2020 წლამდე

საბოლოოდ, კალათბურთელს რამდენიმე ჩემპიონობა სჭირდება, რათა ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვოს. მისი მიღწევები შემდეგნაირია: ორგზის წლის საუკეთესო მოთამაშე, 2020 წლის საუკეთესო დამცველი, 4-გზის ყველა საუკეთესოს მატჩის მონაწილე, ორგზის წლის საუკეთესო გუნდში და ასევე ორგზის წლის მეორე საუკეთესო გუნდში, 3-გზის დაცვით გუნდში, სადაც 2-ჯერ მთავარ, ხოლო ერთხელ მეორე სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

როგორც ჩანს, ბერძნის კარიერა საოცრად ვითარდება. იანისი არ წყვეტს საკუთარ თავზე მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ კარიერის ადრეულ წლებში სროლა უჭირდა, ახლა უმატებს და თუ ეს წარმატება ასე გაგრძელდა, ეჭვგარეშეა, რომ ის რამდენიმე ბეჭედს აუცილებლად მოიპოვებს.

და იანის ანტეტოკუნმპო 2020/21 წლების ჩემპიონია...

2019/20 წლების სეზონში პლეი-ოფში განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ იანისს სახელი "შეებღალა" და რას აკეთებს ბერძენი? მომდევნო სეზონში ზღაპრულ პლეი-ოფის თამაშებს ატარებს და საკუთარ ორგანიზაციას 50-წლიანი ლოდინის შემდეგ ჩემპიონობას ჩუქნის, თანაც როგორს? გაანადგურა "მაიამი", გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში 4:1 მოუგო; აჯობა "ბრუკლინ ნეტსსა" და ფანტასტიკურ ფორმაში შესულ კევინ დურანტს (4:3); კონფერენციის ფინალში "ატლანტას" ბარიერი გაიარა (4:2) და მივიდა მასთან, ვინც გასული სეზონის ჩემპიონი "ლეიკერსი" 4:2 დაამარცხა, საუკეთესო მოთამაშის, ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" 4:0 გაანადგურა; სუპერფინალში პირველი ორი შეხვედრა "ბაქსმა" წააგო და იანისს თავს ისევ დიდი კრიტიკა დაატყდა, თუმცა ანთებული თვალებითა და გაშმაგებული სუნთქვით იგებდა ბერძენი თამაშებს, იგებდა და საკუთარ გუნდს შესაძლებლობას აძლევდა, რათა ერწმუნათ გამარჯვების... და ეს ასეც მოხდა, ყველამ თავისი საქმე გააკეთა და "ბაქსმა" ტიტული მოიგო.

გულის ამაჩუყებელია, როდესაც უყურებ მოთამაშეს, რომელიც ემოციებს ვერ თოკავს და ტირის, თუმცა უყურებ იანისს და ხვდები, თუ რამდენს მიაღწია, რა გზა გამოიარა, სად მოვიდა და რა ბედნიერია...

იანისმა ჩემპიონობის შემდეგ ასეთი სიტყვები თქვა:

"მე შემეძლო სუპერგუნდში წავსულიყავი, ჩემი საქმე გამეკეთებინა და ჩემპიონობა მომეპოვებინა, მაგრამ მე რთული გზა ავირჩიე. ეს ის გზაა, რომელსაც მე ვირჩევ და მე ჩემი გასაკეთებელი მაინც გავაკეთე, დიახ, მე ჩემპიონი ვარ!"

ეს ის სიტყვაა, რომელიც ნამდვილ ლიდერს შეეფერება. გასულ სეზონში აქტიურად იწერებოდა, რომ ანტეტოკუნმპო სტეფ კარის შეუერთდებოდა და "გოლდენ სტეიტისთვის" ითამაშებდა, თუმცა არა, ის დარჩა, დარჩა და ისტორიაც დაწერა. ეს ის ზღაპარია, რომელსაც საკუთარ შვილიშვილებს მოუყვება, პატარები კი იამაყებენ.

ბერძენი ისტორიას დარჩება, მისი განვლილი გზა მომავალ თაობას ბიძგს მისცემს, რათა არასდროს დანებდნენ და მიზნისთვის საკუთარი თავიც კი გადადონ.

ანტეტოკუნმპო ფინალების საუკეთესო მოთამაშე გახდა. სუბიექტურად ვიტყვი, რომ ის ამ სეზონში საუკეთესო იყო. მან შექმნა საკუთარი ლიგა, სადაც ძალისმიერად თამაშობს, მის შეჩერებას კი ვერავინ ახერხებს. ამაზე მისი ფინალების სტატისტიკაც მეტყველებს - 35.2 ქულა, 13.2 მოხსნა, 5.0 შედეგიანი გადაცემა, 1.2 ჩაჭრა, 1.8 დაფარება, 61.8% თამაშიდან სიზუსტე.

NBA - დეკადის 10 საუკეთესო გამთამაშებელი [VIDEO]

ასდფად
გასულ სეზონში ლეიკერსში "თამაშობდა"
სოსო
რამდენადაც ვიცი,იანისის უმცროსი ძმა,კოსტას ანტეტოკუნმპო,უკვე არის ნბა-ს ჩემპიონი.
[VIDEO] მამუკელაშვილმა "შარლოტთან" 15 წუთი ითამაშა - "ტორონტო რაპტორსმა" ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა
[VIDEO] ბითაძის 16 წუთი "ჰიუსტონთან" - "ორლანდო" ოვერტაიმში დამარცხდა
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ბენზემამ "რეალში" დაბრუნება არ გამორიცხა - ფრანგი ფლორენტინო პერესს უარს ვერ ეტყვის
თუ დღეს კიდევ დამარცხდებიან, ეს ამბავი ბულგარული ფეხბურთის ისტორიაში მეორედ მეოხდება - საქართველოს ნაკრები დღევანდელი მეტოქის კიდევ ერთ მწვრთნელს იმსხვერპლებს?
"მეტოქეს 5 ან მეტი ბურთით მოვუგებთ და ჯგუფში გავასწრებთ? - მოდით, რეალისტები ვიყოთ..." - რას წერს ბულგარული მედია საქართველოსთან მატჩამდე
"საკვალიფიკაციო ეტაპი თავაწეულებმა უნდა დავასრულოთ... მინდა, ყველას ეს მოგიწოდოთ..." - ბულგარელთა მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის წინ
რატიშვილი საბერძნეთში, ვართანოვი – რუმინეთში | ქართველები ფიბა ევროპის მატჩებზე
მიქაუტაძემ ვარჯიში დაიწყო და ალბათ, "მალიორკასთან" ითამაშებს
პსჟ მცველს ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებს და გასამრჯელოსაც მოუმატებს
გატუზო: ჭრილობებს ვიშუშებთ, ბოდიშს ვიხდით
"გურია თუდეის" ექსკლუზივი: ლანჩხუთის „გურიას“ 100%-იან წილს სფფ-ის ექს-პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას შვილის, კახი ჟორდანიას კომპანია ყიდულობს!
"ბორჯღალოსნები" | გადამწყვეტი რკენა წლის ბოლო მატჩში
18 წ. | როტაციით და გადაადგილებებით მასპინძლებთან
კიტეიშვილი: ამ შეკრებაზე მიზანი განსაკუთრებით იგრძნობა
სანიოლი: ექსპერიმენტები არ იქნება, მაგრამ საქმეში ყველას ნახვა საჭიროა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ჯეიმსის, დონჩიჩისა და რივზის გარეშე - "ლეიკერსმა" მცირე სენსაცია შემოგვთავაზა და "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
ეს რა იყო! - ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]
"ლეიკერსი" და ახალი იდენტობა - როგორ იქნება იდეალური ქიმია?!
იანის ანტეტოკუნმპოს ემოციური სიტყვები
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
ლებრონის ტახტიდან ჩამოგდება ამ ორს შეუძლია... - მეჯიქ ჯონსონი
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში - "ლეიკერსი" 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
ჩხუბი NBA-ში - ლიგის MVP პარკეტიდან გააძევეს და დისკვალიფიკაციაც ელის [VIDEO]
ფაჩულიას დახმარება დასჭირდებათ - "გოლდენ სტეიტი" მის ხელში ჩაგდებას წლებია ცდილობს
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის ყველა დროის რეკორდი მოხსნა [VIDEO]
ბითაძის მე-12 ორმაგი დუბლი - "ორლანდო მეჯიქი" "ნიუ იორკ ნიქსთან" დამარცხდა [VIDEO]
"მაღაზიაში ქურდს ვეჩხუბე, იდაყვი დამარტყა თვალში, მაგრამ მაინც წავაქციე" - იანისმა ჩალურჯებულ თვალზე ისაუბრა
გოგას 22 წუთი და ეფექტური დაფარებები - "მეჯიქმა" გასვლაზე "ნიქსი" დაამარცხა [VIDEO]
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
[VIDEO] ბითაძემ 16 წუთი ნაყოფიერად გამოიყენა - "ორლანდო მეჯიქმა" "ნიუ იორკ ნიქსი" "მედისონ სკვერ გარდენში" დაამარცხა