მამაკაცი და ქალი ჩოგბურთელები უიმბლდონის დაწყებამდე ბრიტანეთის ისტბურნსა და ჰოლანდიის ჰერტოგენბოშში პარალელურად ითამაშებენ

უიმბლდონის დაწყებამდე ბოლო მოსამზადებელი კვირა ორ ქალაქში ჩაივლის. ბრიტანეთის ისტბურნსა და ჰოლანდიის ჰერტოგენბოშში პარალელურად ითამაშებენ მამაკაცი და ქალი ჩოგბურთელები.

ATP

UNICEF Open

ჰერტოგენბოში (ჰოლანდია). ბალახი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: ნიკოლას ალმაგრო, მარკოს ბაღდატისი, ქსავიე მალისე, ივან დოდიგი, იარკო ნიემინენი, ადრიან მანარინო...

ჰერტოგენბოშში საშუალო დონის მოთამაშეები იკრიბებიან. შარშან აქ უკრაინელმა სერგეი სტახოვსკიმ გაიმარჯვა, მაგრამ ამჯერად მან ისტბურნის ტურნირში თამაში ამჯობინა და შარშანდელი სარეიტინგო ქულები დაუცველი დატოვა.

განთესვის ლიდერი იქნება ნიკოლას ალმაგრო, რომელსაც კარიერაში ათი ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის სამი მიმდინარე სეზონში, თუმცა ამ ჩამონათვალში არც ერთი არ არის ბალახის შეჯიბრი. ამიტომაც პოტენციურ ფავორიტებს შორის მისი დასახელები შეცდომა იქნებოდა.

მსოფლიოს ყოფილი მერვე ნომერი მარკოს ბაღდატისი აქ მეოთხედ ითამაშებს. საუკეთესო მიღწევა 2006 წელს ჰქონდა - ნახევარფინალი, თუმცა მისი დღევანდელი ფორმა ისევე შორს არის იდეალურისგან, როგორც ალმაგროს თამაში ბალახის საფარზე.

AEGON International

ისტბურნი (ბრიტანეთი). ბალახი

საპრიზო ფონდი: 410 925 ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: ჟო-ვილფრიდ ცონგა, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, იანკო ტიპსარევიჩი, გილერმო გარსია ლოპესი, სერგეი სტახოვსკი...

გამარჯვებაზე მთავარ პრეტენდენტად აქ ჟო-ვილფრიდ ცონგა უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც წინა კვირას ფინალამდე მიაღწია ლონდონში და გუშინ უნდა ეთამაშა გადადებული ფინალი ენდი მიურეისთან. რაც ყველაზე მთავარია, ფრანგმა მეოთხედფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანის რაფაელ ნადალის დამარცხება შეძლო. თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ ზედიზედ ორ ტურნირზე თამაშმა, შესაძლოა, უიმბლდონის წინ არასაჭირო დაღლილობა მოიტანოს, ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ ცონგამ დიდად ბრძოლით თავი არ მოიკლას.

სხვათა შორის, შარშან აქ ასევე ფრანგი ჩოგბურთელი გახდა გამარჯვებული - მიკაელ ლოდრამ ფინალში გილერმო გარსია ლოპესი დაამარცხა.

WTA

UNICEF Open

ჰერტოგენბოში (ჰოლანდია). ბალახი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: კიმ კლაისტერსი, სვეტლანა კუზნეცოვა, იანინა ვიკმაიერი, ფლავია პენეტა, დომინიკა ციბულკოვა, მარია კირილენკო...

ჰერტოგენბოშის ქალთა ტურნირშიც რთულია ფავორიტის დასახელება. ჰოლანდიურ ბალახზე ითამაშებს კიმ კლაისტერსი და შეეცდება მაქსიმალურად სწრაფად მოახდინოს ადაპტირება ახალ საფარზე. ნომინალურად ის შეიძლება მოვიხსენიოთ გამარჯვებაზე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად, მაგრამ ჯერ არ ვიცით რამდენად ჯანმრთელია ბელგიელი და რამდენად არის მზად სათამაშოდ.

AEGON International

ისტბურნი (ბრიტანეთი). ბალახი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: ვერა ზვონარევა, ნა ლი, ვიქტორია აზარენკა, ფრანჩესკა სკიავონე, პეტრა კვიტოვა, მარიონ ბარტოლი, სამანტა სტოსური, სერენა უილიამსი, ვენუს უილიამსი...

ამ კვირას გასამართი ტურნირებიდან აქ ყველაზე ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი - რეიტინგის საუკეთესო ათეულის შვიდი წარმომადგენელი ითამაშებს ისტბურნში.

სწორედ აქ უბრუნდებიან პროფესიულ ტურს დები უილიამსები - ვენუსი ოთხთვიანი და სერენა ერთწლიანი პაუზის შემდეგ. რა თქმა უნდა, მათ სპორტულ ფორმაზე ლაპარაკი შეუძლებელია - ყველაფერს პირველი წრის მატჩები გამოაჩენს.

განთესვის ლიდერია ვერა ზვონარევა, რომელმაც შარშან უიმბლდონის ფინალში ითამაშა. რუსი აქ ფავორიტია, მაგრამ მეტოქეებიც ძალიან ძლიერი ჰყავს.

საინტერესო იქნება ნა ლიზე დაკვირვება - როლან გაროსის ახალი ჩემპიონი პარიზული ტრიუმფის შემდეგ პირველად ითამაშებს. ბევრს ელიან ვიქტორია აზარენკასგან, რომელიც წელს ძალიან ძლიერად თამაშობს, მაგრამ "დიდი სლემის" ტურნირებზე მეოთხედფინალი მისთვის გადაულახავ ბარიერად იქცა. ყურადღება უნდა მივაქციოთ პეტრა კვიტოვასა და სამანტა სტოსურსაც...

გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
[VIDEO] უბრალოდ როჯერ ფედერერი - შვეიცარიელის განსაკუთრებული ჟესტი უიმბლდონზე
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი