გუშინ ანა ტატიშვილმა ისტბორნის საერთაშორისო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო წრეში მე-7 ნომრად განთესილ სანია მირზასთან სამ სეტში დათმო
გუშინ განახლებულ რეიტინგ-ლისტში ერთდროულად ყველა ქართველმა დაიხია უკან, თან ზოგიერთმა შესამჩნევადაც - 120 (-2) ანა ტატიშვილი - 579 ქულა; 194 (-2) ოქსანა კალაშნიკოვა - 300; 221 (-3) მაკა ჩახნაშვილი - 249; 299 (-41) სოფიო შაფათავა - 171; 326 (-15) თათია მიქაძე - 147; 394 (-27) სოფიო ქვაცაბაია - 104; 543 (-49).

გუშინ ანა ტატიშვილმა ისტბორნის საერთაშორისო ტურნირის (618 ათასი დოლარი) მეორე საკვალიფიკაციო წრეში მე-7 ნომრად განთესილ ინდოელ სანია მირზასთან (58) სამ სეტში დათმო - 2:6, 6:3, 3:6. ანა ამ ტურნირში ასპარეზობისთვის 8 სარეიტინგო ქულასა და 1,3 ათას ევროს დასჯერდა. შეგახსენებთ, რომ ანამ საჩოგბურთო სამყაროში პირველი სენსაცია სწორედ მირზას დამარცხებით მოახდინა - ეს კი 5 წლის წინანდელი ამბავია, როცა ჩვენებური ჯერ კიდევ 16 წლის იყო.

ქართველები იასპარეზებენ სტამბოლის საერთაშორისო ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარია. იქ მაკა ჩახნაშვილი პირველ ნომრად არის განთესილი და პირველ წრეში თურქ ლუტფიე ესენს ხვდება. სოფიო ქვაცაბაიას პირველი მეტოქე კი რუსი მარინა შამაიკოა (426).

უკრაინულ ხარკოვში 25-ათასიან ტურნირშიც პირველ ნომრად ქართველია განთესილი - სოფიო შაფათავა, ვინც მასპინძელ ნადია კოლბს (712) ეთამაშება პირველ წრეში. ეკა გორგოძე კი მე-8 ნომრად განთესილ უზბეკ ვლადა ეკშიბაროვას (402) დაუპირისპირდება. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი ამერიკაში, კალიფორნიის ქალაქ ჩიკოს ტურნირში (15 ათასი დოლარი) ითამაშებს. ქართველი ძირითად ბადეშია, თუმცა მისი პირველი მეტოქე ჯერ ცნობილი არ არის.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა