"მერსედესის" პილოტ მიხაელ შუმახერის ვებგვერდზე უნგრეთის გრან-პრიზე გერმანელ პილოტსა და რუბენს ბარიკელოს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ მოკლე შეტყობინება გაჩნდა.

"მერსედესის" პილოტ მიხაელ შუმახერის ვებგვერდზე უნგრეთის გრან-პრიზე გერმანელ პილოტსა და რუბენს ბარიკელოს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ მოკლე შეტყობინება გაჩნდა. "ჰუნგარორინგზე" შუმიმ უხეში მანევრით დაიცვა თავი "უილიამსის" პილოტის წინააღმდეგ და კინაღამ კედელს მიაჯახა ბრაზილიელი ვეტერანი. ამ ინციდენტის შესწავლისას, ავტოსპორტის ფედერაციამ ლეგენდარული გერმანელი მომავალი რბოლისთვის სტარტზე ათი პოზიციის დაკარგვით დააჯარიმა.

მიხაელ შუმახერი: "რბოლის შემდეგ "ცხელ გულზე" შევაფასე ინციდენტი, რადგან საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი. მაგრამ მოგვიანებით ჩანაწერი ვიხილე და უნდა ვაღიარო, რომ რბოლის სტიუარდებმა სწორად შეაფასეს სიტუაცია - მანევრი ძალიან უხეში და სარისკო იყო. მე ვცდილობდი მეჩვენებინა რუბენსისთვის, რომ არ ვაპირებდი მისი გარე რადიუსით გატარებას, თუმცა ამ მანევრით მისი დაშინება არ მიცდია. თუ ბარიკელოს ასე ჰგონია, მაშინ ბოდიშს ვუხდი, მაგრამ ცუდი განზრახვა არ მქონია".

კალენდარი შეიცვლება

სატრანსფერო ჭორების გარდა, ამ პერიოდში ფორმულა 1-ის სამყაროში მომავალი წლის სავარაუდო კალენდარსაც აქტიურად განიხილავენ. გერმანული პრესა წერს, რომ სწორედ ეს საკითხი იყო აქტუალური უნგრეთის გრან-პრის უქმეებზე "ჰუნგარორინგის" პადოკში.

როგორც ირკვევა, 2011 წელს კალენდარში რამდენიმე გადაადგილება მოხდება, თუმცა არ შეიცვლება ჩემპიონატის დასაწყისი და ფინიში - პირველი ეტაპი ისევ ბაჰრეინში გაიმართება, ბოლო რბოლა - აბუ დაბიში.

გაისად დაგეგმილია ინდოეთის გრან-პრის დებიუტი. ამ რბოლის სავარაუდო თარიღი 9 ოქტომბერი გახლავთ. სამხრეთ კორეის გრან-პრის გაზაფხულზე გადაიტანენ, კერძოდ აპრილის თვეში და ის ჩინური ეტაპიდან ერთი კვირის თავზე გაიმართება.

კორეის ეტაპს სამკვირიანი პაუზა მოჰყვება, რომელიც ბარსელონას რბოლით დასრულდება.

ჩინეთისა და კორეის გარდა, რბოლებს შორის მხოლოდ ერთკვირიანი პაუზა კიდევ სამჯერ იქნება: ავსტრალიისა და მალაიზიის ეტაპებს შორის, ივლისის დასაწყისში გერმანიასა და უნგრეთს შორის და აგვისტოს ბოლოს - ბელგიასა და ვალენსიას შორის.

ეს იმას ნიშნავს, რომ პილოტებს აღარ ექნებათ 4-კვირიანი არდადეგები და ის სამ კვირამდე შემცირდება. ასევე რთული მომენტი იქნება ჩემპიონატის მონაწილეებისთვის 2011 წლის ოქტომბერში იაპონიიდან ბრაზილიაში გადასვლა.

13 მარტი - ბაჰრეინის გრან-პრი

27 მარტი - ავსტრალიის გრან-პრი

3 აპრილი - მალაიზიის გრან-პრი

17 აპრილი - ჩინეთის გრან-პრი

24 აპრილი - კორეის გრან-პრი

15 მაისი - ესპანეთის გრან-პრი

29 მაისი - მონაკოს გრან-პრი

12 ივნისი - კანადის გრან-პრი

26 ივნისი - თურქეთის გრან-პრი

10 ივლისი - ბრიტანეთის გრან-პრი

24 ივლისი - გერმანიის გრან-პრი

31 ივლისი - უნგრეთის გრან-პრი

21 აგვისტო - ბელგიის გრან-პრი

28 აგვისტო - ევროპის გრან-პრი

11 სექტემბერი - იტალიის გრან-პრი

25 სექტემბერი - სინგაპურის გრან-პრი

9 ოქტომბერი - ინდოეთის გრან-პრი

23 ოქტომბერი - იაპონიის გრან-პრი

30 ოქტომბერი - ბრაზილიის გრან-პრი

13 ნოემბერი - აბუ დაბის გრან-პრი

ლელო

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა