თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა გუნდები კუშადასში საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ
წონაში ორ-ორი მონაწილით

ხვალ თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა გუნდები თურქეთში გაემგზავრებიან, სადაც კუშადასში საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ. ესაა ჭაბუკთა საკმაოდ დიდი და წარმომადგენლობითი შეჯიბრება, რომელიც წლეულს მეთოთხმეტედ ტარდება. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ თამაზ ბენდიანიშვილს იქ არასრული გუნდი მიჰყავს - რამდენიმე მოჭიდავეს ახლა წონას არ აკლებინებს და ზედა წონაში აჭიდავებს. შედეგად, ზოგიერთ წონით კატეგორიაში მონაწილე არ გვეყოლება. სამაგიეროდ, სხვებში ორ-ორი ფალავანით ვიასპარეზებთ. თუმცა განსხვავებულია მიზეზი, რის გამოც მძიმე წონაში მონაწილის გარეშე დავრჩით - გენო პეტრიაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებშია გამოძახებული ევროპის ჩემპიონატზე საჭიდაოდ. საბოლოოდ კუშადასში ასეთი გუნდით გამოვალთ: რამაზ ზოიძე, ტაიფუნ აბდულაევი (ორივე - 42), გიორგი პასიკაშვილი, რამაზ დარჩიძე (ორივე - 46), შოთა ფანცულაია, შალვა ხუციშვილი (ორივე - 50), შოთა ფარტენაძე, რაუფ შაკულ-ოღლი (ორივე - 58), შალვა ჭადაშვილი, ომარ გურჯიძე (ორივე - 69), გიორგი ჩხარტიშვილი (76), ბექა როჭიკაშვილი (85).

და... განსხვავებული მიდგომა

კუშადასში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში გიზო მელაძე (42), ლეონ ხოზრევანიძე (46), ედნარ შავაძე (50), გიორგი ტოტიკაშვილი (54), ლაშა მარიამიძე, შმაგი ბოლქვაძე (58), ვლადიმერ ქიქავა (63), ნიკა ფირცხალავა (69), ლაშა გობაძე (76), კუკური კირცხალია, გიორგი კოვზირიძე (85), ბექა კანდელაკი და თორნიკე ბაბუნაშვილი (ორივე - +85) იჭიდავებენ. ეს გუნდები თანატოლთა ევროპის ჩემპიონატისთვის არჩევენ კადრებს. როგორც ვხედავთ, მწვრთნელებმა ამ შეჯიბრებისადმი განსხვავებული მიდგომა აირჩიეს - ბენდიანიშვილს თუ ყველა წონაში ორ-ორი კაცი მიჰყავს, კრავეიშვილმა ბევრად კომპაქტური შემადგენლობა შეარჩია და გაორებებს მოერიდა.

ორივე გუნდმა შეკრება ბათუმში გაიარა და თურქეთშიც იქიდან გადავლენ. მათ კალენდარში მომდევნო სტარტი ირანის საერთაშორისო ტურნირია და, სავარაუდოდ, მწვრთნელები იმის შემდეგ დაასახელებენ 9-14 აგვისტოს ვარშავაში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე წასაყვან შემადგენლობას. ჭიდაობაში მსოფლიო მასშტაბით შექმნილი ქაოსი კარგად მოგეხსენებათ და ჭაბუკებს მსოფლიოს პირველობაც აგვისტოში უწევთ(!), სულ რაღაც 9-დღიანი ინტერვალით - 23-28 აგვისტოს უნგრულ სომბათჰეიში იმართება.

ევროპისა და მსოფლიოს პირველობები ახალგაზრდებში ასევე შემჭიდროებულ ვადებში ტარდება, თუმცა აქ დაახლოებით ერთთვიანი შუალედი მაინცაა - ევროპის პირველობა 21-26 ივნისს სერბულ ზრენჯანინში ტარდება, მსოფლიოსი - 26-31 ივლისს ბუქარესტში. გაირკვა იქ მონაწილე `თავისუფალთა~ ნაკრების შემადგენლობა: ლაშა ტალახაძე (50), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), თენგიზ ჩოჩიშვილი (60), დავით ტლაშაძე (66), ბექა პეტრიაშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), თედო ებანოიძე (96), გენო პეტრიაშვილი (120).

მთავარი მოულედნელობა

"თავისუფლებში" მთავარი მოულოდნელობა გენო პეტრიაშვილის გამოჩენაა. ამ გუნდის თავკაცი ნუგზარ სხირელი მძიმეწონოსნების მომზადებით უკმაყოფილებას არასოდეს მალავდა და ამბობდა, რომ ეს ძალზე სუსტი წონაა. მწვრთნელი აქ ისეთ ფალავნებს იყო მიჩვეული, ნებისმიერი გუნდი ინატრებდა - გიორგი საკანდელიძემ ბოლო ორ წელიწადში ევროპაზე ოქრო-ვერცხლი მოიპოვა, მსოფლიოზე - ვერცხლ-ბრინჯაო. მას ღირსეულ სპარინგ-პარტნიორობას ლევან ბერიანიძე უწევდა, რომელსაც ახალგაზრდულში გამოსვლა არ დასცალდა, მაგრამ სამაგიეროდ, უფროსებში გახდა მსოფლიოს პრიზიორი. თუმცა სხირელი წლევანდელი კანდიდატების უკმაყოფილო ამათ ფონზე კი არ იყო, ზოგადად არ აკმაყოფილებდა მათი მომზადება, მათი სპორტული მხარე. აქედან გამომდინარე, ისინი რომ შეცვალა, ეს არ გაგვკვირვებია. უბრალოდ, პეტრიაშვილი აქამდე კანდიდატებშიც არ დაუსახელებია. 1994 წელს დაბადებული, 197-სანტიმეტრიანი და 102-კილოგრამიანი პეტრიაშვილი მისი პირადი მოსწავლეა და მწვრთნელი ერთ-ერთ უნიჭიერესადაც მიიჩნევს. თუმცა საზოგადოებამ ეს ფალავანი პირველად არა საჭიდაო წარმატებებით, არამედ, როგორც ადრეც ვწერდით, სულ სხვა კუთხით გაიცნო - მშობლიური სოფლიდან ოსებმა გაიტაცეს და რამდენიმე დღე მათ ტყვეობაში გაატარა. პეტრიაშვილი შეკრებებს აქამდე ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად გადიოდა, რადგან ჭაბუკებში სათანადო სპარინგ-პარტნიორი არ ჰყავს, თუმცა სერბული ტურნირის შემდეგ იმ გუნდს დაუბრუნდება და მის შემადგენლობაში ევროპა-მსოფლიოს იჭიდავებს.

როგორც მძიმეწონოსანთა მაგალითზე ვთქვით, ამ ნაკრებმა თაობათა ცვლის მტკივნეული პროცესი განიცადა და შემადგენლობაც გადახალისდა, თუმცა ის დუეტი სხირელის ერთადერთი დანაკლისი არაა - ასევე უფროსებში გადავიდა შარშან ახალგაზრდებში ევროპა-მსოფლიოს მომგები დავით ხუციშვილიც (74). ამის მიუხედავად, სხირელს შარშანდელიდან მაინც ბევრი შერჩა და საკმაოდ ძლიერი გუნდიც ჰყავს - ხინჩეგაშვილმა შარშან ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობა მოიგო, ევროპაზე კი ფინალი დათმო, ხოლო წლეულს ის და მარსაგიშვილი უკვე უფროსებში გახდნენ ევროპის ვიცე-ჩემპიონები. ჩოჩიშვილმა შარშან ამ ასაკში ევროპაზე ვერცხლი, მსოფლიოზე კი ბრინჯაო მოიპოვა, ხოლო ტალახაძე, პირიქით, ევროპაზე გავიდა მესამეზე და მსოფლიოზე ფინალი დათმო. შარშანდელ გუნდში იყო ტლაშაძეც. ევროპის პირველობაზე შარშან ამ გუნდმა 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა. ჩემპიონები საკანდელიძე და ხუციშვილი გახდნენ, ვერცხლის მედალოსნები - ხინჩეგაშვილი და ჩოჩიშვილი, ბრინჯაოს კი ტალახაძე დაეუფლა.

შარაძე - ყველგან?

რაც შეეხება ბერძენ-რომაელთა ახალგაზრდულ ნაკრებს, ვლადიმერ ადეიშვილს სერბეთში ნიკოლოზ ცეცხლაძე (50), თორნიკე ტოტიკაშვილი (55), გოგიტა გოგიბერაშვილი (60), საჩინო დავითაია (66), ზურაბ დათუნაშვილი (74), დავით ჩაკვეტაძე (84), სანდრო დიხამინჯია (96) და სერგო გოგისვანიძე (120) მიჰყავს. თაობათა ცვლა ან გუნდში კიდევ უფრო საგრძნობია - შარშანდელი შემადგენლობიდან მხოლოდ გოგიბერაშვილი, დავითაია და გოგისვანიძე შემორჩნენ. ამ ნაკრების შარშანდელი მონაგარი 1 ოქრო და 2 ვერცხლია. ჩემპიონი ვასილ იმერლიშვილი (96) გახდა, ვიცე-ჩემპიონები - თორნიკე მახარაძე (50) და დავითაია.

ევროპის ჩემპიონატი გოგოებშიც ტარდება, თუმცა ჩვენ ევროპაზე მონაწილე, სავარაუდოდ, არ გვეყოლება, აი, მსოფლიოზე კი, დიდი შანსია, ბათუმელმა შორენა შარაძემ იჭიდაოს, რომელსაც აჭარის მხარე ჰპირდება დაფინანსებას. სავარაუდოდ, გამოსვლის ნებას ქალთა ძიუდოს ნაკრების ხელმძღვანელობაც დართავს, სადაც ამჟამად ვარჯიშობს შარაძე, თუმცა საკითხავი ერთი გარემოებაა - ის ჭიდაობს ძიუდოს, პერიოდულად გამოდის სამბოშიც და ახლა თუ ამას თავისუფალი ჭიდაობაც დაემატება, შეძლებს კი ამდენს?

[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] ქართველი, რომელსაც არაფერი აშინებს - საბა ლაზიშვილმა ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა