ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი ფედერალ 1 დივიზიონში, პლეი ოფის ნახევარფინალში იბრძვის
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის უმრავლეს დივიზიონებში გათამაშება დიდი ხანია დამთავრდა. ერთადერთი, ვინც აქამდე ჯერ კიდევ ერთი საფეხურით აღზევებისთვის იბრძვის, ფედერალ 1 დივიზიონის გუნდებია.

აქ პლეი ოფის ნახევარფინალში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი ასპარეზეობს. შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურის, სანდრო ესაკიასა და დავით დადუნაშვილის "მასი" შინ დამარცხდა თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოსთან" - 17:24.

მასპინძლებმა წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ ნახევარში შეძლეს, თუმცა ტაიმი მაინც წააგეს - 10:14. შესვენების შემდეგ ინიციატივა პერიგოელებმა იგდეს ხელთ და 51-ე წუთისთვის უკვე 21:10-ს იგებდნენ. მასპინძლებმა მდგოამრეობის გამოსწორება მატჩის მიწურულსღა შეძლეს, მაგრამ მხოლოდ ანგარიშის შვიდ ქულამდე შემცირება მოახერხეს.

აშვეთიამ, სუთიაშვილმა და ზიბძიბაძემ სრულად ითამაშეს, დადუნაშვილი 42-ე წუთზე, სამი წუთის შემდეგ კი მარგველაშვილი ნინიძემ შეცვალა, ესაკია და კობაური განაცხადში არ იყვნენ.

განმეორებითი შეხვედრა ერთი კვირის თავზე პერიგოში გაიმართება. უნდა ვივარაუდოთ, რომ პერიგოლები შვიდქულიან უპირატესობას ქარს არ გაატანენ და პლეი ოფის ფინალში გააღწევენ, რაც ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურს ავტომატურად იძლევა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიე" შინ ეთამაშა "ტიროსს" და 19:15 მოუგო. ლანგედოკელები თავიდან დაეუფლნენ უპირატესობას და 48-ე წუთისთვის 13 ქულით დაწინაურდნენ - 19:6. სამწუხაროდ, ჩვენებურთა გუნდმა ასეთი ხელსაყრელი სხვაობის შენარჩუნება ვერ შეძლო და მხოლო ოთხი ქულის სხვაობით მოიგო.

მალაღურაძემ შუამარბის პოზიციაზე თავიდან ბოლომდე ითამაშა, მჭედლიშვილი განახცადში არ იყო. განმეორებით შეხვედრას ბეზიელები ერთი კვირის თავზე სტუმრად გამართავენ ტისროსში. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში "ბეზიე" ფინალის სგზურთან ერთად ელიტურ, მეორე დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ნახევარფინალი

მასი-პერიგო 17:24

ბეზიე-ტიროსი 19:15

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს